როგორი მანქანა შეეფერება ქალს?

როგორი მანქანა შეეფერება ქალს?

314
0
SHARE

როგორი მანქანა შევარჩიოთ ქალისათვის? ეს ის კითხვაა, რომელიც ალბათ ძალიან ბევრ თქვნთაგანს აწუხებს, განსაკუთრებით მათ, ვინც სულ ეხლახანს აიღო მართვის მოწმობა და სურს საკუთარი ძალები უკვე საკუთარ ავტომობილზე მოსინჯოს, ან მათ, ვისაც უნდათ გაანებოვრონ თავიანთი მეორე ნახევრები და ცდილობენ მანქანის სწორი დიზაინის შერჩევას, რომ სიურპრიზს ორმაგი დატვირთვა მიანიჭონ. ძალიან ბევრმა მედია საშუალებამ და სოციალურმა ქსელმა, მიმართეს ერთგვარ გამოკითხვის მეთოდს, თუ რა სურთ ქალებს როცა საქმე ავტომობილებს შეეხებათ?! – ისევე როგორც ქალი, პასუხებიც ძალიან მრავალფეროვანი და სხვადასხვაგვაროვანი აღმოჩნდა. მანქანის არჩევისას თავდაპირველად გაითვალისწინეთ, ის თუ რამდენი ხანია რაც გაქვთ/აქვს მართვის მოწმობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, დამწყებია თუ უკვე გამოცდილი მძღოლი? რამდენად ხელმისაწვდომია შერჩეული მოდელი თქვენს შემოსავალთან, ძალიან ძვირი ხომ არ ღირს? ამის შემდეგ კი ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ავტომობილი რომელსაც ირჩევთ უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

  • იყოს ადვილად მართვადი;
  • ეკონომიური;
  • უსაფრთხო;
  • ტექნიკურად გამართული;
  • ჰქონდეს კარგი მანევრირების უნარი;

თუ დამწყები მძღოლი ხართ/არის ის, ვისაც ჩუქნით, ერთგვარი რჩევის სახით გაითვალისწინეთ, რომ გამოცდილების ნაკლებობის გამო ძალიან დიდია მანქანის დაზიანების ალბათობაც, შესაბამისად ეცადეთ პირველ ეტაპზე ისეთი მანქანის მოდელის შერჩევას, რომელზეც გული ძალიან არ დაგწყდებათ. თუ უკვე გამოცდილი ხართ ამას რა ჯობია! საშუალოდ სასურველი მანქანის მოდელი, რომელიც გოგონებისთვისაა მიზანშეწონილი 7 000-დან 15 000 დოლარამდე მერყეობს, ეს რათქმაუნდა იმ შემთხვევაში, თუ თქვენ 100 000-იანის ან ფერარის ამბიცია არ გაგაჩნიათ. ძალიან ლამაზი და სასურველი მოდელის შერჩევა ამაზე ბევრად იაფადაც შეგიძლიათ, მთავარია ის თუ რამდენი გაქვთ საფულეში და რამდენი გემეტებათ.

ქალისათვის ყველაზე შესაფერისი ავტომობილები, ბიუჯეტის პარამეტრების გათვალისწინები:

  1. Citroen C1 – პირველ რიგში ფრანგული სტილი, დახვეწილობა, ელეგანტურობა, მეორეს მხრივ კი მართვის სიმარტივე, მანევრირების უნარი და ტქენიკური გამართულობა. ეს ის მახასიათებლებია, რომლის გამოც აღნიშნული ავტომობილი ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს სუსტი სქესის წარმომადგენლებში და გამოკითხვის შედეგად ერთ-ერთი მოწინავე პოზიციაზე იმყოფება.
  2. თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა სახის ბიუჯეტის მანქანა შეესაბამება ქალს, შეუძლებელია არ აღვნიშნოთ დახვეწილი Kia Rio, რომელიც გთავაზობთ ქალის ყველა საჭიროების ნაზავს. პირველ რიგში, მას აქვს ნათელი და მხიარული დიზაინი, მეორეს მხრივ კი კარგი და გამართული ტექნიკური მახასიათებლები, ამასთანავე ის არის ძალიან ეკონომიური. გარდა ამისა, Kia Rio არის საკმაოდ სტაბილური, აქვს მორჩილი მართვის პარამეტრები, რომლებიც განსაკუთრებულ მიმზიდველობას მატებენ მას.
  3. Kia Picanto – ეს მანქანა არის ძალიან ლამაზი და ეკონომიური. მაგრამ ყველაზე მთავარი არის ის, რომ Kia Picanto ხასიათდება უსაფრთხოებისა და ხელმისაწვდომობის ძალიან მაღალი პარამეტრებით. მისი დიზაინი იმდენად ლამაზია, რომ შეუძლებელია კითხვაზე პასუხის გაცემა – რომელი უხდება ქალი ავტომობილს თუ პირიქით?!
  4. ქალებს ძალიან იზიდავთ Hyundai Getz-ის მოდელიც. ეს არის ძალიან კომფორტული, ეკონომიური და მოქნილი. Hyundai გამოიყურება საკმაოდ ქალურად, მიმზიდველად და ელეგანტურად. 2011 წლიდან გარკვეული პერიოდის განმავლობაში Hyundai Getz-მა შეწყვიტა წარმოება, თუმცა მისი ყიდვა ხელზე დღეს სრულიად შესაძლებელია.
  5. Daewoo Matiz, ეს არის ქალების ერთ-ერთი ყველაზე სასურველი მოდელი. იგი მოიხმარს მცირე რაოდენობით საწვავს და აქვს საკმაოდ ფართო ინტერიერი. ალბათ აღნიშნული მანქანის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი თვისება მდგომარეობს მის დაბალ ღირებულებაში, რითაც ის ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს სუსტი სქესის წარმომადგენლებში.