აღდგომის მხიარული და სახალისო თამაშები თქვენი პატარებისათვის

აღდგომის მხიარული და სახალისო თამაშები თქვენი პატარებისათვის

119
0
SHARE

აღდგომა – ეს არის უდიდესი დღესასწაული ყველა საუფლო დღესასწაულს შორის, რომელსაც ყოველთვის უდიდესი დატვირთვა აქვს თითოეული ქრისტიანის ცხოვრებაში. ეს არის ცოდვაზე გამარჯვების ზეიმი, ნიშანი იმისა რომ ჩვენ ვცოცხლობთ! თოთოეული მართლმადიდებელი განსაკუთრებულად ემზადება ამ უმნიშვნელოვანესი დღესასწაულისათვის. თუმცა აღნიშნული მზადება, მხოლოდ სინანულში და სუფრის მზადებაში არ არის გამოხატული. როგორ ზეიმობენ ამ დღეს ბავშები? აღნიშნულ სტატიაში შევეცდები წარმოგიდგინოთ რამდენიმე საბავშვო თამაში, რომელიც გაახალისებს თქვენი შვილების დასვენების დღეებს და მისცემს მათ არდადეგებით ტკბობის უფრო მეტ ხალისს. როგორ გავახალისოთ ბავშები? არსებობს ამის რამდენიმე ძალიან სახალისო თამაში და შეჯიბრება: თამაში #1 – დაყავით ბავშვები ორ ჯგუფად. ბალახზე დახაზეთ სტარტის და ფინიშის ნიშნული. თითოეულ ბავშვს მიეცით კოვზი და კვერცხი. დაალაგეთ ისინი რიგის მიხედვით. მათ კოვზზე უნდა განათავსონ კვერცხი და ის ან ხელით ან კბილებით დაიჭირონ, ისე უნდა გაიქცნენ ფინიშის ხაზამდე და უკან და გადასცენ კვერცხი მათი გუნდის სხვა მონაწილეს. გამარჯვებული იქნება ის გუნდი, რომელიც უფრო სწრაფად მორჩება თამაშს და რაც მთავარია მთელი კვერცხით. ძალიან სახალისოა, ასწავლეთ ითამაშონ! თამაში #2 – ბავშვები მიეცით ერთი თეთრი კვერცხი, რომ მოათავსონ თამაშის ცენტრში. თავიანთი კვერცხი მონიშნონ რაიმე მსგავსი ნიშნით (ფერადი კვერცხების შემთხვევაში ისინი გაარჩევენ, თუმცა წითელი კვერცხების შემთხვევაში რომ შეძლონ გარჩევა, რომელი რომლისაა). თამაშის წესი მარტივია, ისინი აგორებენ კვერცხებს, მოგებულია ის, რომლის კვერცსი ყველაზე ახლოსაა თეთრ ცენტრში მყოფ კვერცხთან ან უსწრებს მას. შეიძლება თვლით, რომ ეს სრული აბსურდია, მაგრამ ბავშებს უყვართ აბსურდი, ძალიან იხალისებენ. თამაში #3 – კვერცხების ბრძოლა. ეს თამაში ძალიან გავრცელებულია, არამარტო ბავშვებში არამედ ახალგაზრდებშიც და დიდებშიც. მთავარი პრინციპი მდგომარეობს კვერცხების შეჭიდებაში, ბავშები ერთმანეთს ურტყამენ თავიანთ კვერცხებს, იგებს ის, ვისი კვერცხიც რჩება მთელი. თამაში #4 – ბავშვები თავიანთ სათამაშოებს/კვერცხებს ანთავსებენ სხვადასხვა ადგილას. ეს არის ერთგვარი დამალობანას პრინციპი, შემდეგ აბამენ თოკებს მათ შორის და თოკების ლაბირინთში ცდილობენ იპოვონ სად არის დამალული თითოეული მათგანი. თოკების საშუალებით, კი გამოაგორონ დანიშნულების ადგილას. გამარჯვებული არის ის ვინც ყველაზე სწრაფი აღმოჩნდება და შეძლებს იპოვოს დამალული კვერცხი. თამაში #5 – ეს არის ძალიან სახალისო და ინტელექტუალური თამაში. ამისათვის თქვენ დაგჭირდებათ ერთგვარი წამახალისებელი პრიზები, როგორებიცაა კანფეტები, შოკოლადები, პატარა სათამაშოები და სხვ. უთხარით თქვენს ბავშვვებს რომ უნდა იპოვონ საგანძური, ამისათვის მათ დაჭირდებათ ერთგვარი სტრატეგია/გეგმა, იმისა თუ სად შეიძლება იყოს ის დამალული. მინიშნებებისათვის გამოიყენეთ კვერცხები. ამ თამაშის მეშვეობით, ისინი წარმოიდგენენ, რომ იმყოფებიან მულტფილმში, სადაც აქვთ დიდი პასუხისმგებლობა დაკისრებული და უნდა იპოვონ განძთა კუნძული, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მათი ცხოვრებისათვის (მულტფილმების მაგალითზე). ისინი აღნიშნული თამაშით ეცდებიან სხვადასხვა სახის ალტერნატივების მოძიებას, ითამაშებენ ერთად და გაერთობიან, ბოლოს კი დატკბებიან თავიანთი აღმოჩენით, რაც მოჰგვრით ღიმილს. თამაში #6 – ძალიან ცნობილი და პოპულარული სააღდგომო თამაში, რომლიც მთავარი პრინციპი მდგომარეობს კვერცხის სწორ გაგორებაში სპეციალური მოწყობილობის გამოყენებით. მის გარშემო ხდება პატარა სუვენირების, კანფეტების განთავსება, ბავშვები კი რიგ-რიგობით აგორებენ თავიანთ კვერცხს, მოგებულია ის ბავში ვისი კვერცხიც შეეხება რომელიმე განლაგებულ სუვენირს ან კანფეტს. თამაში #7 – ინტელექტუალური თამაში, რომლის დროსაც მისცემთ კონკრეტულ დავალებებს ბავშებს, რისი შესრულების შემდეგაც წაახალისებთ. მაგალითად, ის ვინც ყველაზე ლამაზად მოხატავს თავის კვერცხს ფანქრით, მიიღებს გემრიელ ნამცხვარს ან შოკოლადს, დაუსვით აღდგომის შესახებ მარტივი კითხვები და ვინც სწორად გამოიცნობს ან გიპასუხებთ, აუცილებლად წაახალისებთ, ვინც იმღერებს ან ლექსს იტყვის მათთვის გაქვთ კიდევ სხვა პრიზები და ა.შ.