როგორ ჩავდგეთ ფორმაში დღესასწაულების შემდეგ

როგორ ჩავდგეთ ფორმაში დღესასწაულების შემდეგ

720
0
SHARE

დღესასწაული – ეს არის ღირშესანიშნავ მოვლენასთან დაკავშირებული ზეიმი, ერთი დღე ან დღეების გარკვეული რაოდენობა, რომელიც საქართველოში ხშირ შემთხვევაში ერთმანეთს ებმის. გართობა, დასვენება, დროს ტარება, ქეიფი – ეს ყველაფერი კი მისი სინონიმებია, რომლებიც დარწმუნებული ვარ თითოეულ თქვენთაგანში ძალიან დიდ პოზიტივს და მოლოდინებს იწვევს. რა ჯობია გართობას და დასვენებას? – ალბათ დამეთანხმებით რომ არაფერი. აქ იმასაც უნდა გაესვას ხაზი, რომ სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით, ქართველები მართლაც რომ ქეიფის ზედმეტად მაღალი კულტურით გამოვირჩევით, შესაბამისად ჩვენთან დღესასწაულს ყოველთვის მაქსიმალური დატვირთვა აქვს, ქეიფს კი შესაბამისი სამზადისი. ვინაიდან წინ დასვენების დღეებია და მართლმადიდებელი ეკლესი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს, გადავწყვიტე ჩემი სტატიის თემატიკაც მიმეძღვნა სწორედ აღნიშნული საკითხისათვის. როგორ უნდა შევინარჩუნოთ ფორმა დღესასწაულების შემდეგ და ვიყოთ მუდმივად ტონუსში? პირველ რიგში აუცილებელია იმის აღნიშვნა რომ ერთმანეთზე მიბმული დღესასწაულები არამხოლოდ წონის მატებას, არამედ სამუშაო ფორმიდან ამოვარდნასაც გულისხმობს. შესაბამისად სანამ ქალაქგარეთ გადაწყვეტთ წასვლას და ჩაიძირებით დაუვიწყარ არდადეგების პრელუდიაში, გაითვალისწინეთ! სამსახურში დაბრუნებული, ნაკლებად შეძლებთ პირველივე დღესვე გაართვათ თავი თქვენზე დაკისრებულ ყველა პასუხისმგებლობას, შესაბამისად თუ რაიმე სახის აუცილებელი საქმე გაქვთ გასაკეთებელი დღესასწაულების შემდგომ და თქვენ იცით წინასწარ ამის შესახებ, ჯობია ნაწილობრივ მაინც ეცადოთ მის მოგვარებას სანამ წახვალთ, ვინაიდან დღესასწაულებიდან დაბრუნებულს დამიჯერეთ ნაკლები მოტივაცია გექნებათ ამის. ახლა კი უშუალოდ განვიხილოთ ის, თუ როგორ უნდა დაუბრუნდეთ სასურველ ფორმას და იყოთ ტონუსში. დაიმახსოვრეთ! მომატებული კილოგრამების ერთ დღეში დაკლება შაუძლებელია, ამიტომ ნუ გადახვალთ შიმშილზე, ამით თქვენ მხოლოდ დროებით შედეგს მიიღებთ და ჯანმრთელობას გაიუარესებთ. სწრაფად დაკლებული წონა, სწრაფად ბრუნდება.

  • ივარჯიშეთ – ვარჯიში ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზმში მიმდინარე პროცესების დასარეგულირებლად. ის ძალიან კარგი წამალია დღესასწაულების შემდგომ მომატებულ წონასთან და გონებრივ მოდუნებასთან საბრძოლველად. ფიზიკური დატვირთვისას ნივთიერებათა ცვლის ტემპი იზრდება ინტენსიური ვარჯიშიდან 24 საათის შემდეგ. ვარჯიში გამყოფებთ მუდმივ ტონუსში, ხელს შეუწყობს თქვენს ორგანიზმში ნითიერებათა ცვლას, კუნთების სწორ მუშაობას, გონებრივ აქტივაციას და რაც მთავარია მომატებული კილოგრამების სწრაფ კლებას.
  • იკვებეთ დღეში რამდენჯერმე მსუბუქად – თუ დღესასწაულების პერიოდში თქვენ იჯექით სუფრაზე დილიდან საღამომდე და მიირთმევდით ქართულ, გემრიელ სუფრას დიდი მონდომებით და მაქსიმალური რაოდენობით, ეხლა შეეცადეთ იზრუნოთ თქვენს კუჭზე და დაასვენოთ ის. დაუბრუნოთ მისი მუშაობა ჩვეულ რეჟიმს. ამისათვის ყველაზე საუკეთესო გამოსავალი არის დღის განმავლობაში რამდენჯერმე, მსუბუქი საკვების მიღება. დაბალკალორიული და სასარგებლო საკვების, რომელიც იქნება თქვენს ორგანიზმის მოთხოვნილებებთან და დახარჯულ ენერგიასთან სრულიად რელევანტური და მოგგვრით სიმსუბუქის განცდას. დაიმახსოვრეთ! ეცადეთ მიიღოთ დაბალკალორიული საკვები თუ გსურთ წონაში კლება და ამვდროულად არ დაგავიწყდეთ დილით ისაუზმოთ. ბევრს ჰგონია, რომ დილის საუზმე წონაში მატებას იწვევს, პირიქით, დილის საუზმე ყველაზე ნაკლებად აისახება თქვენს წონაზე, სამაგიეროდ გაძლევთ ენერგიას მთელი დღის განმავლობაში!
  • მიიღეთ დიდი რაოდენობით მწვანე ჩაი – კვლევებმა დაადასტურა, რომ თუ დღეში 2-4 ფინჯან მწვანე ჩაის დალევთ, ნივთიერებათა ცვლა 17%-ით უფრო სწრაფად წარიმართება. ეს ხელს შეუწყობს თქვენი ორგანიზმის სტიმულაციას და მუდმივ ტონუსში ყოფნას. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ორგანიზმი დღესასწაულების შემდგომ მოდულებულ რეჟიმშია.
  • ადრე გაიღვიძეთ – ბევრი ძილის და დასვენების შემდეგ ნუ იზარმაცებთ, ადექით დილით ადრე და თქვენს თავს უთხარით რომ დღესასწაულები მორჩა, საქმეს კი არ სძინავს და გელით! რაც უფრო ადრე გაიღვიძებთ და შეუდგებით მუშაობას, მით უფრო პროდუქტიულად იმუშავებთ.
  • გამოიძინეთ – სანამ ადრე გაიღვიძებთ და ახალ დღეს დაიწყებთ დიდი ენთუზიზამით, მანამდე აუცილებელია დაიძნოთ. თუ თქვენ მთელი დღესასწაულების განმავლობაში მთელ ღამეებს ათენებდით ქეიფში და დროს ტარებაში, სრულიად ლოგიკურია, რომ თქვენი ორგანიზმი გადაიღალა ამ შემთხვევაში გართობით და საჭიროებს დასვენებას. სანამ სამუშაოს დაუბრუნდებით, აუცილებლად გამოიძნეთ წინა დღით, სხვაგვარად თქვენ ვერ შეძლებთ იყოთ ფორმაში.
  • აკონტროლეთ დრო – საქმეს არ სძინავს! – როდესაც თქვენ ზეიმობთ, არ დაგავიწყდეთ რომ ეს ხანმოკლეა და პასუხისმგებლობები აუცილებლად მოგიხმობთ. ეცადეთ წინასწარ შეიმუშაოთ ყველაზე აუცილებელი საქმეების განრიგი პრიორიტეტების მიხედვით, რა რის შემდეგ უნდა გააკეთოთ. დროის სწორი მენეჯმენტი უფრო ნათლად დაგანახებთ თქვენზე დაკისრებულ პასუხისმგებლობის მნიშვნელობას და არ მოგცემთ საშუალებას რომ დიდი ხნით მოდუნდეთ.

საქართველოში თითქმის ყველას უყვარს კარგი ქეიფი და დროს ტარება, უმეტეს შემთხვევაში დღესასწაულების შემდგომი პერიოდიც ებმის ხოლმე დალევის და გართობის დღეებს.