საკვები პროდუქტები, რითიც შეიძლება ხორცის ჩანაცვლება

საკვები პროდუქტები, რითიც შეიძლება ხორცის ჩანაცვლება

697
0
SHARE

არსებობს წარმოდგენა იმის შესახებ, რომ ადამიანს არ შეუძლია გაძლოს 40 დღეზე მეტი ცილების გარეშე. თითოეულის ორგანიზმში ისინი ასრულებენ ძალიან მნიშვნელოვან და სასიცოცხლო პროცესებს – უზრუნველყოფენ უჯრედების ფორმირებას და შიდა ქსოვილების სტიმულირებას, ახდენენ ორგანიზმის ფერმენტების და ჰორმონების სწორ გადანაწილებას, ასტიმულირებენ ჰემოგლობინის დონეს, უზრუნვეყოფენ იმუნიტეტის გამომუშავებას, მონაწილეობენ ცხიმებისა და ნახშირწყლების სწორ მიმოცვლაში, ავსებენ ორგანიზმს ვიტამინებითა და მინერალებით და სხვ. ხორცი – ეს არის სწორედ ის პროდუქტი, რომელიც გამოირჩევა ადამიანის ორგანიზმისათვის საჭირო ცილების უდიდესი რაოდენობით. მის შემადგენლობაშია ისეთი სახის ნაერთები, ვიტამინები და მინერალები, რომელიც აუცილებელია თითოეული ინდივიდის ჯანმრთელი ორგანიზმის შენარჩუნებისათვის. არსებობს შემთხვევები, როდესაც ადამიანის ორგანიზმი არ იღებს ხორცს. ეს ხდება მაშინ, როდესაც ის ვეგეტარიანელია და შესაბამისად არ იკვებება ხორცის შემცველი პროდუქტებით და მაშინაც, როდესაც მარხულობს და გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ იღებს კონკრეტული სახეობის პროდუქტს, პირველ რიგში კი ხორცს. მსგავს ვითარებაში რომელი პროდუქტებით შეიძლება მოხდეს ხორცის ჩანაცვლება, რათა ორგანიზმი არ დარჩეს საჭირო ცილების გარეშე და შეინარჩუნოს ჯანმრთელი სურათი? – წარმოგიდგენთ ექსპერტების მიერ დასახელებულ იმ პროდუქტებს, რომლითაც შეგვიძლია ჩავანაცვლოთ ხორცი:

კვერცხი

კვერცხი შეიცავს ძალიან დიდი რაოდენობის ცილებს, რომლებიც უმთავრესია თქვენი ჯანმრთელობისათვის. ის პირველი პროდუქტია საკვებ პროდუქტებს შორის, რომელიც ხასიათდება ცილების დასახელებული მარაგით. მის შემადგენლობაშია დიდი რაოდენობით ნუტრიენტები, რომლებიც უზრუნველყოფენ სწორ ნივთიერებათა ცვლას და უდიდეს ადგილს იკავებენ ჯანმრთელი ორგანიზმის ფორმირებაში. უნიკალური კომპონენტების გათვალისწინებით კვერცხი ძალიან ეფექტურად გამოიყენება დიეტებისათვის და სპორტსმენებისათვის.

რძის პროდუქტები

რძის პროდუქტების შემცველობაშია ძალიან დიდი რაოდენობის ცილები და კალციუმი/კალიუმი. მათ აქვთ შესანიშნავი გემო და ამავდროულად ძალიან სასარგებლო მახასიათებლებითაც გამოირჩევიან. დღეში მინიმუმ ერთი ჭიქა რძე, მაწონი ან რძის სხვა ნაწარმი უზრუნველყოფს თქვენს ორგანიზმში ნივთიერებათა სწორ ცვლას. დაიმახსოვრეთ! ხაჭოში, რძეში, კარაქში, ყველში არის ორგანიზმისათვის ძალიან საჭირო ნივთიერებები, აუცილებლად ჩასვით ისინი თქვენი კვების რაციონში.

ლობიო

ლობიოს პროდუქცია მოიცავს – ლობიოს, ბარდას, სოიოს, ოსპს, სიმინდსს და სხვ. ისინი არიან მცენარეული ცილის მომწოდებლები. მაგალითად, ბარდა და ლობიო შეიცავს დაახლოებით 23% ცილას და 30% -ზე მეტი სოიოს. მათგან 80% შეიწოვება ადამიანის ორგანიზმის მიერ. რეკომენდირებულია ისინი გამოიყენოთ სხვადასხვა ბოსტნეულის კომბინაციაში.

სოიოს აქვს დამატებითი დადებითი მახასიათებლებიც. რეკომენდირებულია მისი მიღება იმ ადამიანებისათვის, რომლებიც განიცდიან ალერგიას ან ლაქტოზის შეუწყნარებლობას. მას ძალიან აქტიურად იღებენ ვეგეტარიანელები და ადამიანები ვინც მარხულობენ ან არიან დიეტაზე წონოს კორექციისათვის.

თევზი

ზღვის პროდუქტებში და თევზში წარმოდგენილია ცილის უდიდესი რაოდენობა, რომლის ათვისებაც ძალიან ადვილად შეუძლია ადამიანის ორგანიზმს. ის აგრეთვე ხასიათდება დიდი რაოდენობით ამინომჟავებითა და საკვებ ნივთიერებების დანამატებით, რომლებიც უზრუნველყოფენ საკვების სწორ გადამუშავებას და მონელებას. გარდა ამისა, თევზი აუმჯობესებს მხედველობას, კანის, თმის და კბილების სიჯანსაღეს. ეს ყველაფერი D და E ევიტამინების წყალობით, რომლებსაც ზღვის პროდუქტებში ძალიან დიდი რაოდენობით ვხვდებით.

თხილი/ნიგოზი/ნუში

მის შემცველობაშია ცილების, ვიტამინების, მინერალების უდიდესი მარაგი. ის აუცილებელია თითოეული ადამიანის ჯანმრთელი ორგანიზმის შესანარჩნებლად. ამავდროულად ხელს უშლის კანის დაბერებას და ასტიმულირებს მას.