საგანმანათლებლო თამაშები თქვენი პატარებისათვის

საგანმანათლებლო თამაშები თქვენი პატარებისათვის

917
0
SHARE

ყველამ ვიცით, რომ ბავშვებისათვის, განსაკუთრებით კი სკოლამდელი ასაკის ბავშებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმაციის მიღება/დამახსოვრება. ამ ასაკის ბავშვები ძალიან ბევრს თამაშობენ, შესაბამისად იღებენ გარკვეული სახის ცოდნას. ოჯახი ერთგვარი აკადემიაა, რომელიც უზრუნველყოფს მათი განვითარებას. ონლაინ სივრცის ერთ განყოფილებაში, რომელიც მიძღვნილი იყო “განვითარებადი თამაშები ბავშვებისათვის”, გამოქვეყნდა უფასო ონლაინ თამაშები, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვის ყურადღების განვითარებას, მათი მეხსიერებისა და ლოგიკის ფორმირებას. თამაშის დროს, ბავშვები აღიქვამებ სხვადასხვა ფერებს, სხეულის ფორმებს, იმახსოვრებენ მათ სახელებს, მოცემულია სხვადასხვა სახის დავალება, რომელიც უზრუნველყოფს თამაშის ხარჯზე აიძულონ ისინი იფიქრონ და აიმაღლონ ცოდნის დონე.

რა უნდა ითამაშოს ბავშვმა, რომ აიმაღლოს ცოდნის დონე? როგორი თამაშები შეიძლება იყოს საგანმანათლებლო დატვირთვის?

ლოგიკური თამაშები – იმისათვის რომ ბავშვმა დაიწყოს წარმატებული სასკოლო პერიოდი, აუცილებელია ჰქონდეს მაღალი აზროვნების უნარი. დამოუკიდებლად შეადგინოს, შეიძინოს, ორგანიზება გაუკეთოს სხვადასხვა პრობლემების გადაჭრის გზებს. როგორ შეუძლია განავითაროს ბავშვმა აღნიშნული ლოგიკა? ამისათვის არსებობს ძალიან ბევრი სახალისო და საბავშვო ლოგიკური თამაშები, ჩანახატები, სახალისო კითხვები, სიტუაციები, გასაღებები, მაგალითად, ეცადეთ შეადგინოთ ფორმატი თავად. მეხსიერების თამაშები – აქვს თუ არა თქვენს შვილს კარგი მეხსიერება? კარგი მეხსიერება წარმატებული სასკოლო სწავლების ერთ-ერთი ყველაზე მთავარი წინაპირობაა. ცუდი მეხსიერება მიგრირებს სკოლის ცხოვრებაში და ხელს უშლის ეფექტურ სწავლებას. მეხსიერების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის. ეცადეთ თამაშების გამოყენებით ხელი შეუწყოთ მისი ამ უნარის უკეთ განვითარებას. ათამაშოთ ისეთი თამაშები, რომელიც დატვირთული იქნება აუცილებლად დასამახსოვრებელი ელემენტებით, ავარჯიშეთ მისი გონება. ყურადღების მიქცევის თამაშები – ბავშვისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ყურადღება. როდესაც ის მიდის პირველად სკოლაში, მისთვის აუცილებელია ჰქონდეს თავდაჯერებულობა და შესაბამისი ყურადღება, სხვაგვარად, ვერ მოახერხებს სოციალიზაციას და ჩამოშორდება კლასს. ამისათვის არსებობს ძალიან ბევრი თამაში, როგორ ავუმაღლოთ მას თავდაჯერებულობა და გავამახვილებინოთ ყურადღება ძალიან ბევრ დეტალზე, რომელიც შემდგომში აუცილებლად დასჭირდება. პიროვნების ფორმირების თამაშები – ბავშვობიდან ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია პიროვნების ფორმირების პროცესი. ამ წლების განმავლობაში, ბავშვი იძენს საბაზისო ცოდნას ცხოვრების შესახებ. ამ სექციაში წარმოდგენილია ისეთი საგანმანათლებლო თამაშები, რომელიც ქმნის ბავშვთა სამყაროს იდეას, ასწავლის ბავშვს იმას, თუ როგორ უნდა უნდა დაიცვან და გამოყონ ობიექტების სხვადასხვა თვისებები და ატრიბუტები, ისეთები, როგორებიცაა ზომა, ფორმა, ფერი, რა განასხვავებს მათ, ისევე, როგორც ურთიერთობას მათ შორის. ასეთი თამაშების შედეგად ბავშვებს უყალიბდებათ ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი. Puzzles – სასარგებლო და საგანმანათლებლო თამაში. თავსატეხი – ეს არის ძალიან საინტერესო! მის შედეგად ბავშვებს უვითარდებათ ისეთი თვისებები, როგორებიცაა ლოგიკური აზროვნების, თავსატეხების ამოხსნის, შემომედებითი ფანტაზიის, ფერი აღქმის, მოთმინების, დაკვირვების, კონკრეტულ საგანზე კონცენტრირების და სხვ. ის ძალიან სასარგებლოა თქვენი პატარასათვი!  

აღნიშნულ სტატიაში ზოგადად მიმოვიხილე თუ როგორი საგანმანათლებლო თამაშები შეიძლება შესთავაზოთ თქვენს პატარებს.