როგორ შევარჩიოთ ეფექტური დიეტა?

როგორ შევარჩიოთ ეფექტური დიეტა?

126
0
წილი

ყველა ჩვენთაგანი ვალდებულია იზრუნოს წონის კორექციაზე და იყოს თავბრუდამხვევად ლამაზი. თითოეული შემთხვევა კი ინდივიდუალური და განსხვავებულია. ნაწილს თვითონ აღნაგობა უწყობს ხელს და ჭამის მიუხედავად არ იმატებს წონაში, ზოგი ცოტას ჭამს და სანამ დიეტის საჭიროებამდე მივა საზღვრავს მოსალოდნელ რისკებს, ნაწილი ვარჯიშობს და ამით ცდილობს მიღებული კალორიების დახარჯვას, თუმცა უმეტეს შემთხვევაში დიეტა არ კარგავს თავის პოპულარობას.

dieta-13-dias

ძალიან დიდი დისკუსია მიმდინარეობს იმის თაობაზე, თუ როგორი დიეტა უნდა დაიცვას ადამიანმა იმისათვის რომ დაიკლოს წონაში და ამით საფრთხე არ მიაყენოს მის ჯანმრთელობას.  ყველა თანხმდება იმას, რომ აუცილებელია ადამიანი დღეში 3-4-ჯერ იკვებოს, მცირე ულუფებით, თუმცა მიიღოს საკვები, რათა ჰქონდეს იმ ნივთიერებების და მინერალების კონკრეტული მარაგი, რომელიც ორგანიზმს ესაჭიროება.   ყოველდღიურად ბევრი ახალი და ერთმანეთისაგან განსხვავებული დიეტები იბეჭდება მედიასა და სოციალურ სივრცეშიც. რამდენად ეფექტურია ისინი, ამას ალბათ მხოლოდ ისინი გაგვიზიარებენ, ვინც პრაქტიკაში სცადა.

images

როდესაც სარკეში ვიყურებით და ვხვდებით რომ სასწრაფოდ გვესაჭიროება წონის კორექცია, ჩვენ ვდგენით რამდენიმე ალტერნატიული ვარიანტის წინაშე:

  • მივმართოთ დიეტოლოგს – ამ სტატიაზე მუშაობისას ვეცადე შემომეთავაზებინა თქვენთვის რამდენიმე ეფექტური დიეტა, თუმცა შემდეგ დავფიქრდი და მივხვდი რომ მე არ ვარ ამის სპეციალისტი, შესაბამისად სანამ გადაწყვეტთ კონკრეტული დიეტის დაცვას, გირჩევთ კონსულტაციისთვის მიმართოთ დიეტოლოგს.  ის გამოიკვლევს თქვენს ჯანმრთელობას, ნივთიერებათა ცვლას, რა აქვს და რა აკლია თქვენს ორგანიზმს, მხოლოდ ამის შემდეგ შეგეძლებათ უკვე თქვენზე მორგებული ეფექტური დიეტის დაცვა, რომლის მთავარი გარანტია არის ის, რომ შეინარჩუნებთ ჯანმრთელობას. ზოგადად დიეტოლოგის მიერ აპრობირებული  დიეტები  ნაკლები რისკის შეიცველია.
  • შემოთავაზებული დიეტებიდან ამოირჩიოთ ერთი კონკრეტული და სცადოთ უკვე  პრაქტიკაში – როგორც უკვე აღვნიშნე, ყოველდღიურად უამრავი დიეტაა შემოთავაზებული სხვადასხვა მედია საშუალებებისა თუ სოციალური გვერდების მიერ.  თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ თოთოეულ მათთაგანს და იმის შესაბამისად გადაწყვიტოთ ღირს თუ არა დაიცვათ ის. თუმცა აქ უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე მთავარი წესი: 1. თქვენ არ იცით როგორია თქვენს ორგანიზმში ნივთიერებათა ბალანსი, შესაბამისად დიეტები, რომლებიც მოგიწოდებენ შიმშილისკენ, ან ნივთიერებების/მინერალების მაქსიმალურად შემცირებისაკენ, ეფექტურია დროებით, როდესაც მას შეწყვეტთ ძალიან დიდი ალბათობაა იმის, რომ სწრაფად დაკარგულ წონას ჩვეულებრივი ჭამის რეჟიმში დაბრუნებისას ისევ უკან დაიბრუნებთ და ამასთანავე თქვენს ჯანმრთელობასა და ნივთიერებათა ცვლას გაიუარესებთ. 2. დიეტა სწორი კვების რეჟიმია და არა შიმშილი! 3. დიეტის არჩევისას შეეცადეთ აირჩიოთ უფრო ხანგრძლივი და ეფექტური მათთაგანი, რომელიც უფრო მეტი ჯანმრთელობისა და წონის შენარჩუნების გარანტიებს გაძლევთ, ვიდრე დიეტა რომელიც ერთ კვირაში 7 კილოს გაკლებინებთ.
  • თქვენ თვითონ შექმნათ თქვენი დიეტა  – თქვენზე უკეთ არავინ იცის თქვენი კვების რაციონი. შესაბამისად შეგიძლიათ უბრალოდ ეტაპობრივად შეამციროთ საკვების რაოდენობა პროდუქტების მიხედვით. შეზღუდოთ ცომეულის, ტკბილეულის, ცხიმების შემცველი პროდუქტების რაოდენობა.  ეცადოთ დაიცვათ სწორი კვების რეჟიმი, არ მიიღოთ საკვები საღამოს, ისაუზმოთ/ისადილოთ/ივახშმოთ მსუბუქად და ჭამოთ ყველაფერი, უბრალოდ დაბალანსებულად. სწორი კვება ყველაზე ეფექტური დიეტაა!
  • ფიზიკური აქტივობა – თუ გრძნობთ რომ საჭიროა თქვენი წონის კორექცია, დაიწყეთ ვარჯიში, დაიმახსოვრეთ! ეს ყველა დიეტაზე უკეთესია! სხეულის ფორმას ინარჩუნებთ ფიზიკური აქტოვობით, რომელიც არ ზღუდავს თქვენი კვების რაციონს და ხელს უწყობს თქვენი ჯანმრთელობის მაქსიმალურ შენარჩუნებას.

დაიმახსოვრეთ! სწორი კვების რეჟიმი ყველაზე ეფექტური დიეტაა!

Dieta-buena