ურთიერთობის სტატისტიკა

ურთიერთობის სტატისტიკა

291
0
SHARE

21-ე საუკუნეში თითქმის ყველაფერი ცვლილებას განიცდის. ნებისმიერი სახის ურთიერთობა ახალი გამოწვევების წინაშე დგას. ძალიან ბევრი საუბრობს გენდერულ თანასწორობაზე, ქალების როლი დღითი დღე უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს და ამ ტემპით შეიძლება ვთქვათ ისიც, რომ 2050 წლისათვის უკვე მამაკაცის უფლებების დამცველი ორგანიზაციებიც კი შეიძლება ვიხილოთ (ეს ხუმრობით, ფემინისტი ნამდვილად არ ვარ), უბრალოდ სამყარო ძალიან შეიცვალა…ადრე თუ მამაკაცი აკეთებდა ყველაფერს იმისათვის, რომ მოენადირებინა ქალის გული, ეხლა თითქოს აღარც სჭირდება ეს, თუ იმ ქალისგან ვერ ხედავს ინიციატივას, წავა სხვასთან, რა პრობლემაა?! რა ცვლილებასთან გვაქვს საქმე? ქალებმა და მამაკაცებმა როლები გაცვალეს თუ იმდენად ბევრი ქალია სტატისტიკურად შობადობის მიხედვით, რომ მამაკაცები სიმცირეში მოყვნენ და ქალები ცდილობენ მოინადირონ მათი გულები რომ მარტო არ დარჩნენ? სად გადის ზღვარი ამ შემთხვევაში გულწრფელ, ნამდვილ სიყვარულსა და უბრალოდ მარტო ყოფნის შიშს შორის და ვინ რას იღებს ამის სანაცვლოდ??? ფრედერიკ ბეგბედერის “99 ფრანკში” ნათქვამია, რომ ურთიერთობას განსაზღვრავს სამომხმარებლო ღირებულებები. ადამიანებს იმდენად ბევრი რამ აქვთ 21-ე საუკუნეში და იმდენად მაღალია არჩევანის მრავალფეროვნება, ისევე როგორც ხელმისაწვდომობა, რომ ნამდვილი, წრფელი სიყვარული მართლაც რომ დაკნინდა და სრულ რეგრესს განიცდის. ახლანდელი ურთიერთობები გამარტივდა ტექნიკის, ცხოვრების, ხელმისაწვდომობის მიხედვით. თუ ადრე სახლთან ელოდებოდა შეყვარებული რომ ენახა მისი რჩეული, ეხლა ყველაფერი Facebook-ით, Twitter-ით ან უბრალოდ მობილურით შეიძლება გაკეთდეს, მარტივად, სახლიდან გაუსვლელად. სამომხმარებლო ღირებულებებმაც საგრძნობლად აიწია. სიყვარულს დღევანდელ ცხოვრებაში ის უფრო განსაზღვრავს რა მარკის ავტომობილით დადის, რას სთავაზობს ან რა მოგებაშია, ვიდრე ის, თუ როგორ უყვარს, როგორ წერილს უწერს და როგორ ელოდება დილიდან საღამომდე. მეთანხმებიიით? (ჩემს გარეშემო ურთიერთობების 90% ესეა) აქ უკვე მივდივართ ეკონომიკურ საწყისებამდე და გრეგორი მენქიუს ეკონომიკის პრინციპებამდეც კიიიი, ფასი და ღირებულება. რას ვიხდი მე და რა ღირებულება მაქვს, ანუ რა სარგებელს ველი ყოველივე ამისაგან. როგორია მოთხოვნა და მიწოდება. ურთიერთობების უმრავლესობა ფუჭდება იმის გამო, რომ ერთი მხარისგან ყოველთვის მეტია მიწოდება, რაც იწვევს მეორე მხარისგან მოთხოვნის მატებას, თუმცა ღირებულების ნაკლებობით. რას გულისხმობს ეს? წყვილს არასდროს არ უყვარს ერთმანეთი თანაბრად, ერთს ყოველთვის მეტად უყვარს და ერთს ნაკლებად, სრული იდენტურობა აქ შეუძებელია. სითბოს და სიყვარულის გამოხატვაც სასწორივითაა. სრული ბალანსი შეუძლებელია, ხან ერთიიი გაიღებს მეტს, ხან მეორე, თუმცა თუ ყველაფერი ესე მარტივადაა, რატომ მივდივართ მაშინ ინფლაციამდე, როცა ფასი ღირებულებას კარგავს და უფასურდება? ურთიერთობის ენაზე რომ ვთქვათ როცა სითბო იქცევა ჩვეულებრივ მოვლენად და ღირებულება ნაკლები ხდება მის საწყის ფასზე? “ზედმეტი არაფერი ვარგა!!!” ეს ძალიან ცნობილი ფრაზაა რომელსაც სრულიად ვეთანხმები, ანუ თუ ერთი მახრისგან იქნება ძალიან დიდი მიწოდება, ეს ავტომატურად გამოიწვევს ინფლაციას, როცა ფასი ვარდება მინიმალურ ზღვარს ქვემოთ, რასაც მივყავართ ეკონომიკის ენაზე “საბიუჯეტო დეფიციტამდე”, ურთიერთობის ენაზე კი იქ, სადაც მხოლოდ ერთი ცდილობს ყველაფერს და მეორისათვის ეს ნაკლებად ღირებულია, ვინაიდან დანახარჯი მისთვის ძალიან ცოტაა, შესაბამისად ურთიერთობის ღირებულებაც. მარტივად რომ ვთქვათ, ყოველდღე დიდი რაოდენობით ტორტი (ეს სიტკბოს გამო) ან ყველაზე ძვირფასი საკვები რომ მოგაწოდონ, ისიც მოგბეზრდებათ, ბიჭების ლოგიკა კი ცოტააა უცნაურია. სად გადის ზღვარი ამ შემთხვევაში ისევ და ისევ ფასსა და ღირებულებას შორის? თუ მე მინდა რაც შეიძლება მეტი სითბო და სიყვარული გამოვხატო ჩემი მეორე ნახევრის მიმართ, როგორ დავაბალანსო ისე, რომ არ მივიდე ინფლაციამდე, რომ მისთვის ეს ყველაფერი ღირებულად დარჩეს და არ გაუფასურდეს? როგორ ხდება ამის დაბალანსება სასწორის პრინციპზე? ეს კითხვა ძალიან ბევრს აწუხებს… მოკლედ რომ შევაჯამოთ, ძირითადი არსი ალბათ იმაში მდგომარეობს, რომ ზედმეტი არაფერი ვარგა, მათ შორის სიყვარულიც. გოგოების შემთხვევაში კი, ხდება ისე, რომ რაც უფრო მეტად უყვართ, მით უფრო მეტად გამოხატავენ, ამ შემთხვევაში გაგიკვირდებათ და ბიჭის სიყვარულის (ან უბრალოდ დაფასების) ხარისხი კლებულობს, მსგავსი სახის ანალიზს ფროიდთანაც შეიძლება წავაწყდეთ, რომელსაც ძალიან კარგად აქვს განმარტებული ურთიერთობის ფსიქოლოგიის არსი. რაც უფრო მეტია მიწოდება, მოთხოვნა ინარჩუნებს თავის ძველ მდგომარეობას და იზრდება კიდეც, თუმცა ეს ხდება ღირებულების კლების ხარჯზე, რასაც მივყავართ ინფლაციამდე. დასკვნა კი მარტივი შეიძლება იყოს, ბიჭს ორი რამ ენატრება ყველაზე ძალიან სათამაშო და ხიფათიიი, ამიტომ გოგონები, იყავით მათთვის სახიფათო სათამაშოოო.