როგორ გავანაწილოთ ოჯახის ბიუჯეტი სწორად?

როგორ გავანაწილოთ ოჯახის ბიუჯეტი სწორად?

149
1
SHARE
property family couple planning future baby baby money box calculation calculating machine house-building renewal live man contact facility woman happy house love love pregnancy common look relax sexy ground condo entry eltern fun rejoice ground activity business partner single move home home 2 relax sexy plan money

როგორ ვხარჯოთ ეკონომიურად და გავანაწილოთ ოჯახის ბიუჯეტი სწორად? – ეს ის აქტუალური კითხვაა, რომელიც ალბათ თითოეულ თქვენთაგანს აინტერესებს, თუმცა პასუხი ზედმეტად ფართო და ბუნდოვანია. ზოგადად ადამიანი მთელი თვის განმავლობაში შრომობს, რათა მიიღოს შესაბამისი ანაზღაურება, შემდგომ მას ეძლევა შემდგომი ერთი თვის ვადა, რათა გაანაწილოს აღნიშნული შემოსავალი, ისე, რომ შეძლოს ცხოვრება. რა პრინციპით უნდა მოხდეს შემოსავლის განაწილება? როგორ უნდა დავზოგოთ თანხა? იმისათვის თუ რა უნდა გავითვალისწინოთ შემოსავლის ხარჯვისას, ექპერტები გვთავაზობენ რამდენიმე რჩევას. მაშ ასე, როგორ უნდა ვხარჯოთ თანხა ეკონომიურად?

  • ერთი ჭიქა ყავის ეფექტი – ყოველდღიურად, როდესაც თქვენ მიირთმევთ ერთ ფინჯან ყავას, ეს თქვენთვის ჩვეულებრივი მოვლენაა და მასზე დახარჯული თანხაც ძალიან მინიმალურია. მოდით შეხედეთ ამას მეორე მხრიდან. თუ ამას დავთვლით რამდენიმე წლის შემთხვევაში ერთად, რამდენი იქნება მხოლოდ ერთი ფინჯანი ყავისათვის დახარჯული თანხა? აქ არ იგულისხმება რომ თქვენ უარს ამბობთ ყავის დალევაზე. უბრალოდ, ერთი ჭიქა ყავის ეფექტი გულისხმობს გადახედოთ თქვენს ბიუჯეტს, რომელიც იხარჯება ყოველდღიური წვრილმანების შეძენისას. რამდენად გჭირდებიან ისინი და რამდენად დიდ თანხას ახმართ მათ? როდესაც მეგობრები მიდიან მასაჟზე ან საუნაში, გაქვთ ამის ფინანსები და სიამოვნების გამო მიდიხართ თუ უბრალოდ არ გინდათ უარის თქმა, მიუხედავად იმისა რომ ფინანსური კრიზისი გაქვთ? მეგობრებს მასაჟის გარეთ ვერ ნახავთ? – ამაზე ღირს დაფიქრება.
  • დათვალეთ თქვენი შრომისთვის ჩადებული დროის ღირებულება – დრო ფულია! დათვალეთ გაწეული დროის და შრომის შესაბამისობა. მაგალითად, თქვენ აიღეთ 500 ლარი შესრულებულ სამუშაოში, რამდენი საათი დაახარჯეთ ამ სამუშაოს, რამდენად დიდი ენერგია, შრომა, ნერვები ჩადეთ იმაში, რომ მიგეღწიათ სასურველი შედეგისათვის და მიგეღოთ აღნიშნული თანხა? ეხლა კი ამის ფონზე დაფიქრდით იმაზე, რამდენად გიღირთ აღნიშნული თანხით იყიდოთ რაიმე ძვირადღირებული ნივთი, ან დახარჯოთ ისე, რომ საბოლოო ჯამში არაფერი ფასეული არ დაგრჩეთ და ის ჰაერში გაიფანტოს.
  • დაიმახსოვრეთ! სესხი არ გაგამდიდრებთ – ყოველთვის შეეცადეთ თავი აარიდოთ საბანკო სესხს. ამ შემთხვევაში თქვენ ეკონომიურად კი არა, ორმაგად ხარჯავთ, ვინაიდან ბანკს ცალკე უხდით იმის პროცენტს, რომ გასესხოთ. კრედიტი ნებისმიერი ოჯახის ბიუჯეტზე უარყოფითად აისახება. სანამ აღნიშნული მომსახურებით ისარგებლებთ, კარგად დაფიქრდით გიღირთ კი ზედმეტი თანხების გადახდა? რა გარანტია გაქვთ რომ რამდენიმე თვეში ისევ გექნებათ სამსახური? და თუ მოყევით ეკონომიკურ შემცირებაში აღებულ კრედიტს რითი ფარავთ? კრედიტის აღება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაშია რეკომენდირებული.
  • ეძებეთ შემოსავლის გაზრდის გზები – მუშაობის პერიოდში თქვენ ერთგვარი ხედვა გიყალიბდებათ იმის შესახებ თუ სად იხარჯება თქვენი თანხა, საიდან შემოდის მეტი შემოსავალი და როგორ შეიძლება ამ ტექნიკის უფრო მეტად დახვეწა. მაგალითად, თუ თქვენ გაქვთ წიგნების მაღაზია და ხედავთ, რომ კონკრეტული კლასიკური ლიტერატურა ძალიან დიდი მოწონებით სარგებლობს და მთლიანი მაღაზიის შემოსავლის 70% მოდის მასზე, ხომ არ ჯობია მიუძღვნათ თქვენი მაღაზიის მუშაობა ამ მიმართულებით განვითარებას? სწორი მენეჯმენტი თანხის სწორი განაწილების/შემოსავლის ერთ-ერთი უპირველესი წინაპირობაა.

აღნიშნული რეკომენდაციების ფონზე, თქვენ ერთგვარი წარმოდგენა შეგექმნათ, იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება შემოსავლის ეკონომიურად ხარჯვა. ახლა კი წარმოგიდგენთ ექსპერტების მიერ შემუშავებულ ზოგად გეგმას, იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იყოს განაწილებული მთელი თვის საოჯახო ბიუჯეტო სწორად.

  • 55% – საოპერაციო ხარჯები. ეს მოიცავს ცხოვრების ძირითად ხარჯებს, ისეთებს როგორებიცაა: საკვები, კომუნალური, სატრანსპორტო, ტანსაცმლის ხარჯები და სხვ.
  • 10% – ხელშეუხებელი დანაზოგი, რომელიც დაგეხმაებათ ექსტრემალურ სიტუაციაში რისკ ფაქტორების თავიდან ასაცილებლად
  • 10% – დიდი საოჯახი ხარჯები, ეს მოიცავს თანხებს რაიმე ტექნიკისთვის შეძენისას, ბინისთვის ან უბრალოდ ძვირადღირებული ბეწვის საყიდლად.
  • 10% – ფული ტრენინგებისათვის და განვითარებისათვის საგანმანათლებლო კუთხით. ისეთები, როგორებიცაა განმეორებითი კურსები, სხვადასხვა სახის ლიტერატურის შეძენა და სხვ.
  • 10% – გართობის და დასვენების ღირებულება. აქ შეიძლება გავაერთიანოთ ფილმები, თეატრები, სხვადასხვა სახის ჰობი, სპორტი და სხვ.
  • 5% – საქველმოქმედო ხარჯები, თუ შესაძლებელია.

ძნელია დაზუსტებით იმსჯელო იმაზე, თუ რამდენად სწორია აღნიშნული დანაწილება და რამდენად ეფექტური შედეგების მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს ის.