უვიზო მიმოსვლის ქვეყნები საქართველოს მოქალაქეებისათვის

უვიზო მიმოსვლის ქვეყნები საქართველოს მოქალაქეებისათვის

3787
0
წილი

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად ძალიან აქტუალური ხდება შვებულების დაგეგმვის პროცედურაც. რომელ ქვეყანაში გსურთ რომ დაისვენოთ? რომელია თქვენი საოცნებო ქვეყანა?

როდესაც გადაწყვეტთ გამგზავრებას ძალიან ბევრი დოკუმენტაციის მოგროვება დაგჭირდებათ. ისეთების როგორებიცაა, საზღვარგარეთის პასპორტი, ჯანმრთელობის და დაზღვევის ცნობა, საფრენი ავიაბილეთები, მგზავრობის ნებართვა ანუ ვიზა – რომელიც  არის საქართველოს მოქალაქეებისთვის ზოგიერთი ქვეყნის მთავრობის მიერ ამ ქვეყნებში შესვლაზე დაწესებული მთელი რიგი შეზღუდვებისა.  აღნიშნული სურათის ფონზე, ალბათ დაგაინტერესებთ ისიც, თუ სად შეგიძლიათ მოახდინოთ უვიზო მიმოსვლა.

549696b4d3c8b

წარმოგიდგენთ ქვეყნებს, სადაც საქართველოს მოქალაქეებისათვის მოქმედებს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. დიდი ალბათობით შეიძლება რომელიმე მათთაგანი გახდეს თქვენი მოგზაურობის დანიშნულება.

უვიზო რეჟიმის ქვეყნები საქართველოს მოქალაქეთათვის. ინფორმაცია მოპოვებულია საერთაშორისო საავიაციო ჯგუფ “star alliance”-ისა და “sky team”-ის მონაცემთა ბაზიდან.

უვიზო მიმოსვლის წესები ხშირად იცვლება, ამიტომ მგზავრობის დაწყებამდე, ნუ ენდობით ბოლომდე წარმოდგენილ ინფორმაციას და გთხოვთ რომ  ხელახლა გადაამოწმოთ.

ანტიგუა და ბარბუდა– უვიზოდ 1 თვე

სომხეთი– უვიზო

აზერბაიჯანი– უვიზო

ბანგლადეში– ვიზა ჩასვლისას, ფასი 50$

ბაჰამის კუნძულები – უვიზოდ 3 თვე

ბარბადოსი – უვიზოდ 28 დღე

ბელარუსი – უვიზო

ბოლივია – ვიზა ჩასვლისას ფასი 51$

ბრაზილია – უვზო

ბურუნდი – ვიზა ჩასვლისას (ეს ეხება ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს სადაც ბურუნდის წარმომადგენლობა არ არის)

კამბოჯა – 30 დღიანი ვიზა ჩასვლისას, ფასი 20$

კაპო ვერდე – ვიზა ჩასვლისას (ეხება ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს სადაც კაპო ვერდეს წარმომადგენლობა არ არის)

კუკის კუნძულები – უვიზოდ 31 დღე

კუბა – უვიზოდ 30 დღე

ჯიბუტი – 30 დღიანი ვიზა ჩასვლისას

დომინიკა  – უვიზოდ 21 დღე

ეკვადორი – უვიზოდ 90 დღე

ეგვიპტე – 30 დღიანი ვიზა ჩასვლისას

გამბია – ვიზა ჩასვლისას (ეხება ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს სადაც გამბიის წარმომადგენლობა არ არის)

გრენადა – უვიზოდ 3 თვე

ჰაიტი – უვიზოდ 3 თვე

ირანი – 15 დღიანი ვიზა ჩასვლისას (ჩასვლამდე ინტერნეტით მოპოვებული უნდა იქნას ავტორიზაციის კოდი  www.mfa.gov.ir)

იამაიკა – ვიზა ჩასვლისას ფასი 20$

იორდანია – ვიზა ჩასვლისას

ყაზახეთი – უვიზო

კენია – 3 თვიანი ვიზა ჩასვლისას

სამხრეთ კორეა – უვიზოდ 30 დღე (იმ შემთხვევაში თუ ჩახვალთ ჟეჯუს კუნძულზე)

კოსოვო – უვიზო

ქუვეითი – 3 თვიანი ვიზა ჩასვლისას

ყირგიზეთი – უვიზო

ლიბანი – 3 თვიანი ვიზა ჩასვლისას

ლაოსი – 30 დღიანი ვიზა ჩასვლისას ფასი 30$ (აუცილებელია მიმწვევის მითითება)

მაკაო – 30 დღიანი ვიზა ჩასვლისას

მადაგასკარი – 90 დღიანი ვიზა ჩასვლისას

მალაიზია – უვიზოდ 1 თვე

მალდივის კუნძული – 30 დღიანი ვიზა ჩასვლისას

მავრიკია – 60 დღიანი ვიზა ჩასვლისას

მიკრონეზია – უვიზოდ 30 დღე

მოლდოვა – უვიზო

მონღოლეთი – უვიზო

მოზამბიკი – 30 დღიანი ვიზა ჩასვლისას, ფასი 25$

ნამიბია – უვიზოდ 3 თვე

ნეპალი – 90 დღიანი ვიზა ჩასვლისას, ფასი 100$

ნიკარაგუა – ვიზა ჩასვლისას

ნიუე – უვიზოდ 30 დღე

პალაუ  – ვიზა ჩასვლისას (მაქსიმუმ 90 დღე)

რუანდა – ვიზა ჩასვლისას (ეხება ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეებს, სადაც რუანდის წარმომადგენლობა არ არის)

სამოა – 60 დღიანი ვიზა ჩასვლისას

შრი-ლანკა – 30 დღიანი ვიზა ჩასვლისას

სენტ ლუსია– უვიზოდ 6 კვირა

სენტ ვინსენტი და გრენადა – უვიზოდ 1 თვე

სირია– ვიზა ჩასვლისას

ტაჯიკეთი – უვიზო

ტანზანია – ვიზა ჩასვლისას ფასი 50$

აღმოსავლეთ ტიმორის კუნძულები – 30 დღიანი ვიზა ჩასვლისას ფასი 30$

ტოგო – 7 დღიდან 6 თვემდე ვიზა ჩასვლისას (პასპორტი ჩამოგერთმევათ და მეორე დღეს დაგიბრუნდებათ პასპორტი ვიზით)

თურქეთი – უვიზოდ 3 თვე

უგანდა – ვიზა ჩასვლისას ფასი 50$

უკრაინა – უვიზო

უზბეკეთი – უვიზო

ზამბია – ვიზა ჩასვლისას ფასი 50$

ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ!!!

World_Maps_International_20mil_1