თბილისის ახალი ზოოპარკი

თბილისის ახალი ზოოპარკი

35
0
წილი

13 ივნისს განვითარებულმა მოვლენებმა, სრულიად გაანადგურა თბილისის ზოოპარკი. ძალიან ბევრი ცხოველი დაიღუპა, ბევრმა კი გაქცევით უშველა. Womens Nike Roshe One თბილისი ახალი გამოწვევების წინაშე დადგა, უამრავი დაღუპული ადამიანი, განადგურებული საცხოვრებელი სახლები, ძალიან ბევრი დაღუპული მტაცებელი ცხოველი, ტრაგედია, რომელიც თბილისს არასოდეს დაავიწყდება. აღნიშნულის ფონზე, დაიწყო საუბარი იმასთან დაკავშირებით, თუ რა ბედი ელის თბილისის ზოოპარკს და იფუნქციონირებს თუ არა იგი მომავალში. New Balance 990 mujer თბილისი მერმა დავით ნარმანიამ, ტელეკომპანია “მაესტროს” გადაცემა “ბიზნეს კონტაქტში ” საუბრისას განაცხადა, რომ ახალი ზოოპარკი აშენდება თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე. Huston Street Baseball Jersey “მას შემდეგ, რაც თბილისში გმირთა მოედნიდან ვაკე-საბურთალოს მიმართულებით ახალი გზის გაჭრა მოხდა, იქ დაირღვა ეკოლოგიური მდგომარეობა. მდინარე ვერე მოექცა ხიდის ქვეშ, გაიჩეხა ხეები და ეკოლოგიური თვალსაზრისით, დამატებითი პრობლემები გაჩნდა. T.J. Yeldon College Jerseys პრობლემები გაუჩნდათ ზოოპარკის მობინადრეებსაც. New Balance 009 mujer ამიტომ, ჩვენ გვაქვს მონახაზი, რომ ზოოპარკი გადავიტანოთ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე. Scarpe Nike Italia ხოლო ზოოპარკის ძველ ტერიტორიაზე დამატებითი რეკრეაციული ზონა შევქმნათ და გავაფართოოთ… დაირგვება დამატებითი ხეები, რათა ერთიანი სივრცე შეიქმნას და გარდა ამისა, გაკეთდება თანამედროვე ხმაურდამცავი მოწყობილობები, რითაც ხელს შევუწყობთ რეკრეაციული ზონების დაცვას, განვითარებასა და გაფართოებას.” – აღნიშნა მერმა. თბილისის ზღვის ზოოპარკის სავარაუდო დიზაინი ეკუთვნის “Proctor and Matthews”-ის თბილისის ზოოპარკისთვის გამართული საერთაშორისო დიზაინის კონკურსში მიწვეულ დიზაინერებს. Asics Gel Lyte 5 damskie ძალიან ბევრია კამათი იმის თაობაზე რომ ის ძალიან ძვირადღირებულია, თუმცა კონკრეტული დამტკიცებული დიზაინი თუ რომელი აშენდება თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ჯერ არავინ არ იცის. ეს პროექტი კი განთავსებულია www.proctorandmatthews.com-ის ვებ გვერდზე. (იხ. აქ) პროექტის მიხედვით თითოეული ზონა ხასიათდება ოთხი ბუნებრივი ელემენტით: ჰაერი, წყალი, მიწა და ცეცხლი – “ველური ევროპა” (ჰაერი), “მსოფლიოს ნედლი ტყეები” (წყალი), “აფრიკული სავანა და აზიური ნაბიჯები” (მიწა) და საბოლოოდ, “ჩრდილოეთ ამერიკა” (იელოუსტოუნის პარკი) და “ავსტრალიური ბუჩქებით დაფარული მიწა” (ცეცხლი). დიზაინერების მიერ ჩაფიქრებულია, რომ თბილისის ზოოპარკი გახდება 21-ე საუკუნის ველური ბუნების ატრაქციონი, ყველასაგან განსხვავებული და მოდრენიზებული, აქ იქნება უბარიერო გარემო და შეიქმნება უპრეცედენტო თემატური ლანდშაფტები, რომელიც მნახველს მიანიჭებს წარუშლელ შთაბეჭდილებას. asics gel kayano 21 męskie ასევე ჩაფიქრებულია, რომ ის იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზოოპარკი მსოფლიოში. დამპროექტებლების მოლოდინებით, ის შეძლებს მოიზიდოს 1.5 მილიონ მნახველზე მეტი წელიწადის განმავლობაში.