სიტყვები, რომლებსაც ხმამაღლა ვერ ვამბობთ

სიტყვები, რომლებსაც ხმამაღლა ვერ ვამბობთ

419
19
წილი

იყო პირდაპირი და თქვა ის, რასაც ფიქრობ, ეს მართლაც რომ ძალიან დიდი ნიჭია და ძალიან ცოტა ადამიანს თუ შესწევს ამის უნარი. ეს პირდაპირ უკავშირდება იმას, თუ რამდენად თამამი ხართ და რამდენად შეგიძლიათ თქვენი აზრის ბოლომდე დაცვა, ან სხვა შემთხვევაში,  რამდენად უფრთხილდებით იმ ადამიანითან ურთიერთობას, რომელიც არის თქვენს მიერ წარმოთქმული სიტყვების ადრესატი. ზოგადად, ამბობენ, რომ ცხოვრება თეატრია, ყველა ადამიანი კი მოქმედებს კონკრეტულად მის მიერ გათამაშებული როლის მიხედვით , რამდენად ეთანხმებით ამას?

images

წარმოგიდგენთ ყველაზე ხშირად წარმოთქმულ ფრაზებს, რომელსაც თითოეული ადამიანი ცხოვრების მანძილზე ძალიან ხშირად იმეორებს. რას ვამბობთ სინამდვილეში?

ჩვენ ვამბობთ…ჩვენ ვგულისმობთ…

  • ჩვენ ვამბობთ – “ვერ გიპასუხე ტელეფონზე, იმიტომ რომ დაკავებული ვიყავი” – როდესაც გვრცხვენია ვაღიაროთ, რომ აღნიშნული ადამიანის ხმა უკვე აღარ გვანიჭებს ბედნიერებას, როდესაც ვცდილობთ გავიმართლოთ უბრალოდ თავი.
  • ჩვენ ვამბობთ – “მე შენგან უკვე აღარაფერი მჭირდება” – როდესაც სინამდვილეში კონკრეტული პიროვნებისაგან ძალიან ბევრი რამ გვჭირდება და ვცდილობთ მივიღოთ ის. იმედით იმისა, რომ შეგვეწინააღმდეგებიან და გვეტყვიან, სიტყვებს “შენ ყველაფერი გექნება, რაც გინდა…”
  • ჩვენ ვამბობათ – “აქ ცივა” -როდესაც ჩვენ ძალიან გვჭირდება ვინმეს ჩახუტება.
  • ჩვენ ვამბობათ – “ჩემთვის უკვე სულერთია სიცოცხლე” – როდესაც სინამდვილეში გვინდა, რომ ჩვენს გვერდით იყვნენ.
  • ჩვენ ვამბობთ – “მე არავის ვჭირდები…” – როდესაც  სინამდვილეში ყველას ვჭირდებით, მაგრამ მხოლოდ იმ ერთისაგან ვგრძნობთ სიცივეს, რომელიც მთელს სიცოცხლეს გვირჩევნია.
  • ჩვენ ვამბობათ – “მადლობა, რომ არსებობ!” – როდესაც არ შეგვიძლია ვთქვათ – “მე შენ მიყვარხარ!”
  • ჩვენ ვამბობთ – “თავს მარტოც  გავართმევ!” -როდესაც სინამდვილეში გვრცხვენია ვითხოვოთ დახმარება.
  • ჩვენ ვამბობთ – “შენ ძალიან კარგი მეგობარი ხარ” – როდესაც სინამდვილეში შეიძლება მეტიც ხარ, უბრალოდ თავად ვერ ამჩნევ.
  • ჩვენ ვამბობთ – “ეს არ არის მთავარი!” – როდესაც ვიცით, რომ უბრალოდ არ გვაქვს არჩევანი სხვაგვარად შევრიგდეთ.
  • ჩვენ ვამბობთ – “მე შენ გენდობი!” -როდესაც სინამდვილეში გვეშინია, რომ სათამაშოებად ვიქეცით და ვერ ვაღიარებთ ამას ხმამაღლა.
  • ჩვენ ვამბობთ – “სამუდამოდ!” – როდესაც ჩვენ არ გვინდა დავხედოთ საათს, როდესაც გვინდა ეს წამი გაჩერდეს, გვინდა ვთქვათ უფრო მეტი რაღაც, თუმცა არ შეგვიძლია, არ გვყოფნის ამისათვის სითამამე.
  • ჩვენ ვიცინით სიკვდილზე, თუმცა შეგვიძია ვიყიდოთ ერთი დიდი ყუთი წამლების შეკვრა აფთიაქში
  • ჩვენ ვამბობთ, რომ ცხოვრება მშვენიერია და მივდივართ მაღაზიაში კიდევ ერთი ბოთლი ღვინის/არაყის საყიდლად.

11-3