როგორ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ნებისყოფა?

როგორ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ნებისყოფა?

414
4
წილი

როგორ გამოვიმუშაოთ მტკიცე ნებისყოფა? – ეს ალბათ ის შეკითხვაა, რომელიც ძალიან ბევრ თქვენთაგანს აწუხებს, ვინაიდან აღნიშნული თვისება გვეხმარება ვიყოთ უფრო მეტად პროდუქტიულები ნებისმიერ საკითხში, ეს იქნება სამსახური, პირადი ცხოვრება თუ უბრალოდ დიეტის დაცვა.

რატომ არის ის ასეთი მნიშვნელოვანი? ნებისყოფა – ეს არის ადამიანის შესაძლებლობა წინააღმდეგობა გაუწიოს საკუთარ სურვილებსა და ინსტიქტებს,  დროის კონკრეტულ მონაკვეთში. მას  აქვს დროებითი ხასიათი და მოითხოვს ემოციური ძალისხმევის დიდ დანახარჯს. რაც მეტად არის განვითარებული ნებისყოფა, მით უფრო დიდხანს შეუძლია გაუძლოს ძლიერ სურვილებს და უარყოს ისინი.

26_rogor-gavxadot-sakutari-tavi-disciplinirebuli

არსებობს მოსაზრებაც იმის შესახებ, რომ ზოგი ადამიანი იბადება ძლიერი ნებისყოფით, ზოგი კი დაბადებიდანვე სუსტია და არ შეუძლია იყოს ძლიერი. ამ შემთხვევაში ნებისყოფა გენეტიკური თვისება უფროა ვიდრე ცხოვრებისეული. თუმცა აუცილებლად გასათვალისწინებელია ისიც, რომ,  ის, ვინც არღვევს წესებს, რომელიც თავადვე დაუწესა საკუთარ თავს, თვითკრიტიკულად განსაჯის საკუთარ ნებისყოფას და უწოდებს მას სუსტს. მაგრამ ამ შემთხვაში სწორედ მას შეუძლია გააკეთოს არჩევანი, როგორც ჩათვლის საჭიროდ – ან თავისი გადაწყვეტილების სასარგებლოდ, ან მომენტალური/დროებითი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

და თუ ძლიერი ნებისყოფა არ არის გენეტიკურად თანდაყოლილი უნარი და ამის გამომუშავება ჩვენ თავად შეგვიძლია, რა უნდა გავაკეთოთ ამისათვის?

10upr_sily_voly_01

  • გაუკეთეთ ფორმულირება თქვენი ცხოვრების მთავარ მიზეზს, რომლის გამოც თქვენ არ გყოფნით ნებისყოფა და მონდომებ –  ისწავლეთ სირთულეებთან ბრძოლა  და  ეცადეთ განივითაროთ საბრძოლო ხასიათი. ყველა ძლიერ მიზანს ერთგვარი დაბრკოლება ახლავს, აუცილებელია წინასწარ ამ დაბრკოლებების გაანალიზება. ნებისმიერ შემთხვევაში დარწმუნებული იყავით, რომ სასურველი თვისებების გამომუშავებას ყოველთვის შეძლებთ, თუ ამას გულწრფელად და მთელი ძალისხმებით მოინდომებთ.
  • იყავით საკუთარ თავში თავდაჯერებული და ძლიერი, თქვენ ყველაფერი შეგიძიათ! – შეწყვიტეთ უმეოროთ საკუთარ თავს, რომ ხართ სუსტი, ამით თქვენ ძალიან ამძიმებთ ვითარებად. შეიმუშავეთ ეტაპებად დაყოფილი გეგმა, რომელიც დაგეხმარებათ გახდეთ უფრო მეტად პრაქტიკული და თავდაჯერებული.
  • შექმენით მოტივაციის სისტემა – იმისათვის რომ გახდეთ თავდაჯერებული, გამოიმუშაოთ ნებისყოფა და იყოთ ძალიან ძლიერი, აუცილებელია გქონდეთ ამის მოტივაცია, თუ რატომ გსურთ აღნიშნული მიზნის მიღწევა, რას მიიღებთ ყველაფერ ამისაგან. ძალიან მარტივი მაგალითისათვის, გსურთ დიეტის დაცვა, ძალიან გინდათ დაიკლოთ წონაში, თუმცა არ გყოფნით ნებისყოფა, წარმოიდგინეთ, რამდენიმე მძიმე დღის შემდეგ თქვენი წონა და სხეულის ის ფორმები, რაც გსურდათ, ეს არ არის მოტივაცია? – მკაფიოდ წარმოიდგინეთ, როგორ შეიცვლება თქვენი ცხოვრება, როცა დამოუკიდებლად შეძლებთ მის მართვას. აღნიშნეთ შედეგები, რომელთა მიმართულებითაც ისწრაფვით და გინდათ.
  • მოიფიქრეთ წახალისების სისტემა –  მოიფიქრეთ ისეთი რამ, რითიც  დააჯილდოვებთ საკუთარ თავს ყოველი ახალი ვალდებულების აღებისას, თითოეული გამარჯვების აღსანიშნავად. ეს მიზნები ხომ თქვენია, თქვენ ხართ დაინტერესებულნი მათ რეალიზებაში, სწორედ ამიტომ იყავით აქტიურები, დრო არ გელოდებათ!
  • ჩაიწერეთ დღის განრიგი, განსაკუთრებით იმ საქმეების სია, რომელიც ძალიან გეზარებათ – გაწერილი დღის განრიგი კიდევ ერთხელ შეგახსენებთ იმას, რომ ვალდებულნი ხართ შეასრულოთ თითოეული დაკისრებული მოვალეობა. გამუდმებით მუშაობა კიდევ უფრო მეტად გამოგიმუშავებთ ნებისყოფის უნარს. დაიმახსოვრეთ! სიზარმაცით არაფერი გამოგივათ.
  • არ დაარღვიოთ არსებული გრაფიკი და იყავით პუნქტუალურები –  თავდაპირველად სირთულეები შეიძლება  გადაულახავადაც კი მოგეჩვენოთ, მაგრამ ეცადეთ აკონტროლოთ და არ დაუჯეროთ ამ შეგრძნებას, ის  მალე გაივლის, მთავარია თქვენი ძალისხმევა და მოტივაცია.

და ყველაზე მთავარი, იყავით აქტიურები, დაიმახსოვრეთ, დროს არ სძინავს!

vospitat-silu-voli-2