საუკეთესო არქიტექტურული შედევრები მსოფლიოში

საუკეთესო არქიტექტურული შედევრები მსოფლიოში

612
55
SHARE

ზოგადად სივრცისა და ლამაზი კონსტრუქციის ხელოვნება უდიდეს გავლენას ახდენს თითოეული ადამიანზე. უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ როგორი დიზაინითაა დაპროექტებული ესა თუ ის არქიტექტურული ნაგებობა. ინოვაციების დანერგვა და ახალი ინტერიერის შექმნის სპეციფიკა ცდილობს მთელს მსოფლიოში იპოვოს ხელოვნების, ლანდშაფტის და კომფორტის სრულყოფილი კომბინაცია. წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე ცნობილ და უჩვეულო არქიტექტურულ ნაგებობებს, რომლებიც მართლაც რომ შედევრებია!

  1. Biblioteca Espana – შენობა მდებარეობს მაღალ მთაზე ქალაქ მედილინში, კოლუმბია. ეს შენობა აშენდა 90-იან წლებში და სახელწოდება “ესპანური” ბიბლიოთეკა დაერქვა იმიტომ, რომ მის მშენებლობაში უდიდესი წვლილი მიუძღვის მეფე ხუან კარლოს, შესაბამისად ყოველივე ეს მის პატივსაცემად. ფაქტობრივად, ბიბლიოთეკა-პარკი – ეს არის კომპლექსური სამი შენობა, რომელიც მდებარეობს ერთ პლატფორმაში, რომლის საერთო ფართობი დაახლოებით ათასი კვადრატული მეტრია.
  2. Dutch cubic building – 1970 წელს გაჩნდა აღნიშნული კუბური სახლის შექმნის ორიგინალური იდეა. არქიტექტორმა Piet Blom-მა შეიმუშავა რამდენიმე მსგავსი შენობების დიზაინი, რომლებიც აშენდა ქალაქ ჰელმონდში. 1984 წელს იყო ასეთი სახლები როტერდამშიც.
  3. House Nora – სანამ დანგრეოდა სახლი Houston (TX), შენობა გარდაიქმნა მართლაც შესანიშნავ ინსტალაციად. ეს იგივეა, როგორც ნაგებობაზე მიმდგარი ქარიშხალი – საოცარი სტრუქტურა და ილუსტრაცია! სამწუხაროდ, სახლი დაანგრიეს 2005 წელს.
  4. Hotel Hang Nga Crazy House or in Dalat – ეს უცნაური სასტუმრო დააპროექტა არქიტექტორმა Dang Viet Vietnamese Nga-მა. სტრუქტურა ჰგავს ზღაპრულ ციხესიმაგრეს, ის მართლაც ძალიან უნიკალურია.
  5. სიეტლის ცენტრალური ბიბლიოთეკა – ცენტრალური ბიბლიოთეკა აშენდა 2004 წელს, როგორც მოქალაქეების ფუნქციური საჯარო სივრცე.
  6. Crooked house – ეს შენობა არის ნამდვილი ზღაპარი და წარმოადგენს პოლონეთის სავაჭრო ცენტრს. იგი შეიქმნა 2004 წელს Zelewski Shotinskim-ის და სხვა არქიტექტორების მიერ. უნიკალური კონსტრუქციისა და დიზაინის გამო, ის შევიდა ევროპული არქიტექტურის შედევრებისა და აღმოჩენების ნუსხაში.
  7. ბრაზილიის ნაციონალური მუზეუმი – არქიტექტორი ოსკარ ნიმეიერი იყო ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მხატვარი. მან ააშენა აღნიშნული შენობა 2006 წელს, რომელმაც შემდგომში მსოფლიოს უჩვეულო არქიტექტორულ შედევრების ნუსხაში ერთ-ერთი პირველი ადგილი დაიმკვიდრა.
  8. Twisted house – ეს სახლი წარმოადგენს ინდიანაპოლისის ხელოვნების ცენტრს (ინდიანა, შეერთებული შტატები) დაარსდა ხისგან, არქიტექტორ John McNaughton-ის მიერ.
  9. House Changeling – შენობა მდებარეობს Trassenheide-ში, გერმანიაში. წარმოადგენს ძალიან ორიგინალური კონსტრუქციის ნაგებობას, რომელიც ამოყირავებული სახლის დიზაინს მოგაგონებთ.
  10. Hotel Marquis de Riscal – მდებარეობს ესპანეთში, სოფელ Elciego-ში. აღნიშნულ შენობას მეტწილად აქვს შენარჩუნებული შუა საუკუნეების თვისებები. იგი შეიქმნა 1858 წელს Ricardo Bellsola-ს მიერ და წარმოადგენს მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს შედევრს არქიტექტურის ისტორიაში.