როგორ გავუფრთხილდეთ მხედველობას კომპიუტერთან მუშაობისას

როგორ გავუფრთხილდეთ მხედველობას კომპიუტერთან მუშაობისას

571
46
წილი

წარმოგიდგენიათ თანამედროვე ადამიანი კომპიუტერის გარეშე? – ალბათ არა. ის არის ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი, სამსახურში, ოფისში, სახლში…ადამიანები კომპიუტერს იყენებენ სხვადასხვა დატვირთვით, ეს იქნება სამსახურეობრივი, საგანმანათლებლო თუ უბრალოდ გასართობი. ყოველივე ეს კი სხვა პრობლემების გამომწვევიც კი შეიძლება აღმოჩნდეს სამომავლოდ. კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობის შედეგად ზიანდება ნერვული სისტემა, ადამიანის მხედველობა და ფსიქიკა.  მოკლედ რომ ვთქვათ ტექნიკური პროგრესი ადამიანის ჯანმრთელობის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად გვევლინება.

კომპიუტერის მომხმარებელთა თითქმის 70% განიცდის ე.წ.  “კომპიუტერული მხედველობის სინდრომს”, რაც გულისხმობს მხედველობის აშკარა დაქვეითებას. ასეთ დროს შეიმჩნევა თვალების დაღლილობა, წვა, სიწითლე. თვალები იღლებიან, ვინაიდან მათზე ხდება ტალღების სახით ეკრანიდან გამოსხივების დიდი რაოდენობით გადაცემა, რის შედეგადაც სისხლის მიმოქცევის ბალანსი ირღვევა, თვალი განიცდის  ერთგვარ ჟანგბადის ნაკლებობას. კომპიუტერთან სისტემატური მუშაობა მოითხოვს მხედველობის კონცენტრაციის მკვეთრ გაძლიერებას, რასაც მოყვება ახლო მანძილზე მხედველობის მექანიზმის ნაწილობრივი გადაწყობა. ისინი ხშირ შემთხვევაში დიდი დატვირთვის შედეგად ცრემლიანდებიან და მხედველობის სხვადასხვა პრობლემებად ყალიბდებიან.

იმისათვის რომ დაიცვათ თქვენი მხედველობა და არ გტკიოდეთ თვალები კომპიუტერული გამოსხივებისაგან, რეკომენდირებულია დაიცვათ შემდეგი წესები:

  • კომპიუტერის მაგიდა მოათავსეთ ოთახში ისე, რომ განათება ურტყავდეს მარცხენა მხრიდან. ყველაზე საუკეთესო განათებას კომპიუტერთან მუშაობისას წარმოადგენს დიფუზიური, არაპირდაპირი განათება, რომელიც არ ბლოკავს ეკრანის განათებას. არ არის რეკომენდირებული მკვეთრი განსხვავება სიკაშკაშის მხრივ, ამისათვის სასურველია ჟალუზების ან ფარდების გამოყენება.
  • განათება უნდა იყოს მთლიან ოთახში, დაუშვებელია მხოლოდ ერთი მაგიდის ნათურების გამოყენება.
  • კომპიუტერის მონიტორი უნდა იყოს ძალიან სუფთა. თუ სათვალეს იყენებთ სათვალეც ამავდროულად ბროლივით გაპრიალებული. კვირაში მინიმუმ ერთხელ მაინც გაწმინდეთ თქვენი კომპიუტერის ეკრანი თხევადი, სპეციალური საწმენდით, რომელიც იზრუნებს მის სისუფთავესა და სიპრიალეზე.
  • ზედა დონის მონიტორი უნდა იყოს ოდნავ ქვემოთ თვალის დონეზე, ხოლო ქვედა ნაწილი მონიტორის დახრილ უმნიშვნელო კუთხეზე. მოკლედ რომ ვთქვათ უნდა დააბალანსოთ თვალისა და ეკრანის დაშორება ერთმანეთს, ისე რომ დაიცვათ თქვენი მხედველობა ზედმეტი გამოსხივებისაგან.
  • რეკომენდირებულია მონიტორისა და თვალის დაშორება 50-60 სანტიმეტრის მანძილზე. თუ ეს ძალიან დიდი მანძილია შეეცადეთ გამოიყენოთ სათვალე. ტექსტის კრეფის დროს, სასურველია თუ იხელმძღვანელებთ მუქი შრიფტით თეთრად განათებულ დოკუმენტებზე, ვინაიდან ეს გააძლიერებს მის აღქმის ხარისხს.
  • ექიმების რეკომენდაციაა, საკვების მიღებისას მიიღოთ ისეთი პროდუქტები, როგორებიცაა თევზი, ღვიძლი, ახალი მწვანილი, ოხრახუში, რძის პროდუქტები, მცენარეული ზეთი. ისინი შეიცავენ ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც ხელს შეუწყობენ თქვენი მხედველობის გაუმჯობესებას, მიაწვდიან მას ვიტამინებს და უწრუნველყოფენ სისხლის მოძრაობის სწორ ცირკულაციას.

1864-7

კომპიუტერთან მუშაობისას, თქვენი თვალების ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და უკეთესი მუშაობისათვის სასურველია, თუ:

  • განტვირთვა/მოდუნება– მომენტალურად დახუჭავთ თვალებს რამდენიმე წამის/წუთის განმავლობაში. ასეთ დროს შეგიძლიათ გაიხსენოთ ბედნიერი მომენტები ცხოვრებაში, ან სახალისო ამბები, ის რაც ბედნიერებას მოგგვრით, ეს დადებითად აისახება არამარტო თვალებზე, არამედ თქვენს განწყობასა და ნერვულ სისტემაზე.
  • სწორი ხაზების ვარჯიში – რამდენიმე წამით ავარჯიშებთ თვალს სწორი ხაზებით მოძრაობაში, ზემოდან ქვემოთ ან პირიქით.
  • წრიული მოძრაობის ვარჯიში – ავარჯიშებთ თვალს ამ შემთხვევაში უკვე წრიულად.
  • თვალების დახამხამება – აკონტროლებთ მისი რაოდენობას.
  • მუქი ფერის მოდუნება – ხელებს იფარებთ თვალებზე და დუნდებით, ცდილობთ განტვირთოთ თვალები არსებული რეალობისაგან.
  • ჭამის აკრძალვა – კომპიუტერთან მუშაობისას მოერიდეთ ჭამას, ის გაიძულებთ უფრო ახლო რაკურსით უყუროთ კომპიუტერის ეკრაბს, გაგიფანტოთ გონება ან უბრალოდ ხელი შეგიშალოთ ყველა იმ რეკომენდაციის დაცვაში რაც ზემოთაა ჩამოთვლილი.
  • მანძილის დაცვა – კომპიუტერსა და თქვენს შორის იცავთ მანძილს, მუშაობისას დგებით რამდენიმე წუთით სუფთა ჰაერს ჩაისუნთქავთ და მერე ისევ აგრძელებთ მუშაობას.

ექიმები ძალიან დიდ რეკომენდაციას უწევენ კისრის მასაჟს, რომელიც ეხმარება სისხლის მიმოქცევის ცირკულაციას და აწვდის თვალებს სასუველი რაოდენობის სისხლს, ახდენს მის ერთგვარ სტიმულაციას.

და ბოლოს, თუ სამსახურეობრივად იყენებთ კომპიუტერს, ეს გასაგებია და მისასალმებელია. მაგრამ სხვა შემთხვევაში არამარტო მხედველობისათვის არამედ ზოგადად, რეალური ცხოვრება ბევრად უფრო ჯანმრთელი და ბედნიერია ვიდრე ვირტუალური სამყაროს მომხიბვლელობა.  ეცადეთ ნაკლები დრო გაატაროთ მასთან.