საქართველოს ქალაქები

საქართველოს ქალაქები

1356
0
SHARE

ზოგადი განმარტებით, ქალაქი – ეს არის მსხვილად დასახლებული პუნქტი, რომელიც ასრულებს პოლიტიკურ, ადმინისტრაციულ, საორგანიზაციო, სამრეწველო, სატრანსპორტო, კულტურულ და სამეურნეო ფუნქციებს. მისი წარმოშობა უკავშირდება ისტორიული განვითარების იმ საფეხურს, როდესაც მიმდინარეობდა საზოგადოებრივი დანაწილება და სოციალური დიფერენციაციის პროცესი. ქალაქების შექმნამ უდიდესი გავლენა მოახდინა სახელმწიფო ხელისუფლებისა და კულტურის განვითარებაზე, ისინი იქცნენ სამშენებლო საქმისა და არქიტექტურის განვითარების ცენტრებად, რომლებმაც ამავდროულად ხელი შეუწყეს საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებას. პირველი ქალაქები, ძვ. წ. მე-4-3 საუკუნეში წარმოიშვნენ. თავდაპირველად ისინი წარმოადგენდნენ ადმინისტრაციული და რელიგიური ვაჭრობისა და ხელოსნობის ცენტრებს, შემდგომში კი თავიანთი მნიშვნელობით უფრო ფართო სპექტრი მოიცვეს. ქალაქის დაარსება და განვითარება მჭიდრო კავშირშია შრომის დანაწილებასთან. ქალაქთა უმრავლესობის განვითარების მთავარი ფაქტორი საზოგადოებრივი წარმოების ფუნქციაა. თუმცა არსებობს სხვა მახასიათებლებიც რომლითაც შეიძლება განპირობებული იყოს ის. ესენია:

  • რელიგიური;
  • სამხედრო-სტრატეგიული;
  • დასასვენებელი და სამკურნალო, ქალაქი-კურორტი;
  • ადმინისტრაციული;
  • სამეცნიერო;

დღევანდელი ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში წარმოდგენილია 54 ქალაქი, რომლებიც კონტროლირდება ხელისუფლების მიერ და რუსეთის მიერ ოკუპირებული ქალაქები, რომლებზეც შეზღუდვებია დაწესებული ქართველების მიმართ. ესენია:

  • ცხინვალი – მოსახლეობა 42.000 (1989 წელი)
  • სოხუმი – მოსახლეობა 39.100 (2010 წელი)
  • გაგრა – მოსახლეობა 26.636 (1986 წელი)
  • ოჩამჩირე – მოსახლეობა 20.600 (1991 წელი)
  • გუდაუთა – მოსახლეობა 15.300 (1991 წელი)
  • გალი – მოსახლეობა 7200 (2002 წელი)
  • ტყვარჩელი – მოსახლეობა 4800 (2003 წელი)
  • ახალი ათონი – მოსახლეობა 4300 (1989 წელი)

საქართველოს დედაქალაქია თბილისი, 1936 წლამდე ტფილისის სახელწოდებით, მზის და ვარდების ქალაქი. ის 1933-1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ-ს დედაქალაქიც. მდებარეობს ზღვის დონიდან 380-600 მ სიმაღლეზე. ქალაქს უჭირავს 720 კმ² ფართობი და ჰყავს 1.152 მილიონზე მეტი მაცხოვრებელი. თბილისი კავკასიის რეგიონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სოციალური, ინდუსტრიული და კულტურული ცენტრია. ბოლო პერიოდში ის გახდა კავკასიის უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო ხიდი, გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისათვის, ისეთებისათვის როგორიც არის “ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი” და “ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი”. ის ასევე ფართოდ განიხილება “აბრეშუმის გზის” ხიდად, ვინაიდან მისი მდებარეობა ძალიან მნიშვნელოვანია სავაჭრო და სატრანზიტო კუთხით, რუსეთის, ჩრდილო კავკასიის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის გათვალისწინებით. საქართველოს შემდეგი 4 ქალაქი კი სიდიდის მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

  • ქუთაისი – იმერეთის ადმინისტრაციული ცენტრი, “სავარდო და სამაისო ქალაქი”, 2013 წლის მონაცემებით 196 500 ათასი მაცხოვრებლით. ეს არის ქვეყნის საპარლამენტო ქალაქი. ქუთაისი თავისი მნიშვნელობით საქართველოს მეორე სამრეწველო და კულტურული ქალაქია. აქ მდებარეობდა მძიმე, კვების და მსუბუქი მრეწველობის მრავალი საწარმო, კულტურის ობიექტები და თეატრები. ის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია განათლების კუთხითაც.
  • ბათუმი – “ქათქათა ქალაქი”, ის არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრი, ქალაქი 1878 წლიდან, სადაც წარმოდგენილია 180 ათასი მაცხოვრებელი. ქალაქის სახელწოდება მოდის ბერძნული სიტყვიდან “ბათუსი” (Bathus), რაც ნიშნავს ღრმას. თავდაპირველად ის მოიხსენია რომაელმა მწერალმა ილინიამ(23-79), რომელიც კოლხეთის მდინარეების ჩამოთვლისას ასახელებს მდინარე — „Bathys“. ის არის ქვეყნის უდიდესი ტურისტული, კულტურული და ადმინისტრაციული ცენტრი, ის ვერცერთ ადამიანს გულგრილს ვერ დატოვებს.
  • რუსთავი“ბოსტან ქალაქი, მეტალურგთა ქალაქი”, ის არის თვითმმართველი ქალაქი, ქვემო ქართლის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქი 1948 წლის 19 იანვრიდან, 122 500 მაცხოვრებლით. ამ ქალაქს უდიდესი ისტორიული და კულტურული დატვირთვა აქვს, აქ სანატორიუმების საძირკვლის მშენებლობის დროს, იაღლუჯის მთაზე აღმოჩენილი იქნა ძვ. წ. IV—II საუკუნეების ნამოსახლარი. გირჩევთ ესტუმროთ.
  • ფოთი – “საზღვაო კარიბჭე”, ეს არის ქალაქი და ნავსადგური შავ ზღვაზე, საქართველოში, სამეგრელოს და ზემო სვანეთის მხარეში. წარმოდგენილია 47 700 მაცხოვრებლით. ყველაზე ნათლად მისი მდებარეობა ატრაბონს აქვს აღწერილი, სადაც ამბობს რომ ის მდებარეობს ზღვას, ტბას და მდინარეს შორის. მართლაც რომ ძალიან საინტერესო ადგილია, გირჩევთ ნახოთ.

 

საქართველო ძალიან მდიდარია ულამაზესი ქალაქების მრავალფეროვნებით.