როგორ გავაოცოთ გოგო ორიგინალური სიურპრიზებით? – რჩევები მამაკაცებს

როგორ გავაოცოთ გოგო ორიგინალური სიურპრიზებით? – რჩევები მამაკაცებს

1185
0
SHARE

სიყვარულის ახსნა – ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ემოციური, საპასუხისმგებლო და ყურადსაღები მომენტია თითოეული ბიჭისათვის ან ასაკიანი მამაკაცისათვის. მნიშვნელობა არ აქვს თქვენს ასაკს – 13 წლის ხართ, 23-ის, თუ 43-ის, მთავარია ის, რომ თქვენ ის გიყვართ და ცდილობათ ამის გამოხატვას. ამის თაობაზე არსებობს ცნობილი გამოთქმაც – “სიყვარული უნდა დაამტკიცო მოქმედებებით და არა სიტყვებით…” სწორედ ამიტომ, ჩემი დღევანდელი სტატიაც, სწორედ ამ თემას მიეძღვნება. “მე შენ მიყვარხარ…” – ეს უკვე სიყვარულის ახსნაა, შეგიძლიათ ეს მას უმეოროთ ყოველდღე, დღეში რამდენჯერმე, დაპატიჟოთ სხვადასხვა ადგილას, გაუკეთოთ პატარა საჩუქრები…თუმცა ამავდროულად ისეც გაითვალისწინოთ, რომ ეს ჩვეული ყოველდღიურობაა და შეყვარებული მამაკაცის სტანდარტული ქცევა. მთავარი კითხვა კი მდგომარეობს იმაში თუ, როგორ უნდა მოიქცეს ბიჭი, რომ იყოს ორიგინალური და გააოცოს მეორე ნახევარი თავისი წარმოუდგენლად ორიგინალური ქცევით? დაიმახსოვრეთ! განსაკუთრებულ ადამიანებს, განსაკუთრებულად ექცევიან, შესაბამისად, თუ თქვენ შეყვარებული ხართ, ლოგიკურად ის ადამიანია თქვენთვის განსაკუთრებული. ნუ აყვებით ყოველდღიური ცხოვრების მონოტონურობას, ეცადეთ გაამრავალფეროვნოთ ის! პირველი და მთავარი, არის ის, რომ არ გამოუტყდეთ სიყვარულში გოგოს, თუ არ ხართ დარწმუნებული მის სიყვარულში. დაიმახსოვრეთ! ეს ყოველთვის იგრძნობა გოგონს ქცევაში! სხვაგვარად შეიძლება ძალიან დიდი იმედგაცრუება მიიღოთ, ამას კი სჯობია წინასწარ გაითვალისწინოთ ყველა შესაძლო საფრთხე და რისკი, შემდეგ კი იმოქმედოთ! საწყის ეტაპზე კი წაიკითხოთ სხვადასხვა რჩევები “როგორ შევაყვაროთ გოგოს თავი!”

მაშ ასე, როგორ უნდა გააოცოთ თქვენი საყვარელი გოგო? ამისათვის არსებობს ძალიან ბევრი შესაძლებლობა, ისევე როგორც ყველაფერში, მთავარია თქვენი მონდომება!

რომანტიკული სიურპრიზები

  • რომანტიკული საღამო ზღვის ნაპირზე – შეარჩიეთ ადგილი, სადაც ზუსტად იცით, რომ იქნებით მხოლოდ თქვენ და ის. მიმოფანტეთ ირგვლივ ვარდის ფურცლები, შეგიძლიათ გამოიყენოთ პატარა სანთლები. წარმოიდგინეთ რა სჯობია ზღვის ნაპირზე ვახშამს, წითელ ღვინოს, ტალღების ხმას, მოწმენდილ კრიალა ცას და თქვენს საყვარელ ადამიანს. მეტი ეფექტისათვის შეგიძლიათ საღამოს გააფორმება ვიოლინოს ან სხვა რაიმე კლასიკური ინსტრუმენტის მუსიკით. დამიჯერეთ ეს მას არასდროს არ დაავიწყდება.
  • მეგობრების მიერ ორიგინალური ფლეშ მობის ან უბრალოდ გულის ფორმის წყობის ორგანიზება – ფლეშ მობი, რომელიც იქნება ორგანიზებული სპეციალურად მისთვის, ისე რომ ბოლოს მოხდება გულის ფორმის დახატვა, დამიჯერეთ, მას არასდროს არ დაავიწყდება.
  • ფანჯრის წინ ცეცხლის დანთება – არ ვიცი ეს დღევანდელ რეალობაში რამდენად აქტუალურია, მე პირადად სულაც არ ვთვლი ამას ორიგინალურ ქცევად, თუმცა ყველა ჩემნაირად არ ფიქრობს, ამიტომ ამას მაინც განვიხილავ. დაუნთეთ მას გულის ფორმის წარწერა – “მე შენ მიყვარხარ!”
  • დაუხატეთ ნახატი მის ფანჯრის წინ უახლოეს კედელზე – წარმოიდგინეთ, ყოველ დილით როდესაც გაიღვიძებს მას დაინახავს, ამ შემთხვევაში წარმოიდგინეთ როგორ გაახარებს მას ეს. ოღონდ ზუსტად გაარკვიეთ შეიძლება თუ არა რამის დახატვა, თბილისის მერიამ პრობლემები რომ არ შეგიქმნათ ამის თაობაზე.

ორიგინალური სიურპრიზები

  • დიდი პლაკატი მისკენ მიმავალ გზაზე – ის მიდის სახლში, მეგობართან, ან უბრალოდ სეირნობს გარეთ და წარმოიდგინეთ ხვდება ორიგინალური სახის წარწერიანი პლაკატი, რომელიც დაწერილია სპეციალურად მისთვის, წარმოგიდგენიათ მისი ემოცია? ვინაიდან ქართველებს ჯერ არ უცდიათ მსგავსი ტიპის ქმედება, წარმოგიდგენთ რუსულ მაგალითს სურათის სახით.
  • ბევრი ბუშტი მის სადარბაზოში – წარმოიდგინეთ, იღვიძებს დილით, აღებს კარებს და გასაბერი გულის ფორმის ბუშტების მთელი წყება ეყრება მის ოთახში. შეგიძლიათ მეგობარი დაიხმაროთ, დაჯდეთ მთელი ღამის განმავლობაში და ბეროთ ბუშტები სპეციალური მოწყობილობით. მსგავსი სახის სიურპრიზი ერთხელ ჩემმა მეგობარმა გაუკეთა თავის შეყვარებულს, დამიჯერეთ ის სულ ამას იხსენებს!
  • ეგზოტიკური სიყვარულის ახსნა – ეს წარმოუდგენელია ვინმეს დაავიწყდეს, იხილეთ თანდართული სურათი და თქვენ თავად დარწმუნდებით ამაში. LOL
  • მოულოდნელი კონცერტი სტადიონზე, უცხო გარემოში ან წვეულებაზე, იმღერეთ მისთვის! – ამ სიურპრიზზე ყოველთვის მახსენდება ფილმი – “ტკბილი ნოემბერი”, იყავით ერთი საღამო მისი მომღერალი, დამერწმუნეთ მას მთელი ცხოვრების განმავლობაში ემახსოვრება ეს! P.S. არ არის აუცილებელი გქონდეთ მომღერლის ვოკალური მონაცემები, ამისათვის შეგიძლიათ მარტივი მუსიკა ან ფონოგრამა გამოიყენოთ.