დილის დაწყების 11 ძირითადი გზა წარმატების მისაღწევად

დილის დაწყების 11 ძირითადი გზა წარმატების მისაღწევად

156
16
SHARE

ერთი დღე-ღამის განმავლობაში ჩვენ გვაქვს 24 საათი, რათა სწორად გავანაწილოთ ჩვენი დროის მენეჯმენტი და ვიყოთ მაქსიმალურად პროდუქტიულები. თავის წიგნში “What the most successful people do before breakfast”, Laura Vanderka-ს წერს რომ პირველი დილის დასაწყისი არის ის, რომ შენ იხდი საკუთარი თავისთვის. თუ შენ დაელოდები თვის ბოლოს, რათა დაზოგო ხარჯები, ან მარტივად რომ ვთქვათ გაქვს გასაკეთებელი დავალება, რომელიც უნდა შეასრულო დღის ბოლომდე და სწორედ ამ დღის ბოლოს უცდი რომ ყველაფერი გააკეთო, ჩათვალე რომ მსგავსი დროის მენეჯმენტით შენ ვერ იქნები წარმატებული. ქვემოთ მოყვანილია ის ძირითადი 11 გზა, რითიც უნდა დაიწყოთ დილა რათა იყოთ წარმატებულნი. სწორედ ამ გზების მეშვეობით ხელმძღვანელობენ ყველაზე წარმატებული ადამიანები მსოფლიოში. 1. დაიწყეთ დილა ადრიანად – ადრიანად დაწყებული დილა გაძლევთ ძალიან ბევრ უპირატესობას. პირველი თქვენ გაქვთ საკმარისი დრო რომ მოწესრიგდეთ და სიჩქარის გარეშე მოემზადოთ დღის დასაწყებად. ყველა მარკეტი და ბიზნეს დაწესებულება იწყებს ადრიანად მუშაობას, შეგიძლიათ მოაგვაროდ დამატებით საზრუნავი საკითხები. მიირთვათ ყავა გემრიელად და პარალელურ რეჟიმში გქონდეთ დრო გაეცნოთ დღის სიახლეებს, ახალ გამოწვევებს, სტატისტიკას, დაიჯესტს და სხვ. აწარმოოთ დილიდან თქვენი დროის მენეჯმენტი. 2. აწარმოოთ დღის განრიგი, რა უნდა გააკეთოთ – გახსოვდეთ, რომ დღის გამნავლობაში თქვენ ბევრი საზრუნავი გექნებათ, ამიტომ ამისათვის ძალიან კარგია თუ აწარმოებთ აღრიცხვას იმისას, თუ რა განიჭებთ ბედნიერებას? რომელი პრობლემაა უფრო მეტად ალტერნატიული? მნიშვნელოვანი და სასწრაფოდ მოსაგვარებელი? გახსოვდეთ! თქვენ გაქვთ 24 საათი შემდეგი დღის გეგმამდე, სწორად გაწერილი დღის წესრიგი კი, გაძლევთ საშუალებას მოაგვაროთ პრობლემები პრიორიტეტების მიხედვით, გაწერილ რეჟიმში. 3. აწარმოოთ დღის განრიგი, რა არ უნდა გააკეთოთ – წინა განრიგისაგან განსხვავებით, აქ შეგიძლიათ დეტალურად ჩამოწეროთ ის მავნე ჩვევები, რომლებიც დროს გაკარგვინებთ და რომლის გაკეთებაც არ არის მიზანშეწონილი. მაგალითად არ დაკარგოთ დრო კომპიუტერთან Facebook-ში ან Twitter-ში და ეს დრო სხვა უფრო მეტად მნიშვნელოვან საკითხებს მოახმაროთ. ვისი ეს სასაცილოა, მაგრამ დამიჯერეთ, წარმატებული ადამიანები ყველაზე ნაკლებ დროს მსგავსი ტიპის სოციალურ ქსელებს უთმობენ გართობის კუთხით. 4. ვარჯიში – ფიზიკური დატვირთვა ძალიან კარგია არამარტო თქვენი ჯანმრთელობისათვის არამედ ტვინის სწორი მუშაობისათვის. ადრიანად დაწყებული დილა, საშუალებას გაძლევთ იაროთ სპორტ დარბაზში ან უბრალოდ ირბინოთ დილაობით. არ აქვს მნიშვნელობა როგორ ვარჯიშს მიმართავთ, დაიმახსოვრეთ ჯანასაღი ცხოვრება წინაპირობაა წარმატების! 5. ჯანსაღი საუზმე – ისევე როგორც ადრე ადგომას და ვარჯიშს, ასეთივე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჟანსაღ საუზმესაც. გახსოვდეთ, სწორი და ჯანსაღი კვება ასაზრდოებს ტვინის უჯრედებს, იმ ტვინისას, რომლითაც თქვენ მთელი დღის განმავლობაში ცდილობთ იფიქროთ, იმსჯელოთ, სწორი გადაწყვეტილებები მიიღოთ, წარმატებას მიაღწიოთ! 6. გამოსამშვიდობებელი კოცნა – სახლიდან გასვლის წინ აუცილებლად აკოცეთ თქვენს მეორე ნახევარს. ვიცი ეს ძალიან სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ ოჯახური სითბო და იდილია დამერწმუნეთ ნებისმიერი წარმატებული ადამიანის ერთ-ერთი უპირველესი განმსაზღვრელი ფაქტორია. შესაბამისად ეცადეთ გამოხატოთ სითბო თქვენი მეორე ნახევრის მიმართ. სიყვარულით დაწყებული დილა ბევრად უფრო ფერადი დღის წინაპირობად იქცევა. 7. რამდენიმე წუთი საკუთარი თავის პოზიტიური ვიზუალიზაციისათვის – რას გულისხმობს ეს? მოახდინეთ თქვენი თავის ვიზუალიზაცია. რა გაქვთ? რა გინდათ რომ გქონდეთ? ან რა გინდოდათ რომ გქონოდათ? ყოველივე ეს დაგეხმარებათ ახალი სჭიროებების განსაზღვრაში და იმით ტკბობაში თუ რას მიაღწიეთ კონკრეტული მომენტისათვის. 8. შესასრულებელი ამოცანების ნუმერაცია – როდესაც თქვენ განსაზღვრეთ დღის გეგმაში, თუ რომელი პრობლემაა მოსაგვარებლად თქვენთვის უფრო მეტად პრიორიტეტული, ეცადეთ ყველას მიანიჭოთ უპირველესი მოსაგვარებელის ნუმერაცია. რას გულისხმობს ეს? პრობლემის მაქსიმალურ მოგვარებულობაზე ორიენტირებულობა, თითოეული საკითხი უნდა იყოს უპირველესი, რათა შეძლოთ მათი მაქსიმალურად მოგვარება, უფრო კონკრეტულად კი მაქსიმალური შედეგის მიღწევა. 9. Eat that frog – მარკ ტვენის ამ სახელწოდების წიგნში ძალიან კარგადაა წარმოდგენილი შემდეგი მაგალითი – თუ თქვენ დილით შეჭამთ ბაყაყს, მთელი დღის განმავლობაში ყველაფრის გაკეთებას შეძლებთ, ვინაიდან ამაზე უარესი რა შეიძლება იყოს. ლოგიკა კი მდგომარეობს იმაში, რომ ყველაზე ძნელი საქმეები გააკეთეთ პირველი. 10. გქონდეთ კომუნიკაცია დადებით და საჭირო ადამიანებთან – ასეთი ადამიანები თქვენ მთელი დღის განწყობას შეგიქმნიან, დაგეხმარებიან კონკრეტულ საკითხებში, მოგცემენ რჩევებს, მოხდება აზრთა გაცვლა, ან უბრალოდ, დადებითი ატმოსფეროს შექმნა თქვენს ირგვლივ. 11. იყავით ინფორმირებულნი – დილა დაიწყეთ ახალი ამბებით, საინფორმაციო რადიოს მოსმენით. თქვენ უნდა გქონდეთ ინფორმაცია თითოეულ აქტუალურ საკითხზე, რომელიც იმ დღეს ხდება თქვენს ქვეყანაში და ზოგადად მსოფლიოში. წარმატებული ადამიანის ერთ-ერთი უმთავრესი საფუძველი სწორედის ინფორმაციაა, რომელის საშუალებითაც ის ახალ აღმოჩენებს აკეთებს და ახალ გზებზე გადის.