სწორი კვების 10 ძირითადი წესი

სწორი კვების 10 ძირითადი წესი

2196
0
SHARE

სწორი კვება ჯანმრთელი ცხოვრების წესის შენარჩუნების უპირველესი წინაპირობაა. თითოეული ჩვენთაგანი თუ შევადგენთ ჩვენს ყოველდღიურ რაციონს და დავიცავთ ყველა იმ წესს, რასაც ჯანსაღი კვება გულისხმობს, დიდი ხნის განმავლობაში გვექნება სტანდარტული წონა და სწორი ფორმები, თავს ავარიდებთ დიეტების აუცილებლობას, შევინარჩუნებთ ჯანმრთელ სხეულს და გაგიკვირდებათ და კანის ელასტიურობას. დიეტოლოგები და ზოგადად ის კომპეტენტური ადამიანები, რომლებიც შეისწავლიან ჯანსაღი კვების რაციონს გამოყოფენ სწორი კვების ძირითად 10 წესს:

  1. წესი #1 – შეზღუდეთ თქვენი კვების რეციონში ცხიმიანი, მარილიანი და ცხარე საკვები, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რომ თქვენ სრულიად უარს ამბობთ ცხიმიან საკვებზე. დაიმახსოვრეთ! ცხიმი ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ორგანიზმის უჯრედებისა და ქსოვილებისათვის. აუცილებელია მისი მიღება, თუმცა განასხვავეთ ერთმანეთისაგან სასარგებლო და ზედმეტი. ეცადეთ რაციონიდან ამოიღოთ სწრაფი კვების ობიექტების მიერ შემოთავაზებული საკვები: ჰამბურგერი, ჩიზბურგერი, ჩიფსები და სხვ.
  2. წესი #2 – შეადგინეთ თქვენი მთლიანი კვირის რაციონი. გაითვალისწინეთ! შერჩეული პროდუქტები უნდა იყოს დაბალანსებული ვიტამინებით, მინერალებით და ყველა იმ კომპონენტით, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თქვენი ორგანიზმისათვის.
  3. წესი #3 – მიიღეთ საკვები დღეში 3-4-ჯერ, სურვილის შემთხვევაში 5-ჯერაც. დაბალანსებული საუზმე, ლანჩი, სადილი და ვახშამი, რომლის დროსაც იკვებებით ცოტას და დღის განმავლობაში სისტემატიურად,, ხელს უწყობს მიღებული საკვების გადამუშავებას და თქვენი კუჭის ჯანსაღ მუშაობას. ასევე წონის შენარჩუნებას.
  4. წესი#4 – შეარჩიეთ კვების რაციონი ისე, რომ წარმოდგენილი კალორიების მოცულობა დღის ჯამში შეადგენდეს 2000-2200 კალორიას. თუ რათქმაუნდა დიეტოლოგის ან ექიმის დანიშნულება არ გაქვთ, რომელიც ზღუდავს ან პირიქით ზრდის ამ რაოდენობას.
  5. წესი#5 – მიიღეთ საკვები თქვენი დახარჯული ენერგიის შესაბამისად. თუ თქვენ დღის განმავლობაში ხარჯავთ ძალიან დიდ ენერგიას, ორგანიზმი სუსტდება და საჭიროებს სიძლიერის აღდგენას, რასაც ის იღებს საკვებიდან. ამიტომ როდესაც განსაზღვრავთ დღის რაციონს, გაითვალისწინეთ თქვენი ორგანიზმის დატვირთვა და საჭიროება.
  6. წესი #6 – საკვების მიღებისას გამორიცხეთ სიჩქარე. აუცილებელია სწორი კვება, რომელიც არამარტო სწორად შერჩეულ საკვებში, არამედ მის მიღების წესებშიც აისახება. დაღეჭეთ ნელა და ბოლომდე, შეიგრძენით მისი გემო და მიიღეთ სიამოვნება.
  7. წესი #7 – თუ გაქვთ საშუალება საკვების მიღების შემდგომ გაისუფთავეთ კბილები. სტომატოლოგები ძალიან დიდ რეკომენდაციას უწევენ კბილების სისტემატიურ გასუფთავებას. ამით ხელს შეუშლით კარიესის განვითარებას და შეინარჩუნებთ ჯანსაღ ორგანიზმს.
  8. წესი #8 – საკვების მიღების დროს, არ წაიკითხოთ! არ უყუროთ ტელევიზორს! არ გადაიტანოთ სხვა რამეზე ყურადღება! ორგანიზმი საკვების მიღებიდან 20-30 წუთის შემდგომ განიცდის კმაყოფილების განცდას და დანაყრებას. გადატანილი ყურადღება კი ხელს უშლის სწორ კვებას.
  9. წესი #9 – რეკომენდირებულია არ დალიოთ წყალი საკვების მიღებისას და მისი მიღებიდან ნახევარი საათის განმავლობაში. ამ დროს მიღებული წყალი ხელს უშლის საკვების გადამუშავებას.
  10. წესი #10 – მიღებული საკვების გადანაწილება. რას გულისხმობს ეს? აუცილებელია ცოტ-ცოტა ყველაფრის მიღება. მაგალითად მხოლოდ ერთი დიდი ნაჭერი ტორტი და სხვა საკვების გამორიცხვა როდესად სადილობთ, არ არის რეკომენდირებული, აუცილებელია ძირითადი საჭმლის, ხილის და დესერტის გადანაწილება პირდაპირპროპორციულად.