საზაფხულო სიამოვნება – საზამთრო და ნესვი

საზაფხულო სიამოვნება – საზამთრო და ნესვი

224
0
წილი

ალბათ ვერავის ვერ წარმოუდგენია ზაფხულის სიცხე და მზიანი ამინდები საზამთროსა და ნესვის გარეშე. ეს არის ზაფხულის  ყველაზე ცნობილი ხილის სახეობა, რომლებიც არა მხოლოდ გემრიელი და არომატული, არამედ ძალიან სასარგებლოცაა.

main_post_c74a755c44ea9ace2982ef004e5f1798

ნესვი  ცნობილია უძველესი დროიდან, ეს არის ბიბლიაში მოხსენიებული სამოთხის  ბაღის ერთ-ერთი შემადგენელი ხილის სახეობა. მისი ნაყოფი შეიძლება იყოს ძალიან განსხვავებული – მრგვალი და ცილინდრული ფორმის. მრავალფეროვანი ნესვის სახეობა შეიძლება იყოს მწვანე, ყვითელი, ყავისფერი, თეთრი, ასევე გარდამავალი ფერები მწვანე ზოლებით. შიგთავსი კი შეიძლება იყოს  მომწვანო, ფორთოხლის ფერი ან თითქმის თეთრი.

რაც შეეხება საზამთროს, ის არის ცილინდრული, ოვალური ან სფერული ფორმის. ქერქი შეიძლება მერყეობდეს ღრმა მწვანე და თეთრი ზოლების ფერებში.  შიგთავსი შეიძლება იყოს  წითელი, ვარდისფერი, ყვითელი, ან თუნდაც თეთრი.

თქვენ  აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ ნესვი  და საზამთრო ხელს უწყობს ნიტრატებისა და მავნე ნივთიერებების დაგროვებას. პრობლემების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია, რაც შეიძლება ახალი ნაყოფის მიღება. დაჭრილი ნესვი და საზამთრო დაუყონებლივ უნდა იქნეს მიღებული ორგანიზმის მიერ, სხვაგვარად მისი დაყოვნება, ხელს უწყობს სხვა მავნე ნივთიერებების ფორმირებას.

საზამთროს და ნესვის სეზონი, ეს არის  ზაფხულის ბოლოს – შემოდგომაზე. ამ პერიოდის განმავლობაში, ექიმები გირჩევენ მიიღოთ ახალი და ბუნებრივი პროდუქტები და აუცილებლად მიაქციოთ ყურადღება ნიტრატების რაოდენობას და შემცველობას.

main_post_1beddc9602d075c067dd27712f4de2ca

საზამთროს და ნესვის სასარგებლო თვისებები

საზამთროს კენკრა, შიგთავსი,  ნესვი და  მისი ნაყოფი შეიცავენ  ძალიან დიდი რაოდენიბის ვიტამინებს, ორგანიზმისათვის საჭირო საკვებ ნივთიერებებს და სხვადასხვა დამატებით/დამატენიანებელ ელემენტებს. მათში წარმოდგენილია დიდი რაოდენობით E ვიტამინი, რომელიც ადამიანის ორგანიზმს ხანგრძლივი დროის განმავლობაში უნარჩუნებს ახალგაზრდა, ჯანმრთელ და ენერგიით სავსე სხეულს. აღნიშნული ვიტამინი განსაზღვრავს კანის  ელასტიურობას, სიმტკიცეს და ტონს.  სწორედ ამიტომ, საზამთროსა და ნესვის გამოყენება შესაძლებელია კოსმეტიკური მოხმარების თვალსაზრისითაც – ისინი ძალიან კარგი სახის ნიღბებიც კი შეიძლება აღმოჩნდნენ.

საზამთრო და ნესვი ძალიან ეფექტურია ასევე მათთვის, ვისაც სურს წონის კორექცია და მიმართავს დიეტას.

საზამთრო

საზამთრო შეიცავს მაღალი კონცენტრაციის ვიტამინებს, რომლებიც საჭიროა ადამიანის ორგანიზმის ჯანსაღი ფუნქციონირებისათვის და უზრუნველყოფს  მომნელებელი და ნერვული სისტემების გამართულ მუშაობას. საზამთრო ასევე შეიცავს ძალიან დიდი რაოდენობით ვიტამინი C-ს, რომელიც აძლიერებს სხეულს და ზრდის მის დამცველობით ფუნქციას.

image27323

ის შეიცავს ფოლიუმის მჟავას, რომელიც აუმჯობესებს ტვინის ფუნქციას და სისხლის მიმოქცევას. ის ასევე შეიცავს ბოჭკოვანას, რომელიც გამორიცხავს  სხეულიდან  ტოქსინებს და არეგულირებს კუჭ-ნაწლავის სისტემის გამართულ მუშაობას.  ასევე  შეიცავს კაროტინს, პექტინს და სასარგებლო მინერალებს, ისეთებს, როგორებიცაა კალიუმი, მაგნიუმი, რკინა, კალციუმი – თუმცა არა დიდი რაოდენობით.

საზამთრო ზრდის მომნელებელი სისტემის  სწორ მუშაობას და საშუალებას იძლევა გამოიყოს ჭარბი ქოლესტერინი. მას აქვს უნიკალური ნივთიერება – lycopene, რომელიც ძალიან კარგია კიბოს თავიდან ასაცილებლად.

მაგრამ საზამთროს ყველაზე  მთავარი სასარგებლო კომპონენტი  ეს არის  – წყალი. იგი შეიცავს 90% წყალს. გარდა ამისა, მას აქვს მინერალები, რომლებიც საშუალებას  იძლევიან  ორგანიზმში შენარჩუნებულ იქნეს საჭირო სითხის შემცველობა  და უზრუნველყოფილი იყოს ელექტროლიტების ბალანსი. მის შემადგენლობაშია კიდევ ერთი ძალიან სასარგებლო ნივთიერება, ეს არის  – citrulline, რომელიც აფართოებს სისხლძარღვებს.

ნესვი

ნესვის შემადგენლობაშია შემდეგი ვიტამინები – F, C, B1, B2, PP, A, კაროტინი, ფოლიუმის და ასკორბინის მჟავა, აგრეთვე მარილები, რკინია, კალიუმია და  ნატრიუმის ცელულოზია. მას აქვს ნერვული სისტემის დამამშვიდებელი ეფექტი, აძლიერებს იმუნიტეტს და ჰემოგლობინის დონეს სისხლში.

ძალიან მაღალია შაქრის შემცველობა, მაგრამ იგი არ შეიცავს ფრუქტოზას და საქაროზას, რომელიც ჭარბი რაოდენობით შეიძლება იქნეს მიღებული.  რბილობი მდიდარია რკინით, ის აქ 17-ჯერ  უფრო მეტია, ვიდრე რძეში. სწორედ ამიტომ ნესვი ძალიან სასარგებლო სისხლმბადია და რეკომენდირებულია მათთვის, ვინც განიცდის ანემიას.

main_post_9de01bbcbce298eac8712ace6c74d99c

აღნიშნული ხილის სილიციუმი აძლიერებს იმუნურ სისტემას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ნერვული სისტემის და შინაგანი ორგანოების კედლების ფორმირებას, ის ძალიან ეფექტურია ანთებითი დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლველად. ნესვი შეიცავს კალიუმს, კალციუმს, ნატრიუმს  და ტუტე მეტალის მარილების ორგანულ მჟავებს.

ნესვი შეიცავს  აგრეთვე ისეთ ნივთიერებას, რომელიც პასუხისმგებელია თმის ხარისხსა და ზრდაზე. ნაყოფი მდიდარია ფერმენტებით და კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის მიერ.  ნესვი რეკომენდირებულია მაშინაც კი, როდესაც იმყოფებით ცუდ ხასიათზე და გაქვთ დეპრესია,  მას მოიხსენიებენ როგორც “ბედნიერების ჰორმონს”.