როგორ გავაუმჯობესოთ ურთიერთობა ხელმძღვანელთან

როგორ გავაუმჯობესოთ ურთიერთობა ხელმძღვანელთან

268
0
SHARE

თანამშრომელთა მუშაობის ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი – ეს არის კარგი ურთიერთობა უშუალოდ მის ხელმძღვანელთან. ყველაზე წარმატებულად მუშაობს გუნდი, რომელიც ერთი მთლიანია, ისინი მეგობრული გარემოს შექმნით ინარჩუნებენ სიმშვიდეს, უზიარებენ ერთმანეთს მოსაზრებებს და ქმნიან ერთ დიდ სამუშაო იდილიას. ამ შემთხვევაში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება უფროსისა და ხელქვეითების დამოკიდებულებას. იმას, თუ როგორი სამუშაო გარემოა შექმნილი, რა მოთხოვნები აქვს უფროსს, აძლევს თუ არა ის ხელქვეითს იმის სურვილს და მოტივაციას რომ უფრო ნაყოფიერად შეასრულოს მასზე დაკისრებული ყველა მოვალეობა. რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის რომ მოვიპოვოთ ხელმძღვანელის კეთილი ნება და გავაუმჯობესოთ მასთან ურთიერთობა, რომელიც შემდგომ მომავალში კიდევ უფრო კარგი სამუშაო გარემოს და თუნდაც დამეგობრების წინაპირობაც კი შეიძლება აღმოჩნდეს? – ამისათვის ექსპერტები გვთავაზობენ რამდენიმე სახის რჩევას.

  • პირველი და მთავარი, გაიგეთ კონკრეტულად რა სურს თქვენს უფროსს თქვენგან – ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ხელმძღვანელსა და სხვა თანამშრომლებს შორის ურთიერთობა მეტ ნაკლებად შეიცვალა. დამსაქმებელი აცნობიერებს, რომ მან უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა შეინარჩუნოსთავისი კომპანია, ამისათვის კი აუცილებელია თქვენი იქ ყოფნა და ნაყოფიერი მუშაობა. ისევე როგორც თქვენ გჭირდებათ სამსახური, არანაკლებ სჭირდებით თქვენ მას – შეიძლება უფრო მეტადაც.გარდა ამისა, ოფისში გარემო მუდმივად იცვლება, არიან სხვადასხვა თაობის მუშები, რომლებთანაც გამოიყენება სრულიად განსხვავებული სტილის მუშაობა. აუცილებელია განსაზღვროთ ის თუ რა მოლოდინები აქვს ხელმძღვანელს თქვენთან მიმართებაში, ამის შემდეგ კი ეცადოთ ყველა ამ მოლოდინის გამართლებას და დაკმაყოფილებას.
  • ეს სრულიად ნორმალურია, თუ თქვენს ხელმძღვანელს ჰყავს თავისი ფავორიტი, გინდათ იქცეთ ერთ-ერთ მათგანად? – შეიმუშავეთ საკუთარი სტრატეგია – თუ ხედავთ იმას, რომ თქვენს სამსახურში სხვა უფრო მეტი პრივილეგიით სარგებლობს ხელმძღვანელის თვალში ვიდრე თქვენ, აუცილებელია რაღაცა სტრატეგიის შემუშავება. დაანახეთ თქვენი თავი თქვენს უფროსს სხვაგვარად. რათქმაუნდა უკეთესობისგენ, თუნცა ძალიან ნუ გადააჭარბებთ. უბრალოდ მოინდომეთ, იყოთ საუკეთესო, შეჯიბრი და საუკეთესოდ ყოფნის სურვილი პროგრესის და განვითარების ერთ-ერთი ძირითადი წინაპირობაა.
  • თუ ამჩნევთ, რომ თქვენი უფროსი ხელს უშლის თქვენს განვითარებას, უბრალოდ დაემშვიდობეთ! – თუ გრძნობთ, რომ ბევრად მეტი შეგიძლიათ, უბრალოდ არ გეძლევათ ამის რეალიზების საშუალება, იმიტომ რომ რაღაცა პერიოდის განმავლობაში იზღუდებით ხელმძღვანელობის მხრიდან, კარგად დაფიქრდით რამდენად გიღირთ აღნიშნული სამუშაოს შესრულება და იმავე კომპანიაში მოღვაწეობის გაგრძელება. თუ გიღირთ, მაშინ დაანახეთ რომ თქვენ ბევრად უფრო მეტი შეგიძიათ. იქნებ გიმართლებთ – ცდა ბედის მონახევრეა.
  • ახალ სამსახურს ეძებთ? – აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება იმას, თუ ვისთან იწყებთ მუშაობას – მთელი სამუშაო პერიოდის განმავლობაში ხელმძღვანელი ძალიან დიდ როლს ასრულებს. შესაბამისად, თუ თქვენ ახალი სამსახურის ძიებაში ხართ, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება იმას, თუ ვინ უნდა იყოს თქვენი უფროსი, სხვაგვარად, შეიძლება სამუშაო პროცესი ერთგვარ კოშმარადაც კი გექცეთ, ან პირიქით მომავალი დამეგობრებისა და დაწინაურების საწინდარიც კი შეიძლება აღმოჩდნეს.
  • მოეკიდეთ საქმეს სრული პასუხისმგებლობით – ამას ყველა უფროსი დაგიფასებთ! დაანახეთ რამდენად გაუმართლა იმით, რომ მასთან მუშაობთ, რამდენი ახალი ინოვაციის შეთავაზება შეგიძიათ მისი კომპანიისათვის და რამდენად მნიშვნელოვანი ხართ იმ საქმისათვის რასაც ის ემსახურება. ყოველთვის იყავით თავდაჯერებული და აგრძნობინეთ მას ყველაზე მთავარი – მას უფრო სჭირდება თქვენს მიერ შესრულებული სამუშაო, ვიდრე თქვენ მასთან მუშაობა. ვინაიდან თქვენ საუკეთესო ხართ და თუ ის არ დააფასებს ამას, სხვა უამრავი ორგანიზაცია და დაწესებულება სწორედ მის შეცდომას ელოდება, რომ წაგიყვანონ მათთან.