რამდენად მაღალია სოციალურ ქსელებზე თქვენი მიჯაჭვულობის კოეფიციენტი

რამდენად მაღალია სოციალურ ქსელებზე თქვენი მიჯაჭვულობის კოეფიციენტი

566
1
SHARE

21-ე საუკუნეში ადამიანის ცხოვრებაში უდიდესი ადგილი უკავია ინტერნეტ სივრცეს. თავდაპირველად სოციალური ქსელების შექმნის იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ მომხდარიყო კომუნიკაციის საშუალებების გამარტივება, საჭირო ინფორმაციის მიღება-გაცვლა, მიმოფანტული ძველი თუ ახალი მეგობრების ერთმანეთთან დაახლოვების და განშორების გაადვილება, დაკავშირება ადამიანებთან მთელი მსოფლიოს გარშემო. იდეა ძალიან კარგი იყო და უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა დროთა განმავლობაში სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ვირტუალურმა სამყარომ ჩაანაცვლა რეალური ცხოვრება. ადამიანები იმდენად დამოკიდებულნი გახდნენ სოციალურ ქსელებზე, რომ მათ ერთი დღეც კი არ შეუძლიათ გაძლონ ინტერნეტ სივრცის გარეშე. 2013 წელს ფსიქიატრთა ასოციაციის ოფიციალურმა გამოცემამ ,,The American Journal of Psychiatry” გამოაქვეყნა სტატია, რომლის მიხედვითაც მსოფლიო ფსიქიატრიამ ინტერნეტ–მიჯაჭვულობას მიანიჭოა ოფიციალური დაავადების სტატუსი. მეცნიერები საგანგაშოდ მიიჩნევენ იმ ადამიანთა რიცხვს, რომელთაც სოციალური ქსელების გარეშე ცხოვრება ვეღარ წარმოუდგენიათ. დღევანდელი მონაცემებით მსოფლიოს მოსახლეობის 28,7%-ია ყოველდღიურად სოციალურ ქსელებზე მუდმივად დამოკიდებული, რაც არც თუ ისე სახარბიელო რაოდენობაა. მარტის მონაცემებით ყველაზე მოთხოვნადი სოციალური ქსელების ჩამონათვალი და საშუალოდ ყოველთვიური სტუმრების სია კი ასე გამოიყურება: Facebook – 900,000,000 Twitter – 310,000,000 LinkedIn – 255,000,000 Pinterest – 250,000,000 Google Plus + – 120,000,000 მეცნიერები გამოყოფენ იმ ძირითად სიმპტომებს, რითიც შეგვიძლია გავიგოთ ვართ თუ არა სოციალურ ქსელებზე მიჯაჭვულნი:

  • როდესაც ტელეფონს იყენებთ უფრო და უფრო იშვიათად და მის მაგივრად მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს აგზავნით ინტერნეტის მეშვეობით, არ საუბრობთ ხმამაღლა და გადადიხართ ე.წ. ჩურჩულის რეჟიმზე.
  • იღებთ ფოტოებს სადაც მოგხვდებათ, ეს იქნება გაღვიძებისას, დაძინებისას, უბრალოდ საყიდლებზე წასვლისას, ყველგან! ყოველივე ამას მომენტალურად ტვირთავთ თქვენი Facebook-ის გვერდზე, სადაც ფოტოების რაოდენობა სამნიშნა რიცხვს აჭარბებს.
  • იღებთ ძალიან ბევრ სელფს, ძალიან! თუ არ იღებთ, გიპყრობთ დაუკმაყოფილებლობის გრძნობა.
  • ისევე როგორც ფოტოების შემთხვევაში, სადმეს წასვლისას თავს ინიშნავთ რომ ხართ კონკრეტულ ადგილას, მსუბუქად რომ ვთქვათ Facebook-ის გვერდზე “ჩექინდებით” ან “თაგავთ საკუთარ თავს”, გინდათ რომ იცოდეს ყველამ სად იმყოფებით.
  • ახალი დღის დადგომისას, არ ფიქრობთ იმას, ხვალ რომ მოხდეს უბედური შემთხვევა, როგორ იქნებით, არამედ იმას რამდენი პოსტი დაგხვდებათ სოციალურ ქსელებში.
  • უფრო დიდ დროს უთმობთ კომპიუტერთან ჯდომას, ვიდრე სეირნობას, მეგობრების ნახვას, მათ ხომ ონლაინ რეჟიმში ისედაც ეკონტაქტებით.
  • თქვენ არასდროს ყოფილხართ ფერმერი, მაგრამ ამ თამაშს უფრო და უფრო დიდი მოტივაციით თამაშობთ სოციალურ ქსელზე.
  • თქვენ არ შეგიძლიათ WiFi-ის გარეშე. თუ ის არ გაქვთ იყენებთ ფასიან ინტერნეტს, სხვაგვარად კონკრეტულ სიტუაციაში თუ არ დაიჭირა WiFi-მ, განწირული ხართ ინტერნეტის გარეშე.
  • თქვენ ხშირი ინტენსიობით ამოწმებთ თქვენს ტელეფონს, არა იმიტომ რომ ნახოთ შემომავალი ზარები, არამედ იმიტომ რომ შეხვიდეთ ინტერნეტში და გაიგოთ რა ხდება ქვეყანაზე.
  • თქვენს სავიზიტო ბარათზე ტელეფონის ნომრის მაგივრად მითითებულია Facebook-ის ან Twitter-ის მისამართი.
  • იცნობთ გოგოს/ბიჭს, გაგაჩნიათ გარკვეული სიმპატია და გინდათ მომავალშიც ეკონტაქტოთ, თქვენ კი ნომრის მაგივრად ეკითხებით როგორ არის დარეგისტრირებული სოციალურ ქსელებზე.
  • მოგდით მოკლე ტექსტური შეტყობინება “როგორ ხარ?” თქვენ კი ამას პასუხობთ, რომ მიწერთ სახლიდან სოციალური ქსელების მეშვეობით.
  • როდესაც გეგმავთ დასვენებას და არჩევთ ადგილს, თქვენი პირველი კითხვა არის იჭერს თუ არა WiFi.
  • თქვენ მოგწონთ სიტყვა “ვირუსი”, მიუხედავად იმისა, რომ ის შეიძლება ასოცირდებოდეს გრიპთან.
  • თქვენ გაქვთ ერთგვარი გეგმა. თუ Facebook-ს რაღაც დაემართება, გაქვთ Twitter, თუ აქაც პრობლემა მოხდა კიდევ უამრავი სხვა სოციალური ქსელი.
  • თქვენ ზიხართ ოთახში მარტო, კომპიუტერთან. ხმამაღლა საუბრობთ “კი ეგრეა!” ან მსგავსი სახის გამოძახილებს, ინტერნეტთან ყოფნის პერიოდში.
  • თქვენ მოუთმენლად ელით პარასკევ დღეს, განა იმიტომ, რომ შაბათ-კვირა მოდის და გინდათ დაისვენოთ, არამედ ერთი სული გაქვთ როდის მონიშნავთ #followfriday-ის.

  ეს არასრული ჩამონათვალია იმ სიმპტომების, რომელიც კომპიუტერით გატაცებულ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს. ამის წაკითხვისას იქნებ თქვენც იპოვოთ თქვენი თავები. ამ სენისაგან თავის დასაღწევად ფსიქოლოგები გვირჩევენ, პირველ რიგში ვაღიაროთ, ის რომ სოციალურ ქსელებს ჩვენი ძვირფასი დროის 70% მიაქვს, აღიარება უკვე სანახევროდ აგვარებს პრობლემას. შემდეგ კი ვეძებოთ ის ალტერნატიული ვარიანტები, რითიც შეგვიძლია დავკავდეთ და უფრო პროდუქტიულად გამოვიყენოთ ეს დრო. მაგალითად ცეკვა, ცურვა, ხატვა, სხვადასხვა სახის აქტივობა.