სიზარმაცესთან ბრძოლის 10 მარტივი გზა

სიზარმაცესთან ბრძოლის 10 მარტივი გზა

202
0
SHARE

ჩვენ ყველანი ზარმაცები ვართ! არ აქვს მნიშვნელობა რა დოზით, ეს თვისება თითოეულ ადამიანშია ჩადებული, რომელიც ყოველდღიურად ძალიან აქტუალურია. უფრო კონკრეტულად კი ყველა ინდივიდი ცდილობს რაც შეიძლება მარტივად მოაგვაროს ყველაფერი, აირიდოს თავიდან ყველა საქმე და მეტი დრო დაუთმოს რელაქსაციას. როგორ შეიძლება ამ “სენთან” მეტნაკლებად გამკლავება? შევეცდები თანმიმდევრულად წარმოგიდგინოთ ამ საკითხის მოგვარების ყველა შესაძლო ალტერნატივა.

  1. დილის ვარჯიში და შხაპი – ადამიანები, რომლებიც დილაობით ვარჯიშობენ, მეტად მოტივირებულნი არიან შეასრულონ მათზე დაკისრებული პასუხისმგებლობა უფრო ეფექტურად და პროდუქტიულად. დილის შხაპი იწვევს ადამიანის გამოფხიზლებას/გაღვიძებას, ახალი ენერგიის და სტიმულის გადაცემას. თუ დილას იწყებთ შემართებული ენერგიით, დამიჯერეთ უფრო ნაკლებად მოგწყინდებათ. კარგი სტარტი, ყოველთვის აქტიური და პროდუქტიული დღის წინაპირობაა.
  2. ერთფეროვანი სამუშაო გარემო – თუ თვლით რომ თქვენი სამუშაო მოსაწყენია და ცდილობთ რაც შეიძლება გადადოთ მისი შესრულება, ჯამში დროს კარგავთ და საბოლოოდ არაფერი არ კეთდება. ასეთ შემთხვევაში უკეთესია შეისვენოთ მომენტალურად 5-10 წუთის განმავლობაში და ისევ ხელახლა ახალი ძალებით შეუდგეთ მუშაობას. დაიმახსოვრეთ! თქვენს გასაკეთებელს მაინც არავინ გააკეთებს, ამიტომ რაც მალე მორჩებით საქმეს, მით უფრო მეტი დრო დაგრჩებათ ინებივროთ გემრიელად.
  3. 15 წუთიანი შესვენება – მუშაობისას მომენტალურად ეცადეთ შეისვენოთ. არ დაუთმოთ დრო სულ სკამზე ჯდომას, ჯობია ადგეთ, ჰაერი ჩაისუნთქოთ, გაიარ-გამოიაროთ და შემდეგ ისევ გააგრძელოთ მუშაობა. ჯდომისას უფრო მეტად მოშვებული ხართ და გიპყრობთ დასვენების და ძილის სურვილი, ხოლო თუ შესვენებებს გამოიყენებთ, შესაძლებლობა გექნებათ დაიმუხტოთ ახალი ენერგიით.
  4. თუ თქვენ არ მოგწონთ თქვენი სასახური, მოძებნეთ ახალი, უფრო სასურველი ვარიანტი – თუ თქვენ მოსაწყენად თვლით თქვენზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას და არანაირი მოტივაცია არ გაგაჩნიათ იმუშაოთ იმ სისტემაში სადაც ხართ, მაშინ უკეთესი იქნება თუ გადახედავთ ახალ სამუშაო ადგილებს თქვენი სურვილების შესაბამისად. დაიმახსოვრეთ! როცა რაღაცის კეთება მოგწონთ და გინდათ, ის არასდროს არ დაგეზარებათ!
  5. სწორი დროის მენეჯმენტი/მართვა – აკონტროლეთ დრო თქვენი სურვილების, პასუხისმგებლობის, მოთხოვნილებების და პირველ რიგში სიტუაციის შესაბამისად. გახსოვდეთ თქვენი გასაკეთებელი საქმე თქვენია და თუ ამას გადადებთ ხვალ/სამომავლოდ, იმ დღესაც შეეცდებით რომ გადადოთ კიდევ ხვალ და ეს გაგრძელდება ესე სულ. ეს მაინც თქვენ უნდა გააკეთოთ!
  6. ეცადეთ ცოტა ხანი გაეთიშოთ სამყაროს და დაისვენოთ – მთელი დღის სამუშაო და დაძაბული განრიგი, სტრესი და დაღლილობა კიდევ უფრო ღლის თქვენს ორგანიზმს. უბიძგებს მას სიზარმაცის, მოშვების და ძილისაკენ. უბრალოდ წამოწექით დივანზე და არ იფიქროთ არაფერზე, მიეცით თქვენს ორგანიზმს დასვენების საშუალება ცოტა ხნის განმავლობაში. დამიჯერეთ, ამის შემდგომ რამდენიმე წუთში მუშაობას ძალიან აქტიურად დაიწყებთ!
  7. ძალიან დიდი საქმე უნდა გააკეთოთ? – დაყავით ის ნაწილებად – როდესაც გაშინებთ თქვენზე დაკისრებული პასუხისმგებლობა, როდესაც თვლით რომ ეს იმაზე დიდი და წარმოუდგენელია ვიდრე თქვენ გეგონათ, ამის საფუძველზე კი ცდილობთ რაც შეიძლება გადადოთ მისი შესრულება. ასეთ სიტუაციაში საუკეთესო გამოსავალია პრობლემის ნაწილებად დაყოფა და მათი ასეთი ფორმით მოგვარება. დამერწმუნეთ, ეს ძალიან აგიმაღლებთ საქმის კეთების მოტივაციას და მოგანიჭებთ უფრო დიდ სიამოვნებას.
  8. წაახალისეთ თქვენი თავი მიღწეული წარმატების შესაბამისად – რაღაცა გქონდათ მიზნად დასახული და ყველაფერი წარმატებით დაგვირგვინდა? – მიეცით მოტივაცია თქვენს თავს და შთააგონეთ, რომ მომავალში უფრო დიდ წარმატებას იზეიმებთ. გაიკეთეთ წამახალისებელი საჩუქრები, თქვენ ხომ ყველაზე უკეთ იცით რა გსურთ და რა გიხარიათ.
  9. გადაყარეთ ნაგავი თქვენი ცხოვრებიდან – ამას პირდაპირი მნიშვნელობით ნუ გაიგებთ. ეს გულისხმობს იმას, რომ უარი უნდა თქვათ იმაზე, რაც განიჭებთ არასრულყოფილების და არასრულფასოვნების განცდას, რაც გაკარგვინებთ ძალიან ბევრ დროს, ნაცვლად იმისა რომ შეგიძლიათ ეს დრო ბევრად უფრო პროდუქტიულად გაატაროთ.