როგორ ავირჩიოთ სასურველი პროფესია

როგორ ავირჩიოთ სასურველი პროფესია

577
0
SHARE

პროფესიის არჩევა – ეს ის ძალიან რთული და საპასუხისმგებლო საქმეა, რომელიც მომავალში მთელს თქვენს ცხოვრებას განსაზღვრავს. შესაბამისად როდესაც დგახართ არჩევანის წინაშე, ძალიან მნიშვნელოვანია ის, თუ რაზე დაყრდნობით აკეთებთ თქვენ თქვენს არჩევანს. დაიმახსოვრეთ! მხოლოდ შემოსავალი არ არის ის ძირითადი წინაპირობა, რომელიც გაიძულებთ კონკრეტული პროფესიის არჩევას, მთავარია დაფიქრდეთ იმაზე, თქვენ თვითონ რა გსურთ და სად წარმოგიდგენიათ თქვენი თავი ყველაზე კომფორტულად. ყველაზე იდეალური ვარიანტი არის ის, როდესაც თქვენი სურველიები სრულიად რელევანტურია თქვენს მიერ შერჩეულ პროფესიასთან. მკვლევარებმა დაკვირვების შედეგად გამოითვალეს ერთგვარი წარმატების ფორმულა და მივიდნენ დასკვნამდე, რომ კარიერულ წინსვლას, დაწინაურებას, პიროვნულ ზრდასა და განვითარებას განაპირობებს ადამიანის გულით შერჩეული პროფესია. თქვენ არ უნდა იმუშაოთ მხოლოდ ხელფასისათვის, თქვენ ამას აკეთებთ თქვენი სიამოვნებისათვისაც. შესაბამისად საქმე, რომლის კეთებაც გსიამოვნებთ, ყოველთვის უფრო მეტად პროდუქტიულია, გიმაღლებთ მოტივაციას და იწვევს მაქსიმალურ წარმატებას. უფრო კონკრეტულად, რა უნდა გაითვალისწინოთ, როდესაც ირჩევთ თქვენს სამომავლო პროფესიას?

  • დამოუკიდებელი გადაწყვეტილება – დაიმახსოვრეთ! ის რასაც ირჩევთ ეს თქვენია, თქვენი შინაგანი სამყაროდან, თქვენს სურვილებზე დაფუძნებული. სწორედ ამიტომ გადაწყვეტილება მიიღეთ დამოუკიდებლად. ძალიან ბევრი ადამიანი ექცევა ოჯახის, მეგობრების, ახლო წრის ზეგავლენის ქვეშ, რომლებიც ძალიან დიდ გავლენას ახდენენ მათი გადაწყვეტილების მიღებაზე. საქართველოში ხშირ შემთხვევაში მშობლების აზრი იქცევა ხოლმე გადამწყვეტად. მაგალითისათვის, როდესაც ვირჩევდი ჩემს პროფესიას, ძალიან მინდოდა თეატრალურში ჩამებარებინა და ვყოფილიყავი ბოლომდე ხელოვანი, თუმცა ამას ძალიან აშკარა და მკვეთრი რეაგირება მოყვა ჩემი ოჯახის მხრიდან, რამაც საბოლოოდ შემაცვლევინა ჩემი გადაწყვეტილება. აუცილებლად გაითვალისწინეთ ის, რომ არჩეული პროფესია არ არის თქვენი მშობლების, მეგობრების, ან კონკრეტული რომელიმე პიროვნების რომელიც გირჩევთ, ეს თქვენია! თქვენ უნდა აკეთოთ ეს საქმე მომავალში, ამიტომ კარგად დაფიქრდით, როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი თავი შერჩეულ ადგილას.
  • პროფესიის შერჩევა უნარების შესაბამისად – როდესაც გინდათ გამოხვიდეთ კარგი მოცეკვავე, ეკონომისტი ან ექიმი, კარგად დაფიქრდით იმაზე, რამდენაც გეხერხებათ ცეკვა, მათემატიკა თუ ბიოლოგია/ქიმია. პროფესიის შერჩევის დროს აუცილებლად გაითვალისწინეთ თქვენი უნარები! რამდენად შეგიძლიათ შერჩეულ სფეროს გაართვათ თავი. ამ შემთხვევაში აუცილებელია ერთმანეთისაგან გამიჯნოთ სასურველი და შესაძლებელი. შეიძლება ძალიან გინდოდეთ, მაგრამ უბრალოდ არ შეგეძლოთ. ან მეორე ვარიანტი, თუ ძალიან გინდათ ყველაფერს შეძლებთ, მაშინიმუშავეთ თქვენს თავზე!
  • რა სფეროში ხართ ყველაზე ძლიერი – ადამიანს უდიდეს თავდაჯერებულობასა და ბედნიერებას მატებს, ის როდესაც ის დარწმუნებულია საკუთარ თავში და იცის რომ მას ეს შეუძლია! კარგად დაფიქრდით რა შეგიძლიათ თქვენ? სად ხართ ყველაზე ძლიერი? ჩამოწერეთ ფურცელზე ყველა ის მომენტი, როდესაც თქვენ შეგეძლოთ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება, ყველა ის უნარი, რომელიც გმატებთ თავდაჯერებულობის კოეფიციენტს და ის საქმე რომელიც გეხერხებათ. რენჟირების მეთოდის გამოყენებით, შეგიძლიათ გამოყოთ ყველა ის ძირითადი პუნქტი, რომელიც თქვენს პერსონალიზაციას მოახდენს და გამოკვეთილად დაგანახებთ თქვენს ძირითად უპირატესობას.

დაიმახსოვრეთ! თქვენი სურვილების შესაბამისად შერჩეული პროფესია ბევრად უფრო მეტი სიამოვნების და წარმატების საწინდარია! წარმატებას კი თავისთავად თან სდევს სასურველი შემოსავლის რაოდენობაც. ამიტომ, როდესაც არჩევანს აკეთებთ, გააკეთეთ ის თქვენს უნარებზე, სურვილებზე დაყრდნობით და არა ხელფასის შესაბამისად.