სად გავატაროთ 2015 წლის ზაფხულის შვებულება?

სად გავატაროთ 2015 წლის ზაფხულის შვებულება?

529
0
SHARE
ზაფხულის შვებულება

ზაფხული – ეს ის წელიწადის თბილი და მზიანი პერიოდია, როდესაც ყველაზე აქტუალურია დასვენება, შვებულება, არდადეგები და გართობა. მის მოახლოებასთან ერთად, ყველას აწუხებს კითხვა – სად შეიძლება დასვენება? სანამ აღნიშნულ კითხვას უპასუხებთ, უნდა დაფიქრდეთ იმაზეც თუ რა შესაძლებლობები და მოლოდინები გაქვთ. გინდათ ზაფხული საქართველოში გაატაროთ თუ მის ფარგლებს მიღმა? რამდენად ეყოფა თქვენი შემოსავალი შერჩეულ კურორტს და სად გინდათ დასვენება – მთა თუ ზღვა? განვიხილოთ ყველა შესაძლო ვარიანტი. თუ თქვენი ბიუჯეტი ვერ სწვდება საზღვრებს და გადაწყვიტეთ დარჩეთ საქართველოში, გული არ დაგწყდეთ, თქვენ უამრავი ძალიან ლამაზი და მრავალფეროვანი არჩევანი გაქვთ. სვანეთი – ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, რომელიც საქართველოს უდიდეს ტურისტულ ზონად იქცა. სვანეთში დასვენებისას შეგეძლებათ ეზიაროთ ადგილობრივ კულტურას და დატკბეთ ღირსშესანიშნავი სანახაობებით. ის ულამაზესი ადგილია მათთვის, ვისაც უყვარს ბუნება და მთა. რაჭა – ვახუშტი ბაგრატიონი ამ ადგილის შესახებ წერდა: “ფრიად მაგარი მთითა, კლდითა, ხრამითა, ხევითა და ტყითა, შეუალი გარე მტრისაგან. ჰავით არს კეთილმშუენი, ზაფხულის გრილი, ზამთარ თბილი და უქარო, მოსავლიანი, თვინიერ ბრინჯ-ბამბისა ნაყოფიერებს ყოველნი მარცვალნი, ვენახნი, ხილნი, მტილოვანნი ყოველნი.” ეს არის ულამაზესი ადგილი ნებისმიერი დამსვენებლისათვის. ბათუმი – მათთვის, ვისაც არ უყვარს ბუნება და უპირატესობას ანიჭებს ზღვაზე დასვენებას. ისევე როგორც სვანეთი, ბათუმიც საქართველოს ერთ-ერთი ცენტრალური ტურისტული ზონაა, რომელიც გათვლილია დასვენებაზე და მაქსიმალურად მეტ გართობაზე. დამსვენებლისათვის ძალიან ლამაზი და შთამბეჭდავია ქალაქის მოწყობა, აქ შეგიძლიათ დღისით დაისვენოთ ზღვის ნაპირას, გაირუჯოთ და საღამოობით უბრალოდ გაერთოთ.  

ახლა კი გავცდეთ საქართველოს ფარგლებს გარეთ და უკვე საზღვარგარეთის რეალობას მოვარგოთ ჩვენი შვებულება.

თურქეთი – საქართველოს მოქალაქეებისათვის ძალიან აქტუალურია თურქეთში დასვენება. ის არ არის ბევრ ხარჯებთან დაკავშირებული და ამავდროულად ძალიან ლამაზ და დასამახოვრებელ შვებულებას გპირდებათ.

იტალია – ულამაზესი ადგილი, არქიტექტურა, ისტორია და კულტურა. ქვეყანა, რომელიც ნებისმიერი გემოვნების ადამიანისათვის ძალიან ლამაზი და თავბრუდამხვევია. რომი – ვენეცია-ფლორენცია.

ესპანეთი – ქვეყანა, რომელიც მსოფლიოს უდიდესი ტურისტული ცენტრია და საიდანაც წამოსვლა არ მოგინდებათ. ულამაზესი არქიტექტურა, ურბანიზაცია, ქალაქების დაგეგმარება, დიზაინი, კულტურა, ხელოვნება, ტრადიცია. ეს ის ქვეყანაა, სადაც შეგიძლიათ უფრო დეტალურად ჩაწვდეთ ესპანური ფლამენგოს მნიშვნელობას და მიიღით ხარების შეჯიბრში მონაწილეობა.

მალდივის კუნძულები – თუ თქვენ თქვენი შემოსავალი გიწყობთ ხელს, გყავთ მეორე ნახევარი გვერდით და გინდათ იგრძნოთ თავი, როგორც ზღაპარის გმირმა, მაშინ მალდივის კუნძულები ზუსტად თქვენთვისაა. შეყვარებული წყვილებისათვის ეს ადგილი უბრალოდ სამოთხეა.

ბრაზილია – სულ ცოტა ხნის წინ საქართველოსა და ბრაზილიას შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი გაფორმდა. შესაბამისად ამ ზაფხულს თქვენ ორმაგად თავისუფლად შეგიძლიათ წახვიდეთ აღნიშნულ ქვეყანაში, ეზიაროთ მის კულტურას, ხელოვნებას, ტრადიციებსა და არქიტექტურას, მინიმუმ შეისწავლოთ თუ როგორ იცეკვოთ სამბა. წარმოიდგინეთ, რა ჯობია რიოს სანაპიროსა და კოპა კაბანას პლიაჟს?

ეს მხოლოდ ზღვაში წვეთია იმ ადგილების, სადაც შეგიძლიათ გაატაროთ სასიამოვნო და დასამახსოვრებელი შვებულება.