დაბადების დღე – როგორ გავატაროთ ის?

დაბადების დღე – როგორ გავატაროთ ის?

1558
5
წილი

დაბადების დღე – ეს ის მნიშვნელოვანი დღეა, როდესაც თითოეული ჩვენგანი დედამიწას მოვევლინეთ. პატარა ბავშვები ამ დღეს მოუთმენლად ელოდებიან, მათ სურთ, რომ ყოველი მომდევნო დღე მათი დაბადების დღე იყოს, რაც უფრო გადის დრო, მით უფრო ნაკლებია ამ დღის მოახლოების სურვილი, თუმცა როგორც ამბობენ, თუნდაც 60-70 წლის ასაკში – გული არ ბერდება და მარადიულ ახალგაზრდობას ინარჩუნებს.

ყველა ადამიანს თავისებული აღნიშვნა აქვს,  რაც არ უნდა იყოს ეს დღე ყველასათვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამის უგულებელყოფა შეუძლებელია და მაინც, როგორ შეიძლება გავატაროთ ეს დღე?

  • რომანტიკული ვახშამი – მათთვის, ვინც შეყვარებულია, დაბადების დღის ყველაზე საუკეთესო საჩუქარი იქნება სანთლის შუქი, რომანტიკული გარემო და გვერდით ის ადამიანი, რომელიც სიცოცხლეს ურჩევნია. დიდი დაბადების დღის გადახდის შემთხვევაშიც კი იქნება მისი მეორე ნახევარი მის გვერდით, მაგრამ რომანტიკულ ვახშამს სულ სხვა დატვირთვა აქვს. ფარულად თუ ცხადად,  ყველა ადამიანს სურს იყოს ზღაპრის გმირი თუნდაც ერთი დღით, ამის უზრუნველყოფა კი მხოლოდ მამაკაცს შეუძლია.             
  • მეგობრებთან ერთად – ეს დაბადების დღის ყველაზე სტანდარტული აღნიშვნაა. გყავდეს გვერდით შენთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანები და იზიარებდე მათთან ერთად სიხარულსა და მხიარულებას. ამაზე დიდი ბედნიერება რა შეიძლება იყოს ადამიანისათვის? ეს შეიძლება იყოს ვიწრო სამეგობრო, სადაქალო, საძმაკაცო ან ყველა შენთვის ძვირფასი ადამიანი ერთად – ეს რომანტიკული ვახშმის შემდეგ, მეორე ყველაზე საუკეთესო დაბადების დღის აღნიშვნაა.                                                                              
  • ქალაქგარეთ გასვლა – თუ ზაფხულია და ამინდები ხელს გიწყობთ, დაბადების დღე შეგიძლიათ ბუნებაში გაატაროთ. წარმოიდგინეთ თქვენი საყვარელი ადამიანი/მეგობრები, თქვენ და ბუნება. თუმცა ამის უზრუნველყოფა ზამთარში ბუხართანაც სრულიად შესაძლებელია.                                                      
  • რაღაცა ახალი და ორგინალური – თუ თქვენ გამოირჩევით ორიგინალური და კრეატიული აზროვნებით, შეგიძლიათ ყველა სტანდარტის დამსხვრევა და თქვენეული საუკეთესო დაბადების დღის ორგანიზება. ეს შეიძლება იყოს ყველაფერი ერთად. შეყვარებული, მეგობრები, ოჯახის წევრები, ახლობლები, მოკლედ რომ ვთქვათ ყველა თქვენთვის საყვარელი ადამიანი და თქვენ. ეს დღე შეიძლება მოიცავდეს რომანტიკასაც, მხიარულებასაც, პიკნიკსაც და თუნდაც ცხენებზე ჯირითსაც, მთავარია ამის სურვილი და მონდომება. მთავარია ის გარემო ვინც გარშემო გყავთ, ვინც უზრუნველყოფს თქვენს ღიმილს და ბედნიერია თქვენი დაბადებით. ასევე პერსონალურად თქვენი განწყობა, როგორი ხართ თქვენ. ზოგ ადამიანს მარტოობა ურჩევნია და სრულიად არ უყვარს დაბადებს დღის აღნიშვნა, როგორი ხართ თქვენ? 

თქვენ გაქვთ სრული 24 საათი იმისათვის, რომ დაგეგმოთ თუ რა შეიძლება გააკეთოთ ამ დღეს. მთავარი არის, ის რომ გიხაროდეთ და იყოთ ბედნიერი. ვინც დღეს დაიბადეთ, ყველას გილოცავთ დაბადების დღეს დღეს!!!