ვეგეტარიანელობა – საზიანოა თუ სასარგებლო თქვენი ჯანმრთელობისათვის?

ვეგეტარიანელობა – საზიანოა თუ სასარგებლო თქვენი ჯანმრთელობისათვის?

277
0
SHARE

ტერმინი ვეგეტარიანელი (vegetarian) მოდის ინგლისური სიტყვიდან – vegetable, რაც ნიშნავს მცენარეს, ბოსტნეულს. ზოგადი განმარტებით ვეგეტარიანელობა, ეს არის ცხოვრების წესი, რომელიც ხასიათდება ისეთი კვების რეჟიმით, რომელიც გამორიცხავს ცხოველის, ფრინველის, თევზის და სხვა ნებისმიერი ცოცხალი არსების ხორცს. ვეგეტარიანელობაში არსებობს აგრეთვე კონკრეტული მიმართულება – ვეგანობა, რომელიც გულისხმობს ცხოველური წარმოშობის პორდუქტებზე უარის თქმასაც, ისეთებზე როგორებიცაა რძე, კვერცხი და სხვ. სანამ უშუალოდ განვიხილავ აღნიშნულ თემას, მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ვეგეტარიანელია ჩემი საუკეთესო დაქალი და სამეგობროში მყავს რამდენიმე მეგობარი, ვინც ასევე აღნიშნული ცხოვრების წესი აირჩია. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ მათ არჩევანსა და შეხედულებას, თუმცა იმაში რომ ეს სასარგებლოა ადამიანის ჯანმრთელობისათვის ნამდვილად ვერ დავეთანხმები. ზოგადად იმ საკვები ნივთიერებების გამორიცხვა თქვენი კვების რაციონიდან, რომლებიც შეიცავენ ადამიანის ორგანიზმისათვის აუცილებელ კომპონენტებს, საზიანოა თქვენი ჯანმრთელობისათვის. ხორცი ძალიან სასარგებლოა, განსაკუთრებით ახალგაზრდა, ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ორგანიზმისთვის. ის ყველაზე დიდი რაოდენობით შეიცავს ცილებს და რკინას, ამიტომაც რკინადეფიციტური ანემიისას მისი მიღება განსაკუთრებით აუცილებელია. წარმოგიდგენთ 3 მითს იმის შესახებ, თუ რამდენად სასარგებლოა ან საზიანო ის, რომ იყოთ ვეგეტარიანელი.

  • მითი # 1 – ადამიანის ორგანიზმი ბევრად უფრო ადვილად ინელებს მცენარეულ პროდუქტს, ვიდრე ცხოველურს, ამ შემთხვევაში ხორცს – აღნიშნული თემის დისკუსია მდგომარეობს ადამიანის გადამამუშავებელი ნაწლავის სიგრძს განსაზღვრაში. არსებობს წარმოდგენა იმის შესახებ, რომ ადამიანის ორგანიზმს უჭირს ხორცის გადამუშავება და ბევრად უფრო ადვილად იღებს მცენარეულ პროდუქტს. თუმცა დიეტოლოგების მოსაზრებით ეს სულაც არ არის ესე. ხორცის გადამუშავებაც ხდება სტანდარტების შესაბამისად, მიღებული ნორმის ფარგლებში. ის აწვდის ორგანიზმს დიდი რაოდენობით ცილებსა და რკინას და აუცილებელია მისი მიღება, სხვაგვარად უბრალოდ ორგანიზმი განიცდის საჭირო კომპონენტების ძალიან დიდ დანაკლისს. შეიძლება მცენარეული პროდუქტი ბუნებრივია და სწორედ ამიტომ ენიჭება მას უპირატესობა, თუმცა დაიმახსოვრეთ! ხორცი აუცილებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის!
  • მითი #2 – ვეგეტარიანელობა სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისათვის – მრავალრიცხოვანი კვლევები აჩვენებს, რომ ვეგეტარიანელები, ნაკლებად განიცდიან ჰიპერტენზიას, დიაბეტს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, ოსტეოპოროზს, კიბოს… საინტერესოა, თუ ავირჩევთ ვეგეტარიანული ცხოვრების წესს ყველა ჯანმრთელობის პრობლემა ერთიანად მოგვარდება? ვეგეტარიანულ დიეტასაც აქვს თავისი უარყოფითი მხარეები. მცენარეული საკვების შემთხვევაში ძალიან რთულია იმ ორგანიზმისათვის საჭირო ვიტამინების ოპტიმიზაცია, რასაც ვხვდებით ცხოველური პროდუქტის შემთხვევაში. ვეგეტარიანელების 92% იტანჯება B12-ის დეფიციტით – დეფიციტით, რომელიც განსაკუთრებით მგრძნობიარეა ნერვული და სისხლმბადი სისტემისათვის. EPIC – ოქსფორდის ჯანმრთელობის კვლევის ცენტრის მიერ წარმოდგენილი სამეცნიერო ნაშრომები ამტკიცებენ, რომ ვეგეტარიანელობა ცალსახად სასარგებლოა ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებების თავიდან აცილებისათვის, თუმცა ეს არ გულისხმობს იმას რომ ის არ წარმოქმნის ორგანიზმისათვის ძალიან ბევრი საჭირო ნივთიერებების დეფიციტს – შესაბამისად საფუძველს უყრის ამ დეფიციტით გამოწვეული დაავადებების ფორმირებას.
  • მითი #3 – ვეგეტარიანელობით შეგიძლიათ გახდეთ – მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ სხეულის მასის ინდექსი (BMI) ვეგეტარიანელებისათვის საშუალოდ დაბალია, ვიდრე მათთვის ვინც რეგულარულად იღებს ხორცის პროდუქტს. სინამდვილეში დაბალი მაჩვენებელი სულაც არ გულისხმობს ნაკლები ცხიმისა და კალორიების სწრაფ წვას. ხორცის შემადგენლობაში ძალიან დიდია ცხიმის შემცველობა, კი ეს ნამდვილად ესეა! თუმცა ბოსტნეულში და მარცვლოვან პროდუქტებში ძალიან მაღალია ნახშირწყების შემცველობა. თქვენი აზრით, დიეტის დროს რომელი უზრუნველყოფს წონის მატებას? უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ხორცში შემავალი დიდი რაოდენობის ცხიმი, საჭიროებს დიდი რაოდენობის კალორიებსაც მათ გადასამუშავებლად, ნახშირწლების და მხოლოდ მარცვლოვანი/მცენარეული პროდუქტების მიღების შემთხვევაში კი ჭარბი რაოდენობის ნახშირწლები ცხიმებად ფორმირდება. მათი გადამუშავებისათვის ნაკლები კალორია იწვება, თუმცა ჯამში წონაზე უკვალოდ არ აისახება.