სად უნდა წავიდეთ, რომ ვიყოთ ბედნიერი?

სად უნდა წავიდეთ, რომ ვიყოთ ბედნიერი?

188
0
SHARE

ბედნიერება ადამიანისათვის შედგება სხვადასხვა ფაქტორებისაგან, ისევე როგორც მთლიანი ერი შედგება სხვადასხვა ადამიანებისაგან. თუ ვსაუბრობთ ქვეყანაში ბედნიერების დონეზე, ამ შემთხვევაში აუცილებელია აღინიშნოს ის, რომ ეს დამოკიდებულია ქვეყნის ხელისუფლებაზე, შემოსავალსა და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. წარმოგიდგენთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომლის თანახმადაც, ცნობილმა არხმა Travel Channel – მა გააკეთა ერთგვარი სტსტისტიკური ანალიზი, ქვეყნები – სადაც, ყველაზე ბედნიერი ადამიანები ცხოვრობენ.

  • კოსტა რიკა – ამ ქვეყანაში არ ჰყავთ არმია, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა კი შეადგენს 79.3 წელს. რაც შეეხება გარემოს, აქ არის ისეთი ლამაზი ბუნება წარმოდგენილი, რომ უბრალოდ ნამდვილ სამოთხეს მოგაგონებთ. ნაცვლად, ხანგრძლივი ზამთრის ხუთი თვისა, აქ თქვენ გელით პლაჟები, ტროპიკული ტყეები და მზიანი ამინდიები. კოსტა რიკაში არსებობს პოპულარული გამონათქვამი – Pura vida, რაც იმას ნიშნავს, რომ “ცხოვრება მშვენიერია!”
  • ნორვეგია – კეთილდღეობის ინდექსის მიხედვით ნორვეგია 2013 წლამდე, ხუთი წლის განმავლობაში, სხვა სკანდინავიის ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა. იგი ასევე არის subindex-ის ლიდერი ეკონომიკასა და სოციალურ კაპიტალში. ნორვეგიის მშპ ერთ სულ მოსახლეზე წელიწადში – დაახლოებით $ 54 947-ს შეადგენს, რაც სხვა ქვეყნებს თუ შევადარებთ, ძალიან მაღალია. ცხოვრების კმაყოფილების დონით ნორვეგია მეორე ადგილს იკავებს მსოფლიოში. მოსახლეობის 95% აცხადებს, რომ ისინი მოხარულნი არიან თავისი ქვეყნით, იმ სტანდარტებით რასაც მათ სახელმწიფო სთავაზობს და იმ თავისუფალი არჩევანით, რითიც შეუძლიათ დამოუკიდებლად გადაწყვიტონ რა სურთ. მსოფლიო ღირებულებათა გლობალური კვლევის მიხედვით 74% ნორვეგიელს სჯერა, რომ სხვა ადამიანების ნდობა არ შეიძლება. რუსეთში აღნიშნული ნიშნული 27%-ს შეადგენს.
  • დანია – 2013 წელს მდგრადი განვითარების ორგანიზაციამ – Solutions Network, გაავრცელა მიმოხილვა მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყანების შესახებ, სადაც დანიამ პირველი ადგილი დაიკავა. აღნიშნულ ქვეყანაში წარმოდგენილია ის სტანდარტები და ცხოვრების დონე, რომელიც ნამდვილად ვერ დატოვებს ადამიანს უემოციოდ და ბედნიერების განცდის გარეშე. დანია მხარს უჭერს მშობლებსა და ახალგაზრდა ოჯახებს, ფასიანი შვებულების გაგრძელებას და რაც მთავარია ზრუნვას ბავშვზე. დანიის მოქალაქეები იღებენ უფასო სამედიცინო დახმარებას, მათ აქვთ საერთო გენდერული თანასწორობა ნებისმიერ სფეროში და შეიძლება გაგეცინოთ, მაგრამ საერთო ველოსიპედებიც კი. აღნიშნულ ქვეყანაში მოქალაქეებს აქვთ პასუხისმგებლობის გრძნობა ერთმანეთის მიმართ.ბედნიერების ხარისხს განსაზღვრავს ის მნიშვნელოვანი ფაქტორები, როგორებიცაა – ხალხის კეთილდღეობა – თანასწორობა, თავისუფლება და პასუხისმგებლობა, ფიზიკური აქტივობა, სახელმწიფოს მიერ გაწეული დახმარება და სხვ.
  • ვიეტნამი – არსებობს მოსაზრება, რომ ბედნიერი მოქალაქე უნდა ცხოვრობდეს ტაილანდში, “ღიმილიან მიწაზე”. ამასთანავე უმაღლესი მსოფლიო ბედნიერების ინდექსის (ბედნიერი პლანეტის ინდექსი) მიერ რეგისტრირებულ ქვეყნებს შორის, ერთ-ერთ უპირველეს ადგილზეა ვიეტნამი წარმოდგენილი.Travel Channel-ის მიხედვით, სწრაფად განვითარებადი ქვეყანა გახდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტურისტული ცენტრი ბოლო 20 წლის განმავლობაში. ვიეტნამელი მოქალაქეები არიან ძალიან კმაყოფილნი იმით, რაც მათ აქვთ. საერთო კმაყოფილების დონე ქვეყანაში საკმაოდ მაღალია. ამ ქვეყანაში, თქვენ ნახავთ წყნარ პლაჟებს, მრავალფეროვან და ძალიან სასიამოვნო კლიმატს, სწრაფად მზარდი ქალაქსა და გემრიელ საკვებს.
  • კანადა – Forbes -ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიში ” 2013 წლის ყველაზე ბედნიერი და უბედური ქვეყანა”, კანადა აღიარებულ იქნა, როგორც პირველი თავისუფლების თვალსაზრისით და მესამე განათლების კუთხით.კანადაში ძალიან მაღალია სიცოცხლის, მაღალი შემოსავლების და ძლიერი სოციალური კავშირების დონე, რაც განსაზღვრავს საერთო კეთილდღეობის ძალიან მაღალ კოეფიციენტს. ერთადერთი მინუსი, რაც შეიძლება აღინიშნოს, ეს არის ცივი ზამთარი, თუმცა აღნიშნულ ქვეყანაში იმდენად მაღალია ბედნიერების მაჩვენებელი, რომ ზამთარში რეკომენდირებულია უბრალოდ ჩაიცვათ თბილად.