როგორ გავხადოთ საძინებელი უფრო მეტად სექსუალური

როგორ გავხადოთ საძინებელი უფრო მეტად სექსუალური

325
0
SHARE

ალბათ ყველასათვის მძიმე და დატვირთული სამუშაო გრაფიკის შემგომ, საძინებელი ოთახი ერთ-ერთი ყველაზე პირველი სარელაქსაციო საშუალებაა. ექსპერტების მოსაზრებით, ძალიან დიდი დატვირთვა ენიჭება იმას, თუ რამდენად კომფორტულადაა მოწყობილი. ქვემოთ წარმოგიდგენთ იმ ძირითად საშუალებებს, რითიც შეგვიძლია ჩვენს საძინებელს უფრო მეტი მიმზიდველობა და სექუალურობა შევმატოთ. 1. იზრუნეთ ოთახის საერთო ტემპერატურაზე სექსის თერაპევრის, Aline Zoldbrod-ის მოსაზრებით, ძალიან ხშირად წყვილებს იზიდავთ სპონტანური სექსი. შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია ოთახის ტემპერატურა, ის ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებელია სექსუალური ცხოვრების პერიოდში, შესაბამისად თუ გსურთ თქვენს ოთახს უფრო მეტი მიმზიდველობა შემატოთ, როგორც ის ამბობს “Choose a temperature that won’t make you think, ‘oh my toes are so cold…’” 2. სუფთა და სურველოვანი თეთრეული თითოეული ჩვენთაგანი ძალიან დიდ მნიშვნელობას და დატვირთვას ანიჭებს თავად საწოლს და ძვირადღირებული საწოლის კონსტრუქციას, თუმცა აქ იმას უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება როგორი რბილი და სურნელოვანი ზეწარია მასზე და არა იმას, თუ რამდენია მასში გადახდილი. ქორწინებისა და ოჯახის თერაპევტის, Gracie Landes მოსაზრებით სუფთა და სურნელოვანი თეთრეული უფრო მეტი სიმშვიდის, სექუალურობის და დასვენების სტიმულს აძლევს ადამიანს. 3. ტელევიზია საძინებელში ძალიან ბევრის მოსაზრებით საძინებელი ოთახი მხოლოდ ძილის და სექსის დატვირთვის მატარებელია და მეტი სიმშვიდისათვის უკეთესი იქნება თუ ტელევიზორი საერთო არ გექნებათ. თუმცა არის ოპონენტების მოსაზრებებიც ამასთან დაკავშირებით, მძიმე სამუშაო დღის შემდგომ კომფორტულად მოკალათება საწოლზე, სასურველი ტელეგადაცემის ან თუნდაც რომანტიკული ან ეროტიკული ჟანრის ფილმის ყურება, რომელიც უფრო მეტ ფანტაზიის და რელაქსაციის წყაროდ იქცევა. რა ჯობია ამას?! 4. ტელეფონების აკრძალვა იმისათვის რომ ბოლომდე დატკბეთ საღამოთი და თქვენს პარტნიორთან ერთად გატარებული დროით, ალბათ დამეთანხმებით რომ სატელეფონო ზარები შემაწუხებელიც კია. სამუშაო დღე დამთავრდა, თქვენ ხართ სახლში და ცდილობთ დაისვენოთ, განიტვირთოთ და მაქსიმალური რელაქსაცია მიიღოთ, ამიტომ გაქვთ ორი ვარიანტი, თუ ძალიან სასწრაფო ზარს არ ელოდებით, მაშინ ტელეფონი ოთახის მიღმა დატოვოთ, ან უბრალოდ უხმო რეჟიმზე გადაიყვანოთ, რათა არ გაგეფანტოთ გონება. 5. რომანტიკული მუსიკა “Music and sex both tap into a very primitive part of your brain, and that’s why the two go so well together”- Zoldbrod. წინასწარ შეგიძლიათ შეადგინოთ რომანტიკული მელოდიების ფლეი ლისტი. სასიამოვნო და რომანტიკული საღამოსათვის მას კიდევ ცალკე დატვირთვა ენიჭება. ეცადეთ მიიღოთ სიამოვნების მაქსიმუმი, ამაში სწორად შერჩეული მელოდიის ჰანგები, ცოტა ღვინო და სასურველი პარტნიორი ძალიან დაგეხმარებათ. 6. მსუბუქი განათება საძინებელ ოთახში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება განათებას. სიმშვიდისა და რომანტიკისათვის უკეთესი იქნება თუ მკრთალ განათებას გააკეთებთ. ძალიან ლამაზია რომანტიკული საღამოსთვის სანთლის შუქის და სურნელოვანი დანამატების დატვირთვაც. 7. წარმოიდგინეთ, რომ ხართ სასტუმროში ალბათ ყველას შეგიმჩნევიათ, როდესაც ისვენებთ და ხართ სასტუმროში გარემო რომელიც შექმნილია ირგვლივ კიდევ უფრო მეტ სიმშვიდეს, რელაქსაციას და რომანტიკულ ატმოსფეროს გიქმნით. ამიტომ ეცადეთ ინტერიერი მოაწყოთ ისე, რომ თავი სასტუმროს პენტ ჰაუზში გეგონოთ, სადაც ირგვლივ ძალიან დიდი კომფორტი, სასმელი და მაღალი ჭიქები, სუფთა და კომფორტული აბაზანა იქნება და სადაც შეგეძლებათ ბოლომდე დატკბეთ არსებული რეალობით.