რომელი ენაა მსოფლიოში ყველაზე ძნელად შესასწავლი?

რომელი ენაა მსოფლიოში ყველაზე ძნელად შესასწავლი?

426
0
წილი
It studies with the block of the tree, figure

ძალიან ხშირად ისმის კითხვა – “რომელი ენაა მსოფლიოში ყველაზე ძნელად შესასწავლი?” – ისევე როგორც ადამიანი, ხშირ შემთხვევაში პასუხებიც განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი აღქმისა და დამახსოვრების უნარი აქვს კონკრეტულ ინდივიდს. მაგალითად, შეიძლება მისთვის მსოფლიოს ყველაზე ძნელი ენა იყოს ძალიან მარტივი და მარტივის შემთხვევაში პირიქით. ამის ზუსტი ახსნა და კოდი თვითონ კონკრეტული ადამიანის ტვინშია მოთავსებული.

135491445

აშშ-ს საგარეო საგარეო ინსტიტუტის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოს ყველაზე ძნელ ენებად არაბული, ჩინური და იაპონური ენები დაასახელა, მათ შორის აღმოჩნდნენ ფინური, უნგრული და ესტონური ენებიც, რადგან მათში ძალიან ბევრი თანხმოვანია და რთულია სიტყვების გამოთქმა. იმას, თუ რომელია თქვენთვის რთულად შესასწავლი ენა, განსაზღვრავთ თქვენ თავად, თქვენი უნარების შესაბამისად.

წარმოგიდგეთ მსოფლიოში დასახელებულ ყველაზე რთული ენების ჩამონათვალს:

  1. ჩინური – ეს ენა მრავალი მიზეზის გამო არის აღნიშნული ენის პირველ ადგილზე. ის სიტყვები და იეროგლიფები, რომელიც გამოიყენება აღნიშნულ ენაში ძალიან რთულია და უძველესი ისტორიის. თითოეული სიტყვა გადმოცემულია ერთი სიმბოლოთი და  არა ფონეტიკური კუთხით.აღნიშნული ენის სისტემა ძალიან ძნელად გასაგებია. მაგალითად, სიტყვა “shi” უკავშირდება ოცდაათ სხვადასხვა მორფემებს. ზოგიერთი ადამიანი ცდილობს ისწავლოს ჩინური ენა  მხოლოდ იმიტომ, რომ ის ფაქტი, რომ ის არის ძნელად შესასწავლი ერთგვარი ექსტრემის განცდას უქმნის.                                              images
  2. არაბული – აღნიშნული ენის პირველი და ერთ-ერთი მთავარი სირთულე მდგომარეობს მის წერილობით კომპონენტში. აქ მოცემულია  ოთხი სხვადასხვა წერის ტიპი  – თითოეული მათთაგანი დამოკიდებულია კონკრეტული  სიტყვების თანმიმდევრობის წყობაზე. ხმოვანები არ შედიან წერით კომპონენტში. ხმები რთულია, მაგრამ სიტყვები კიდევ უფრო რთული. ინგლისურენოვანი სტუდენტი ადვილად სწავლობს ევროპული ენას, მისი მსგავსებიდან გამომდინარე. ხოლო რაც შეეხება არაბულს, მას ძალიან უჭირს ის, ვინაიდან არცერთი სიტყვა არ არის მისთვის ნაცნობი და არ ხვდება მას ყურში. არაბულში ზმნას, როგორც წესი, წინ უსწრებს ზმნის სუბიექტი და ობიექტი. დღესდღეობით არსებობს არაბული ენის 13 ფორმა, აღნიშნულ ენას შესწავლის მხრივ აქვს კიდევ ერთი პრობლემა – მისი დიალექტები.
  3. Tuyuk – ეს არის ენა, რომელსაც ვხვდებით აღმოსავლეთ ამაზონში. მისი ხმის სისტემა არ არის ძალიან რთული –  მარტივი თანხმოვანი და რამდენიმე ცხვირის ხმოვანი. მაგრამ ეს არის აგლუტინაცია !!! მაგალითად, სიტყვა “hóabãsiriga” ნიშნავს “მე არ ვიცი, როგორ დავწერო.” აქ არსებობს ორი სიტყვა – “ჩვენ” რომელიც თან მოიცავს და თან გამორიცხავს სიტყვას წინადადებაში.   ყველაზე გასაკვირია ისიც, რომ ამ ენაში, აუცილებელია გამოიყენოთ სპეციალური ზმნის დაბოლოებიც, რომ ნათლად ახსნათ ის, თუ რაზე საუბრობთ. მაგალითად, “Diga ape-wi” ნიშნავს “ბიჭითამაშობდა ფეხბურთს (მე ვიცი, იმიტომ, რომ მე დავინახე როგორ თამაშობდა ის).”
  4. უნგრული – პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ის, რომ უნგრულ ენაში არის  შემთხვევის ან არსებითი სახელის 35 ფორმა, რის გამოც ის იკავებს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე რთულად შესასწავლი ენების რიცხვის მოწინავე პოზიციებს.  უნგრულ ენაში მოცემულია ძალიან ბევრი იდიომები და სუფიქსები, რაც ართულებს მის შესწავლას. ასევე აქ ვხვდებით ხმოვნების ძალიან დიდი რაოდენობას, რომელიც გამოხატული უნდა იქნეს სპეციფიკურად (ღრმა ყელის დახმარებით). თუ  თქვენ გადაწყვიტეთ შეისწავლოთ აღნიშნული ენა, უკეთესი იქნება წინასწარ შეემზადოთ მოსალოდნელი სიძნელეებისათვის, ის ძალიან რთული შესასწავლია მათთვის, ვინც არ საუბრობს დაბადებიდან უნგრულად.
  5. იაპონური – აღნიშნული ენა ძალიან რთულია, პირველ რიგში იმიტომ, რომ კითხვის პროცეში ბევრ სხვადასხვა გამოთქმებს ვხვდებით. ერთია როგორ ვწერთ და მეორე როგორ გამოითქმის – როგორ უნდა წავიკითხოთ.  გარდა ამისა იაპონურ ენაში, არსებობს სამი სხვადასხვა წერილობით სისტემები. სისტემა იყენებს kanji-ს – ჩინურ სიმბოლოებს.  გარდა ამისა, იაპონიის წერილობითი სისტემა იყენებს ორ მახასიათებელს: კატაკანას და ჰირაგანას –  ესენია ნასესხები სიტყვები, სუფიქსთა წერითი უნარები და გრამატიკული ნაწილაკები. სახელმწიფო დეპარტამენტი იაპონურ ენას, სამჯერ უფრო ძნელად შესასწავლ ენების კატეგორიაში აერთიანებს, ინგლისურთან, ფრანგულთან და სხვა ენებთან შედარებით. i605_izukii