როგორ ვებრძოლოთ წარუმატებლობას?

როგორ ვებრძოლოთ წარუმატებლობას?

273
0
SHARE
Illustration depicting a green roadsign with a success concept. Blue sky background.

ძალიან ბევრი ადამიანისათვის სიტყვა წარუმატებლობა ასოცირდება სისუსტესთან, დემოტივაციასთან, დეპრესიასთან, უხასიათობასა და სტრესთან. ამავდროულად, თოთოეული პიროვნებისათვის, ერთხელ განცდილი წარუმატებლობაც კი შეიძლება აღმოჩნდეს ხანგრძლივი დეპრესიისა და ცხოვრების ფორმირების გადამწყვეტი ფაქტორი. ბევრ შემთხვევაში წარუმატებლობა იწვევს ცხოვრების ცვლილებას და მისი მიდგომის სრულიად განსხვავებულ სახეობებს, სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით. რა უნდა გავაკეთოთ ასეთ დროს? როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც ჩვენი მოქმედება წარუმატებელია და მარცხით სრულდება? პირველ რიგში აუცილებელია გახსოვდეთ! ყოველი აღმართის ბოლოს დაღმართია და პირიქით, ყოველ წვიმას აუცილებლად მოჰყვება მზიანი დილა, ისევე როგორც ყოველ ზამთარს გაზაფხული… უნდა გახსოვდეთ რომ წარუმატებლობა აუცილებლად შეიცვლება წარმატებად, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება თუ თქვენ საკუთარ თავში იპოვით ძალას და მოინდომებთ შეცვალოთ არსებული რეალობა. ამ დროს უნდა გვახსოვდეთ, რომ ცხოვრებაში არაფერი არ არის შეუძლებელი და თუ ვინმემ ეს გააკეთა, მაშინ მისი გაკეთება თქვენც სრულიად თავისუფლად შეგიძლიათ. ყველაფერი კი არის იმაზე დამოკიდებული თუ რამდენად ძლიერი ხართ! გახსოვდეთ! ყოველ წამს, როდესაც გგონიათ რომ ყველაფერი დასრულდა, აუცილებლად მოჰყვება შემდეგი წამი, როდესაც ყველაფრის შეცვლა შეგიძლიათ! წარუმატებლობა სხვა არაფერია თუ არა გამოცდილების და ცოდნის მიღების საშუალება. მუდამ წარმატებული ვერავინ ვერ იქნება, უფრო მეტიც, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ცხოვრების მანძილზე წარუმატებლობა არ განუცდია. მაგრამ ასეთ სიტუაციაში ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ ძლიერი ადამიანისთვის წარუმატებლობა არის დამატებითი სტიმული იმისათვის რომ მიაღწიოს უფრო მეტს, ხოლო სუსტისთვის – მხოლოდ და მხოლოდ წუწუნისა და უკმაყოფილების გამოთქმის მიზეზი. რა უნდა გააკეთოთ იმისათვის რომ წარუმატებლობა მალე წარმატებამ ჩაანაცვლოს?

  • პირველი და მთავარი არის ის, რომ უთხრათ თქვენს თავს – მე აუცილებლად უნდა ვიყო წარმატებული! აუცილებელია მოახდინოთ ფსიქოლოგიური ზეგავლენა საკუთარ თავზე, დააჯეროთ ის ამ გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობაში, რათა შეძლოთ უფრო უკეთესად წარმართოთ არსებული რეალობა.
  • იფიქრეთ პოზიტიურად – ეცადეთ ყველა პრობლემაში დაინახოთ დადებითი მხარე. მაგალითად, თუ ჭიქა ნახევრად სავსეა, დააფასოთ ის, რომ ის ნახევრად სავსეა, როცა შეიძლებოდა სულ ცარიელი ყოფილიყო. (არავითარ შემთხვევაში არ დაიწყოთ იმის ხაზგასმა, რომ ის ნახევრად ცარიელია, როცა შეიძლებოდა სრულიად სავსე ყოფილიყო) შეხედეთ ყველაფერს უფრო მეტი პოზიტივით, მოუმზადეთ ნიადაგი თქვენს სამომავლო წარმატებას.
  • შეადგინეთ წარმატების გეგმა – რა გჭირდებათ წარმატების მისაღწევად? – აუცილებელია ჩამოწეროთ ყველა ის საჭირო ფაქტორი რაც იწვევს თქვენს წარმატებას. შესაბამისად ეცადეთ მოახდინოთ ერთგვარი წარმატების ფორმულირება. შემდგომ კი დაიწყოთ ყველა პუნქტის ზედმიწევნით განხორციელება.
  • კარგი დროის მენეჯმენტის აუცილებლობა – გეგმა გაწერილია, აუცილებელია ამ გეგმის შესასრულებლად დროის სწორი გადანაწილება. დაიმახსოვრეთ დრო ფულია! თქვენ ძალიან ბევრი რამ უნდა მოასწროთ, ამისათვის კი ძალიან ბევრი მუშაობა დაგჭირდებათ, თქვენ ხომ მალე ძალიან წარმატებული იქნებით, ამიტომ დასვენებისათვის დრო მერეც გეყოფათ – ჯერ საქმე!
  • გააანალიზეთ მიღებული გამოცდილება – ცხოვრება გასწავლით, როდესაც უშვებთ შეცდომებს, ეს იმიტომ ხდება, რომ ამის ნიადაგზე შეძლოთ სხვა სიტუაციაში ანალოგიური შეცდომისაგან თავის არიდება.