როგორ შევისწავლოთ ინგლისური ენა მაქსიმალურად მოკლე დროში

როგორ შევისწავლოთ ინგლისური ენა მაქსიმალურად მოკლე დროში

877
0
SHARE

როგორ შევისწავლოთ ინგლისური ენა მაქსიმალურად მოკლე დროში? ეს კითხვა ალბათ ძალიან ბევრ თქვენთაგანს აწუხებს. 21-ე საუკუნეში, აღნიშნულმა ენამ ძალიან დიდი დატვირთვა შეიძინა, არამარტო საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში. ეს არის საერთაშორისო ენა, რისი გამოყენებაც თქვენ ყველგან შეგიძლიათ. გსურთ დასაქმდეთ მეტნაკლებად სერიოზულ სამსახურში? – მაშინ მოგიწევთ ისწავლოთ, ამის ცოდნის აუცილებლობა ისეთივეა როგორც ქართული ენის, ამას ყველგან ითხოვენ! პირველ რიგში, აუცილებელია გააცნობიეროთ თუ რისთვის სწავლობთ. თუ თქვენ გინდათ ისწავლოთ ის უბრალოდ იმისათვის, რომ იცოდეთ და მეტი არაფერი, დამიჯერეთ არაფერი გამოგივათ! აუცილებლად დაგჭრდებათ რეალური მიზეზი, იმისა თუ რატომ გინდათ დაუთმოთ თქვენთვის ძვირფასი დრო, აღნიშნული ენის შესწავლას, თან მაქსიმალურად სწრაფად. თუ თქვენ ეს რეალური მოტივი არ გაგაჩნიათ, იქნებ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე მაინც დაისახოთ მიზნად:

  • მოგზაურობა და ტურისტული დათვალიერება – ინგლისური ენა საერთაშორისო ენაა, შესაბამისად სადაც არ უნდა წახვიდეთ ის თქვენ ყველგან დაგჭირდებათ კომუნიკაციის დასამყარებლად და მინიმუმიმ იმ ინფორმაციის მისაღებად მაინც, თუ სად იმყოფებით, რომ უცხო ქვეყანაში არ მოხდეს თქვენი დაკარგვა. დაიმახსოვრეთ! ქართული ძალიან ცოტამ, მხოლოდ ქართველებმა თუ ვიცით, ინგლისური კი თითქმის ყველამ!
  • საზღვარგარეთის უნივერსიტეტში სწავლა – როდესაც თქვენ გეცოდინებათ ინგლისური ენა, ეს კიდევ ახალ შესაძლებლობებს მოგცემთ გაიღრმავოთ ცოდნა და წახვიდეთ საზღვარგარეთ განათლების მისაღებად. ეს მომავალში თქვენი წარმატების საწინდარია!
  • მეგობრობა, სიყვარული, უცხოელთან ოჯახის შექმნა – ინგლისური ენის ცოდნა გაძლევთ კიდევ უფრო ფართო არეალს გაზარდოთ თქვენი სამეგობრო წრე, გყავდეთ ბევრი უცხოელი მეგობარი, რა იცით? იქნებ უცხოელზე თხოვდებით ან ქორწინდებით? – კარგად დაფიქრდით.
  • სამსახური საქართველოში – ალბათ შეამჩნიეთ, თითქმის ყველა დაწესებულება ითხოვს ინგლისური ენის ცოდნას. თუ გსურთ რამეს მიაღწიოთ ჩვენს ქვეყანაში, დამიჯერეთ! ჯობია ამ წამიდანვე გადაშალოთ ანბანი და დაიწყოთ ინგლისურის ენის კითხვა.
  • სამსახური საზღვარგარეთ – შეიძლება საქართველოში მუშაობთ ისეთ კომპანიაში, სადაც სულაც არ მოუთხოვიათ ადრე ინგლისური ენის შესწავლა თქვენთვის, ეხლა კი უფროსობა გეუბნებათ, რომ რამდენიმე თვიანი მივლინებით უნდათ გაგიშვან, რათქმაუნდა ბევრად უფრო მაღალი ანაზღაურებით, ამ დროს კი ფიქრობთ, როგორ უთხრათ რომ ინგლისური არ იცით?! სანამ აღნიშნული ფაქტის წინაშე დადგებით, ჯობია თავიდანვე იზრუნოთ ამაზე.
  • სამსახური საერთაშორისო ორგანიზაციაში – ეს წინა ორ პუნქტს აერთიანებს.

თუ თქვენ უკვე გააცნობიერეთ იმის მნიშვნელობა, რომ აუცილებელია ინგლისური ენის შესწავლა, ჩათვალეთ რომ ნახევარი საქმე უკვე გააკეთეთ. დაიმახსოვრეთ, პირველ რიგში მთავარია მოტივაცია და შემართება! ეხლა კი უფრო დავკონკრეტდეთ. საქართველოში ძალიან ბევრი პროგრამაა, რომელიც გარწმუნებთ იმაში, რომ ერთ თვეში ენას შეისწავლით, ეს აბსურდია! შეუძლებელია ერთ თვეში თქვენ სრულყოფილად შეისწავლოთ ინგლისური ენა, პროგრამა მხოლოდ დამხმარე ელემენტია და არა თქვენი გონება. ის გეხმარებათ აღიქვათ, დაიმახსოვროთ, მაგრამ ერთ თვეში ის ვერ გაიძულებთ ილაპარაკოთ. ეს უფრო კარგი მარკეტინგული გათვლაა, პროგრამის ავტორების მხრიდან ვიდრე რეალური შედეგი. სანამ უშალოდ სწავლას დაიწყებთ, გაარკვიეთ როგორია თქვენი საბაზისო ცოდნა, ინგლისურად რომ ვთქვათ, თქვენი level. თუ არ ხართ დარწმუნებული არაფერში, ანბანით დაიწყეთ. შევეცდები რამდენიმე პუნქტის სახით შემოგთავაზოთ საფეხურეობრივად, რა შეგიძლიათ გააკეთოთ ესეთ დროს.

  • ანბანი – თუ თქვენ ეხლა იწყებთ ინგლისურის შესწავლას, აუცილებელია ანბანი, მის გარეშე თქვენ ვერ შეძლებთ გადახვიდეთ შემდეგ ეტაპზე.
  • სიტყვათა ლექსიკონი – გააკეთეთ პატარა ლექსიკონი, რომელსაც სულ თან ატარებთ. თავდაპირველად ამოიწერეთ მოკლე სიტყვები, ეტაპობრივად გაზარდეთ მათი მოცულობაც. სასურველია ეს ლექსიკონი გქონდეთ მუდამ ჩანთაში. მაგალითად, თქვენ დილით მიდიხართ სამსახურში და მგზავრობთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, გაქვთ უბრალოდ არაფრის კეთების ნახევარი ან ერთი საათი. ამოიღეთ ლექსიკონი და გადაიმეორეთ სიტყვები, ეს დაგეხმარებათ მათ უკეთესად დამახსოვრებაში, თან მოიგებთ დროს!
  • გამოწერეთ სიტყვები – როდესაც სწავლობთ რაღაცა ახალ სიტყვას და გადაგაქვთ ის თქვენს პირად ლექსიკონში, გამოწერეთ ის რამდენიმე ხაზზე. პირველი, ის დაგეხმარებათ მის უფრო კარგ დამახსოვრებასა და აღქმაში და მეორე, დაიმახსოვრებთ იმას თუ როგორ იწერება. ინგლისურში ხომ ყველაფერი ისე არ იწერება როგორც იკითხება და გვესმის.
  • ინგლისურენოვანი ვიდეოები და მულტფილმები/ფილმები – ყოველდღე ცოტა დრო დაუთმეთ ინგლისურენოვანი ჩანაწერების ყურება/მოსმენას. საწყის ეტაპზე ძალიან კარგია მულტფილმები. რატომ? ის ძალიან გასაგებადაა გახმოვანებული და გათვლილია ბავშვებზე, მათზე, რომლებიც ცდილობენ ისწავლონ ენა და ალაპარაკდნენ (აქ რათქმაუნდა იგულისხმება ინგლისურენოვანი ბავშვები), ხოდა თქვენც ჩათვალეთ რომ პატარა ხართ და მათთან ერთად სწავლობთ. ფილმებს რაც შეეხება, თუ აქამდე უყურებდით ქართულად ან სხვა ენაზე გახმოვანებულ ფილმებს, ეცადეთ ჩაანაცვლოთ ის ინგლისურენოვანით, ან საწყის ეტაპზე, ინგლისურენოვანი ტიტრებით გაფორმებული ფილმებით მაინც.
  • ონლაინ საიტები და ტესტები – ინტერნეტ სივრცე ონლაინ საიტების ძალიან ფართო არჩევანს გთავაზობთ. დარეგისტრირდით რამდენიმე მათგანზე და აკეთეთ დავალებები, რომელსაც ისინი გთავაზობენ – ყოველდღე უფრო გართულებულს. ამით იხალისებთ და თან ისწავლით ინგლისურს.