როგორ ვებრძოლოთ მოწყენილობას?

როგორ ვებრძოლოთ მოწყენილობას?

134
0
SHARE

ერთ დღეს გაიღვიძეთ და მიხვდით რომ ყველაფრისაგან დაიღალეთ? მოგბეზრდათ სამსახური, ამავდროულად სახლშიც ქაოსია და ზოგადად დაიღალეთ ერთფეროვანი რუტინისაგან? ირგვლივ სრული მოწყენილობაა და არ იცით ამას როგორ გაუმკლავდეთ, ზიხართ სახლში/სამსახურში და ფიქრობთ რომ ცხოვრება ერთი დიდი ერთფეროვანი და მოსაწყენი სპექტაკლია? არის კი ამ პრობლემის გადაწყვეტის საშუალება? პასუხი ცალსახაა – რათქმაუნდა. სანამ დეპრესია შეგიპყრობთ და ცუდ განწყობაზე დადგებით, დაფიქრდით იმაზე, თქვენი ცხოვრების 15-25%-ს ატარებთ მოწყენილობაში. რამდენი წელი ცოცხლობს საშუალოდ ადამიანი? გიღირთ კი იყოთ მოწყენილი? სანამ დაიწყებთ პრობლემის გადაჭრას, დაფიქრდით იმაზე, თუ რა შეიძლება იყოს ამ მოწყენილობის გამომწვევი მიზეზი?

  • საკუთარი თავის ძებაში დაიკარგეთ – ხშირად გიპყრობთ კითხვა, რატომ უმართლებთ სხვებს და თქვენ არა? რატომაა ის წარმატებული, როცა თქვენ მასზე მეტს აკეთებდით ამისათვის, თუმცა არ გამოგივიდათ? ყველაფრის გამოსავალი არსებობს ცხოვრებაში. დაიმახსოვრეთ! თქვენ ბევრი რამ იცით, თუმცა არ იცით მთავარი, თუ თქვენ არ მოგწონთ თქვენი ცხოვრება, როგორ შეცვალოთ ის უკეთესობისაკენ!
  • წარსულში დაიკარგეთ – თქვენ ფიქრობთ, რომ ყველაფერი საუკეთესო წარსულში დატოვეთ და ისეთი ბედნიერი ვეღარ იქნებით, როგორც იყავით აქამდე? ეს ყველაფერი ილუზიაა. სანამ დეპრესიაში ჩავარდებით, დაიმახსოვრეთ! შემდეგი დღე უფრო მზიანი და ნათელია ვიდრე წინა, იმიტომ რომ ის სიცოცხლითაა სავსე, წარსული კი წარსულია, რომელიც უბრალოდ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მასში დაგროვილი გამოცდილებით მარტივად, მომავალი შევიქმნათ ბედნიერი.
  • წარმატების ლაბირინთში დაიკარგეთ – თქვენ ძალიან წარმატებული ხართ, ყველაფერი გაქვთ, რაც კი შეიძლება ადამიანს ჰქონდეს ცხოვრებაში. ყველა შურის თვალით გიყურებთ, თქვენ კი ხედავთ ამას და ფიქრობთ, რომ რაღაც სხვა გინდათ? წარმატებისკენ სწრაფვა ყველა ადამიანს აქვს და უნდა ჰქონდეს, თუმცა დაიმახსოვრეთ! მარტო შემოსავალი არ არის პირადი ბედნიერება, ეცადეთ გაუზუაროთ ეს წარმატება ირგვლივ გარშემომყოფებს.
  • ყველაფერი ერთად გინდათ და არ გამოდის – არსებობს ესეთი გამოთქმა – “ვინც ითმენს, ის იგებს…” ადამიანს ახასიათებს სულსწრაფობა და ყველაფრის ერთიანად მიღების სურვილი. თუმცა, ყველაფერი ერთად შეუძლებელია. თუ თქვენ დეპრესია გიპყრობთ იმიტომ, რომ არ ხართ დღეს რომელიმე სამინისტროს მინისტრი და თქვენ ეს ძალიან გინდოდათ, ნელ-ნელა ამის მიღწევაც შესაძლებელია. თუმცა ამისათვის დიდი გზებია გასავლელი, ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად. ლანგარზე მორთმეულს არავინ მოგცემთ, მიზნის მიღწევას კი დრო სჭირდება ყოველთვის.
  • არ იცით რა გინდათ სინამდვილეში – ყოველდღიური ცხოვრების განმავლობაში თქვენ აკეთებთ ყველაფერს რასაც მოითხოვენ თქვენგან, რაც გევალებათ რომ გააკეთოთ, თუმცა ნაკლებად ფიქრობთ იმაზე რა უნდათ სხვებს და თქვენ თავად რა გსურთ? ისწავლეთ ერთმანეთისაგან “მინდას” და “უნდას” განსხვავება. ერთხელ ცხოვრობთ და იცხოვრეთ პირადი ბედნიერებისათვის.