საკვები პროდუქტები, რომლებიც ხელს უწყობენ კიბოს წარმოქმნას

საკვები პროდუქტები, რომლებიც ხელს უწყობენ კიბოს წარმოქმნას

474
0
SHARE

ონკოლოგიური დაავადება – ეს არის ამოუცნობი ფენომენი, რომლის ამოხსნასაც მედიცინის ექსპერტები საუკუნეების განმავლობაში ცდილობენ, თუმცა პასუხი ჯერ კიდევ ვერ იპოვეს. სურათი კი ძალიან მძიმეა – ყოველდღიურად ონკოლოგიური დაავადებების რისკი და იმ ადამიანების რიცხვი ვისაც აღენიშნება აღნიშნული, დღითი დღე მატულობს.

მედიცინის ექსპერტებმა დაადგინეს, რომ არსებობს კიბოს გამომწვევი ძალიან ბევრი ფაქტორი/მიზეზი (გარდა გენეტიკური დაავადებებისა), მათ შორის სწორი კვების რაციონიც. მათ ერთგვარი ნუსხა გააკეთეს იმ საკვები პროდუქტებისა, რომლებიც ხელს უწყობენ/აჩქარებენ ადამიანის ორგანიზმში კიბოს ფორმირებისათვის საჭირო პროცესებს.

წარმოგიდგენთ იმ საკვები პროდუქტების ჩამონათვალს, რომლებიც ექიმების აზრით ძალიან დიდ გავლენას ახდენს მსგავს სიტუაციაში ადამიანის ორგანიზმზე.

  1. დამუშავებული ხორცი – სოსისი, ძეხვეული, ბეკონი და სხვა სახის დამუშავებული ხორცი ძალიან დიდი რისკის შემცველია ადამიანის ჯანმრთელობისათვის, რადგან ის შეიცავს ძალიან დიდი რაოდენობით მარილსა და ქიმიკატების. კვლევები აჩვენებენ, რომ ადამიანები, რომლებიც რეგულარულად მიიღებენ დამუშავებულ ხორცს, 43%-ით უფრო ხშირი ონკოლოგიური დაავადებებითა და ნაადრევი სიკვდილით ხასიათდებიან. ყველაზე მავნე ნივთირეებად ითვლევა ნატრიუმის ნიტრატი რომელიც ძალიან დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი დამუშავებული ხორცის შემადგენლობაში.
  2. თეთრი ფქვილისაგან დამზადებული საკვები პროდუქტი – დამუშავების შემდეგ, თეთრი ფქვილი შეიცავს ძალიან დიდი რაოდენობის ნუტრიენტებს. თეთრი ფქვილს და მაღალ გლიკემიურ საკვებს უარყოფითი გავლენა აქვს სისხლში შაქრის შემცველობაზე. პროდუქცია არა მხოლოდ ხელს უწყობს ზედმეტი კილოგრამების გაჩენას, არამედ ამავდროულად ზრდის კიბოს რისკს.
  3. მიკროტალღოვანი ღუმელის პოპკორნი – პოპკორნი არ არის მხოლოდ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქცია, ის შეიძლება იყოს ძალიან მავნეც. ეს განსაკუთრებით ეხება პოპკორნს, რომელიც მომზადებულია მიკროტალღურ ღუმელში. კვლევები აჩვენებს, რომ ამ ქიმიური მჟავა, რომელიც დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი პოპკორნის შემადგენობაში იწვევს უშვილობას ქალებში. მეცნიერები ამბობენ, რომ perfluorooctanoic მჟავა ზრდის კიბოს რისკს შინაგანი ორგანოების: ღვიძლის, თირკმლის, შარდის ბუშტის, პანკრეასის და სათესლეების მიმართ. მოხარშული მიკროტალღური პოპკორნი შეიცავს სხვა ძალიან საშიში ქიმიურ ნივთიერებას – diacetyl-საც.
  4. ხელოვნური დამატკბობლები – ადამიანები, რომლებიც ცდილობენ თავი აარიდონ შაქარს, ან იყვნენ უბრალოდ დიეტაზე, დიაბეტის/წონის კორექციისათვის, ისინი ხშირ შემთხვევაში მიმართავენ ხელოვნურ დამატკბობლებს. ეს არ არის რეკომენდირებული ექიმების მიერ და სამომავლოდ შეიძლება ძალიან ბევრი პრობლემის გამომწვევიც კი აღმოჩნდეს. შაქრის დონის შემცირებასთან ერთად, ის ზრდის ტვინის სიმსივნის წარმოქმნის რისკ ფაქტორებს.
  5. ალკოჰოლი – რათქმაუნდა ყველამ იცით, რომ ალკოჰოლის გადაჭარბებული მოხმარება ძალიან საზიანოა ადამიანის ჯანმრთელობისათვის და წარმოქმნის მთელ რიგ პრობლემებს, თუმცა ალბათ ცოტა თქვენთაგანმა იცით, ის რომ ის კიბოს გამომწვევი ერთ-ერთი ფაქტორიც კი შეიძლება აღმოჩნდეს. ბოლო კვლევებმა აჩვენეს, რომ პოსტმენსტრუალურ პერიოდში, ის ქალები, რომლებიც დღის განმავლობაში სვავდმენ მინიმუმ ერთ ალკოჰოლურ სასმელს, ძუძუს კიბოს განვითარების რისკის დამატებით 30%-ით გამოირჩეოდნენ. ალკოჰოლთან ერთად კიბოს გამომწვევ ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზად მიიჩნევა თამბაქოს გამოყენებაც. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში ჩართული ექსპერტების დასკვნების მიხედვით, ალკოჰოლის მოხმარებისას საგრძნობლად იზრდება სამეცნიერო ონკოლოგიური დაავადებები, ისეთები, როგორებიცაა: ძუძუს, ღვიძლის, მსხვილი ნაწლავის და სყლაპავი მილის კიბო.
  6. რაფინირებული შაქარი და სოდა – ფრუქტოზის სიროფი ხელს უწყობს კიბოს დაავადებების ფორმირებას. რაფინირებული შაქრისა და სოდის შემთხვევაში, აღნიშნული პროდუქტის შემადგენელი ნივთიერებები შეიძლება კიბოს წარმოქმნის ერთ-ერთ უმთავრესი ფაქტორიც კი აღმოჩნდეს.
  7. შებოლილი, მარილიანი, შებრაწული საკვები პროდუქტები – ყველა აღნიშნულ პროდუქტს აქვს ნიტრიტების ძალიან მაღალი შემცველობა, რაც ფორმირდება N-nitroso nitrozometilanilin-ში.