თქვენ არავის მიმართ ხართ ვალდებულნი!

თქვენ არავის მიმართ ხართ ვალდებულნი!

229
0
SHARE

უმეტეს შემთხვევაში ძალიან ბევრი ჩვენთაგანის გადაწყვეტილება დამოკიდებულია გარშემომყოფების აზრზე – ოჯახის წევრებზე, მეგობრებზე, საყვარელ ადამიანზე, შესაძლებელია სრულიად უცნობზეც კი. რაღაცა მომენტში, ერთგვარი პასუხისმგებლობაც კია, გადადგა სხვების აზრისაგან დამოუკიდებლად რაიმე კონკრეტული ნაბიჯი. დროთა განმავლობაში კი ეს ყველაფერი ერთგვარ ვალდებულებად და პასუხისმგებლობადაც კი ფორმირდება. ძალიან ცნობილი ფსიქოლოგი და ბლოგერი David Willey თვლის რომ არავინ არ არის არავის წინაშე ვალდებული. ის ამ საკითხს განიხილავს კონკრეტული პუნქტების მიხედვით, რომელებსაც დეტალურად ქვემოთ წარმოგიდგენთ.

  1. თქვენ არავის მიმართ არ ხართ ვალდებული აუხსნათ თქვენი ცხოვრება – თუ თქვენ ცხოვრობთ სამოქალაქო ქორწინებაში, ან ხშირად გადაადგილდებით ერთი ნაქირავები ბინიდან მეორეში, ან ცხოვრობთ მშობლებთან ერთად, მიუხედავად იმისა რომ თქვენ უკვე დიდი ხართ -ამ ყველაფრის გათვალისწინებით თქვენ სრულიად არ ხართ ვალდებული აუხსნათ სხვას, თუ რატომ იცვლით ხშირად საცხოვრებელს, ცხოვრობთ მშობლებთან ან ქორწინებაში. ეს არავის საქმე არ არის, ეს მხოლოდ თქვენი პირადი ცხოვრებაა!
  2. თქვენ არავის მიმართ არ ხართ ვალდებული აუხსნათ თქვენი ცხოვრებისეული პრიორიტეტები -თქვენ გაქვთ თქვენი საკუთარი მოსაზრება იმის შესახებ, თუ რა არის საჭირო თქვენი კომფორტისა და ბედნიერებისათვის. განასხვავეთ ერთმანეთისაგან თქვენი ახლობლებისა და საკუთარი თავის საჭიროებები.
  3. თქვენ არ ხართ ვალდებული ითხოვოთ პატიება, თუ არ თვლით თავს დამნაშავედ – თუ კონკრეტულ სიტუაციაში ყველა თვლის, რომ თქვენ ხართ დამნაშავე, თუმცა ამ საკითხს თქვენ სხვაგვარად აღიქვამთ. თუ არ გიპყრობთ სინანულის გრძნობა და თვლით, რომ საპატიებელი არაფერი გაგიკეთებიათ, ნუ მოიხდით ბოდიშს, ყველას ხომ საკუთარი სიმართლე აქვს!
  4. თქვენ არავის მიმართ არ ხართ ვალდებული გაიმართლოთ თავი იმაზე, თუ რატომ კარგავთ დროს მარტო -ძალიან ბევრ ადამიანს დროთა განმავლობაში სჭირდება საკუთარ თავთან მარტო ყოფნა, რაღაცეების გადაფასება, დაფიქრება, დასვენება და შემდეგ ერთიანი ძალებით რაღაცა ახლის შექმნა. თუ თქვენ რაღაცა პერიოდის განმავლობაში უპირატესობას ანიჭებთ მარტო ყოფნას, ეს სრულიად ნორმალურია და რაც მთავარია არავის საქმე არ არის! ეს თქვენ გინდათ და არა სხვას!
  5. თქვენ არ ხართ ვალდებული მიიღოთ სხვისი პირადი იდეები და რწმენა საკუთარ იდეებად – აზრთა მრავალფეროვნება – ეს გასაგებია და ძალიან მისასალმებელი, თუმცა ის, რომ თქვენი ახლობელი ფიქრობს კონკრეტულ საკითხზე ამგვარად, არ ნიშნავს იმას, რომ თქვენც ასე უნდა იფიქროთ. ყველას გააჩნია საკუთარი ინდივიდუალური მოსაზრება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამას ყველა უნდა დაეთანხმოს.
  6. თქვენ არ ხართ ვალდებული თქვათ “კი” – თუ თქვენ რაიმე კონკრეტული საკითხი არ მოგწონთ და არ ეთანხმებით, არ არის აუცილებელი წახვიდეთ დათმობაზე სხვების გამო. ასეთ სიტუაციებში ისწავლეთ თქვათ – “არა!”
  7. თქვენ არავის მიმართ არ ხართ ვალდებული იმართლოთ თავი საკუთარ ბუნებაზე/გარეგნობაზე – თქვენ შეიძლება იყოთ მორგებული და სრული, მაღალი, დაბალი, ბარბის აღნაგობის ამ ძალიან მსუქანი, ძალიან ლამაზი ან პირიქით, ძალიან წარმატებული ან აქაც პირიქით. მაგრამ დაიმახსოვრეთ ყველაზე მთავარი – ეს თქვენი ცხოვრებაა, თქვენ საზღვრავთ იმას თუ რა მოგწონთ ცხოვრებაში. ეს მხოლოდ თქვენ გეხებათ!
  8. თქვენ არ ხართ ვალდებული, აუხსნათ სხვას თუ რატომ გაქვთ კვების კონკრეტული ჩვევები – თუ თქვენ გიყვართ ჭამა, ამას რა ჯობია! არ არის აუცილებელი იშიმშილოთ საზოგადოებაში, მხოლოდ იმიტომ რომ განსაზღვროთ სხვების აზრი, “რას იფიქრებენ”, “ცუდად გამოვჩნდები” და ა.შ. დამიჯერეთ, ეს ძალიან დიდი მარაზმია! ძალიან ბევრი ადამიანი მინახავს, ვინც სწორედ რომ სხების აზრის გათვალისწინებით შიმშილობს, სახლში მისული კი მაცივართან ათენებს ღამეებს, ნუ დაემსგავსებით მათ!
  9. თქვენ არ ხართ ვალდებული ვინმეს აუხსნათ თქვენი სექსუალური ცხოვრება – არ ხართ ვალდებული იმართოლოთ თავი ვინმეს წინაშე, თუ რატომ აკეთებთ ამას ან რატომ არ აკეთებთ. გინდათ გქონდეთ სექსი და საზოგადოება გიშლით ხელს? ამ დამოკიდებულებით საზოგადოება ყოველთვის შეგიშლით, ცხოვრება კი მიდის, თქვენ ცხოვრებას თქვენ წყვეტთ, აქ საზოგადოება უბრალოდ აფასებს.