როგორ მოვემზადოთ გამოცდებისათვის

როგორ მოვემზადოთ გამოცდებისათვის

323
0
SHARE

როგორ მოვემზადოთ გამოცდებისათვის? – ეს ალბათ ის კითხვაა, რომელიც ძალიან ბევრ მოსწავლეს, აბიტურიენტს თუ სტუდენტს აწუხებს და მის წარმოდგენა თითქმის არავის არ უნდა, ან მარტივად რომ ვთქვათ ეზარება. ყველაფერი კი ძალიან ადვილია, მთავარია დროის სწორი მენეჯმენტი და მინიმუმ სულ ცოტა მონდომება. გარეთ გაზაფხულია, ძალიან ბევრი აბიტურიენტი ემზადება ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტები კი შუალედური და საბოლოო გამოცდებისათვის, შესაბამისად ვფიქრობ აღნიშნული თემა ძალიან აქტუალურია. წარმოგიდგენთ რამდენიმე გზას იმისას, თუ როგორ შეიძლება გახადოთ საგამოცდო პერიოდი ძალიან მარტივი და მიიღოთ მაქსიმალურად მაღალი შეფასება. 1. პირველი და მთავარი – გააცნობიერეთ საიდან იწყებთ. ძალიან ბევრი ადამიანი გამოცდისთვის მზადებას იწყებს წინა ღამით – ღამის თენების ხარჯზე, ეს არასწორია! აუცილებელია გამოცდამდე კარგად გამოძინებული და დასვენებული ტვინი, რომელიც პროდუქტიულად იმუშავებს და ექნება უნარი გამოცდის მიმდინარეობისას იაზროვნოს! შესაბამისად, ნუ დაელოდებით უკანასკნელ საათებს, ჯობია თავდაპირველადვე გააცნობიეროთ რომ გამოცდას თქვენ მაინც ვერ აცდებით, შესაბამისად რაც მალე ისწავლით, მით უფრო მეტი დრო გექნებათ დაისვენოთ. წინასწარ გააცნობიერეთ რა მოცულობის თემა გაქვთ სამეცადინო და რამდენი დრო გაქვთ ამისთვის. 2. გადახედეთ საგამოცდო საკითხებს, პუნქტებს, ძირითად დებულებებს, რომელიც სავარაუდოდ იქნება გამოცდაზე. თითოეული სტუდენტი გამოცდის წინ ინიშნავს იმ ძირითად პუნქტებს, რაც მოსალოდნელია იყოს გამოცდის პერიოდში. შესაბამისად ეცადეთ გააკეთოთ მათი მოკლე კოსპექტი, ან რამდენიმე წინადადებაში ჩამოწეროთ თითოეული მათგანი. ეს დაგეხმარებათ უფრო დეტალურად დაიმახსოვროთ ყველა საჭირო ინფორმაცია, ამავდროულად კი, საჭიროების შემთხვევაში გაგიმარტივებთ მოძებნას. დაიმახსოვრეთ, ეს მაინც თქვენი სასწავლია და ვერ ასცდებით, ამიტომ მიუდექით მარტივად! 3. როდესაც ჩამოწერთ მოკლე დებულებებს, მოახდინეთ მისი სისტემატიზაცია. როდესაც მუშაობთ საგამოცდო საკითხებზე და ინიშნავთ ყველა იმ დებულებებს რაც გჭირდებათ, უფრო მარტივად აღქმისათვის მოახდინეთ მათი გაერთიანება სინქრონიზებულად, ჯგუფებად, მსგავსების შესაბამისად და ა.შ. ეს ორმაგად დაგეხმარებათ მათ დამახსოვრებაში. 4. როდესაც თქვენ უკვე გაქვთ გარკვეული ინფორმაცია კონკრეტული თემის ირგვლივ, შეავსეთ ხარვეზები ონლაინ წყაროს ან უბრალოდ Wikipedia-ს დახმარებით. თქვენ სრულ ცოდნას ვერ ფლობთ და გჭირდებათ დამატებითი წყარო, ასეთ სიტუაციაში ყველაზე კარგია მათი შევსება ონლაინ სისტემის მეშვეობით. აქ ყველაფერი ფართოდაა წარმოდგენილი! 5. თქვენ უკვე გაქვთ ინფორმაცია – შეგიძლიათ სცადოთ მისი დამახსოვრება სხვადასხვა ცხრილების და დიაგრამების მეშვეობით. თვალისათვის ცხრილები და დიაგრამები ძალიან მარტივად აღქმადია და ის ეხმარება გონებას ინფორმაციის ადვილად გადამუშავებაში, შესაბამისად თუ ძალიან ბევრი მონაცემი გაქვთ ერთად, რომელსაც ვერ უყრით თავს, შეეცადეთ დააჯგუფოთ ისინი.   6. აღნიშნულმა მეთოდმა, შეიძლაბა მიგიყვანოთ მთლიანი თემატიკის ე.წ. “ხის” შექმნამდე. როდესაც ახდენთ საკითხების სისტემატიზაციას კონკრეტულ ჯგუფებად გრაფების მიხედვით, ისრები მიგითითებენ იმაზე, თუ ერთიდან რომელი მეორე გამომდინარეობს ან ამ მეორედან რამდენი ქვე ჯგუფი შეიძლება იყოს. ეს კიდევ უფრო გიადვილებთ საკითხის მიმართ დამოკიდებულებას და მისი აღქმის ხარისხს, რაც საბოლოოდ ისეთ დეტალებს გამახსოვრებინებთ, რაშიც უმაღლეს შეფასებას თუ არა მინიმუმ გამოცდას მაინც ჩააბარებთ. 7. ისწავლეთ თითოეული თემა დაკვირვებით. როდესაც მოცემული გაქვთ უამრავი საკითხი და მის ირგვლივ ძალიან ბევრი ინფორმაცია, ძალიან ძნელია კონკრეტულად ერთი თემის ირგვლივ კონცენტრაცია. სანამ ერთს არ ისწავლით კარგად, ნუ გადახვალთ შემდეგზე, სხვაგვარად თქვენ მხოლოდ ზერელე წარმოდგენა გექნებათ თითოეულ თემაზე და ვერ შეძლებთ ამომწურავად კარგად გამოცდის ჩაბარებას. ისევე როგორც დრო, დაყავოთ თემებიც სწორი მენეჯმენტის პრინციპით. 8. ისწავლეთ ჯერ პირველი მთავარი, შემდეგ მიყოლებით. თუ გაითვალისწინეთ ჩემს მიერ წარმოდგენილი მეექვსე პუნქტი და უკვე გაქვთ თქვენი საგამოცდო ხე, იქ აუცილებლად შეამჩნევთ რომელია საფუძველი და რომლიდან გამომდინარეობს ყველა დანარჩენი თანმიმდევრობით, საფეხურეობრივად. შესაბამისად დაიწყეთ ყველაზე მთარავით, ის ყველაზე ამომწურავ ინფორმაციას მოგაწვდით და ამით დაზოგავთ დროსაც და ენერგიასაც. რომელიმე ტოტოთ ვერ შეძლებთ მთლიანი ხის სიღრმის ამოცნობას, ამიტომ ჯობია საძირკველიდან მიყვეთ და გახვიდეთ ბოლომდე. ეს ბევრად უფრო დაგეხმარებათ. 9. დატვირთული მეცადინეობის შემდეგ დაისვენეთ. როდესაც წაიკითხავთ, და უკვე გრძნობთ რომ დაიღალეთ, აცადეთ ტვინს დაისვენოს. მას სჭირდება დრო, რომ მიღებული ცოდნა შეძლებისდაგვარად გადაამუშაოს. ალბათ ძალიან ბევრ თქვენთაგანს ჰქონია შემთხვევა, როდესაც წინა დღით ყველაფერი უსწავლია, თუმცა გამოცდაზე მისულს აღმუჩენია, რომ არაფერი ახსოვს. ეს უბრალოდ ტვინის მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე ხდება. მას სჭირდება დრო თავისი რესურსების რეალიზებისათვის, ამიტომ ძალიან კარგი იქნება თუ გაითვალისწინებთ ჩემს მიერ ჩემოთავაზებულ პირველ პუნქტს და მეცადინეობას დაიწყებთ ცოტა ადრე, ამით საშუალებას მისცემთ თქვენს გონებას ბევრად უფრო კარგად იმუშაოს. 10. დააყენეთ მაღვიძარა გამოცდამდე მინიმუმ 2 საათით ადრე. გაიღვიძეთ ადრე, ეს საშუალებას მისცემს თქვენს გონებას დილიდანვე იყოს ტონუსში, დრო ჰქონდეს გააცნობიეროს რომ დღეს გამოცდის დღეა და ასევე მოგცემთ დამატებით დროს, რაიმე საკითხის გაუგებრობის შემთხვევაში დაფიქრდეთ და ხელახლა გადაიკითხოთ. გადასამეორებლად ძალიან გამოსადეგია სწორედ ის მოკლედ ჩამოწერილი თემის საკვანძო საკითხები, რომელიც მეხუთე პუნქტშია მოცემული.