როგორ ვებრძოლოთ ალკოჰოლიზმს?

როგორ ვებრძოლოთ ალკოჰოლიზმს?

374
0
SHARE

ალკოჰოლიზმი, ეს არის ნებისმიერ მდგომარეობა, რომელშიც ადამიანი ხანგრძლივი მოხმარების შედეგად ვარდება, განურჩევლად ნეგატიური სოციალური შედეგებისა და ჯანმრთელობის პრობლემებისა. უფრო კონკრეტულად კი ალკოჰოლიზმი არის სპირტიანი სასმელებისადმი ავადმყოფური დამოკიებულება/ლტოლვა, რის გამოც ის ნარკომანიის ჯგუფში განიხილება. მისი ფათოდ გავრცელების გამო იგი არა მარტო სამედიცინო, არამედ მწვავე სოციალურ პრობლემედაც იქცა. “ალკოჰოლიზმი” მოძველებული ტერმინია და უფრო ზუსტად ადამიანის ყოფით მდგომარეობას ასახავს. საქართველოში დალევის ტრადიცია უძველესი დროიდან იკიდებს ფეხს, თუმცა დალევის კულტურა არ ნიშნავს ალკოჰოლიზმის დაავადებას. ძალიან საინტერესოა რამდენი ადამიანი განიცდის სასმელზე დამოკიდებულებას, სწორედ იმ დაავადებას, რასაც განვიხილავთ ჩვენ. დღევანდელი ჩემი თემაც სწორედ ამ საკითხს შეეხება, წარმოგიდგენთ იმ ძირითად ხუთ რჩევას მათთვის, ვინც თვლის, რომ ძალიან დამოკიდებულნი გახდნენ სასმელზე და აუცილებელია კონკრეტული ზომების გატარება.

  1. პირველი და მთავარი – აუცილებელია გონებრივი მზადყოფნა. ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ადამიანის დამოკიდებულებას კონკრეტული საკითხის მიმართ. ტვინის უჯრედები გადასცემენ სიგნალებს ადამიანის ორგანიზმის თითიეულ ნაწილს, აყალიბებენ ხედვას და ქმნიან იმ რეალობას რომლის დაჯერებაც სურთ მათ – მათი წარმოდგენით. ეს არის მეცნიერულად დამტკიცებული, რომ შენს თავს როგორც შთააგონებ, შემდგომ იწყებ ამის დაჯერებას. კონკრეტულ შემთხვევაში კი მოახდინეთ მობილიზება იმისა, რომ თქვენ აღარ სვავთ, აღარ გიზიდავთ სასმელი და გსურთ თავი დაანებოთ მას, იცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით. თქვენს თავს რაც უფრო ხშირად უმეორებთ ამას, მით უფრო მზად იქნებით ამისათვის.
  2. მიიღეთ ძალიან დიდი რაოდენობის სითხე და იძინეთ ბევრი -თქვენი ორგანიზმისათვის აუცილებელია დღეში მინიმუმ 3 ლიტრი წყლის, ხილის წვენის, სხვა ჟანსაღი პროდუქციის მიღება, რათა მოხდეს თქვენი ორგანიზმის გაწმენდა მავნე ნივთიერებებისაგან და ტოქსინებისაგან. თუ თავს გრძნობთ სუსტად აუცილებელია გეძინოთ ხანგრძლივი დროით. ძილი საუკეთესო წამალია!
  3. რეკომენდირებულია თავი შეიკაოთ იმ ადამიანების ნახვისაგან, ვისთან ერთადაც ხშირად სვავთ. თქვენ გადაწყვიტეთ თავი დაანებოთ დალევის ამ მავნე ჩვევას, თქვენი მეგობრები კი სულაც არ დგანან ამ აზრზე და პირიქით, ცდილობენ შეგაცვლევინონ მიღებული გადაწყვეტილება. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია დროებით მოსწყდეთ მათ. მე არ გიბიძგებთ დაკარგოთ სამეგობრო, უბრალოდ დროებით ეცადეთ შეზღუდოთ მათთან კონტაქტი, ეს აუცილებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის. ორგანიზმის ტოქსინებისაგან გაწმენდასთან ერთად, ძალიან კარგი იქნება პაციენტის სისხლის გაწმენდაც (პლაზმური გაცვლა, ჰემოსორბცია, ინფუზიური თერაპია) ამისათვის მას შეუძლია მიმართოს სპეციალისტს, რომელიც აუცილებლად დაეხმარება.
  4. თუ პაციენტი არაკონტროლირებად მდგომარეობაშია. თუ მას აღენიშნება კრუნჩხვები, არაორდინალური ქცევა, ვერ აკონტროლებს თავს…ასეთ დროს აუცილებელია უკვე სამედიცინო ჩარევა და მისი ტოქსიკოლოგიურ განყოფილებაში ამ ფსიქიატრიულში გადაყვანა. ალკოჰოლიზმთან ბრძოლის პირველი რამდენიმე დღეა პრობლემური, მერე ყველაფერი უკვე კონტროლს ექვემდებარება, მთავარია სურვილი და პაციენტის მონდომება!
  5. ძალის აღდგენაში პაციენტს დაეხმარება სპეციალურად შედგენილი ჯანსაღი კვების რაციონი. აქ განიხილება ისეთი კვების პროდუქტები, როგორებიცაა წვნიანები – ქათმის ბულიონი, ჩაშუშული სუპი, ძროხის ბულიონი და სხვ.

იცხოვრეთ ჯანსაღი ცხოვრებით! თუ თქვენ სვავთ იმიტომ, რომ გაქვთ პრობლემები, დაიმახსოვრეთ! სასმელი ამას ვერ მოგიგვარებთ.