წარმატებას არ მოაქვს ბედნიერება – ბედნიერებას მოაქვს წარმატება

წარმატებას არ მოაქვს ბედნიერება – ბედნიერებას მოაქვს წარმატება

1553
118
წილი

ბედნიერება, ეს ის ადამიანის  სულიერი და ემოციური მდგომარეობაა, რომელიც სასიამოვნო შეგრძნებას იწვევს მასში.  ბედნიერების გამომწვევ ზოგად მიზეზებში ერთ-ერთი უპირატესია  საკუთარი მიღწევების შედეგად წარმოქმნილი შინაგანი კმაყოფილება. შონ ეხორი წლების განმავლობაში იკვლევდა ბედნიერების წარმომშობ მიზეზებს და სწორედ ამიტომ მან წიგნიც კი გამოსცა, რომელიც შეეხება ბედნიერების უპირატესობებს.

მის კვლევებზე დაყრდობით, იგი მივიდა დასკვნამდე, რომ  ჩვენ შეგვიძლია ვაკეთოთ რაღაც, რათა ვიყოთ უფრო ბედნიერნი, ხოლო ბედნიერებაა ის ძირითადი საფუძველი, რომელსაც მოაქვს წარმატება.

გთავაზობთ მის მიერ წარმოთქმულ სიტყვებს, რომელიც ძალიან დაგაფიქრებთ:

წარმატებას მოაქვს ბედნიერება და არა ბედნიერებას – წარმატება.

ყოველი ჩვენგანი მიისწრაფვის წარმატებისკენ, რადგან გვჯერა, რომ ის ბედნიერებას მოგვიტანს:

მე ვიქნები ბედნიერი, როცა დამაწინაურებენ!

მე ვიქნები ბედნიერი, როცა დავიკლებ წონაში!

თუმცა გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ მაშინ როდესაც შენ აღწევ მიზნებს, ცოტა ხნით ხარ ბედნიერი… ხოლო შემდეგ, სხვა მიზანს ისახავ.

ინტელექტი და ტექნიკური უნარჩვევები წარმატების მხოლოდ 25%-ს განსაზღვრავენ – თუ ჩვენ ვიცით თანამშრომლების ტექნიკური უნარ-ჩვევები და ინტელექტი, შეგვიძლია მათი სამუშაოს მხოლოდ 25% ვიწინასწარმეტყველოთ. გრძელვადიანი სამუშაოს 75% დამოკიდებულია არა ინტელექტსა და ტექნიკურ უნარ-ჩვევებზე, არამედ 3 სხვა კატეგორიაზე. ეს არის ოპტიმიზმი, სოციალური კავშირი და ის, თუ როგორ უმკლავდებით სტრესს.

შეხედეთ პრობლემებს, როგორც გამოწვევებს და არა – საფრთხეებს

აღნიშნული დასკვნა გამოიტანა ბანკებზე დაკვირვების შედეგად, მაშინ როდესაც იყო  დიდი საბანკო კრიზისი. ბევრ მათგანს სტრესი ჰქონდა, თუმცა რამდენიმე იყო ბედნიერი და მოქნილი, იმიტომ რომ ისინი არ აღიქვამდნენ პრობლემებს, როგორც საფრთხეებს –  ისინი ხედავდნენ გამოწვევებს.

ორჯერ მეტი სამუშაო ნიშნავს იმას, რომ გჭირდება ორჯერ მეტი მეგობარი

ბევრი სტუდენტი დღეებს ბიბლიოთეკაში ატარებს და ჭამა თავის ოთახში უწევს,რადგანაც არ სურს სწავლის შეწყვეტა.

აჩვენებენ ასეთი სტუდენტები უკეთეს შედეგს? – არა. ისინი უბრალოდ „გადაიწვებიან“. ამით ემიჯნებიან საზოგადოებას და ბედნიერებას.

აკადემიური მოსწრების დიდი წილი დამოკიდებულია სოციალურ კავშირზე – გსურთ დაძლიოთ სტრესი, გაზარდოთ მწარმოებლურობის უნარი და მიიღოთ დაწინაურება? მაშინ არა მარტო მიიღეთ დახმარება სხვებისგან, არამედ თქვენც გაუწიეთ მათ დახმარება.

შეიძლება ფიქრობთ, რომ ბედნიერება დამოკიდებულია დიდ გამარჯვებასა და მიღწევებზე, თუმცა ცდებით. გამოკვლევამ აჩვენა, რომ პატარა საგნები უფრო მნიშვნელოვანია. დაიმახსოვრეთ, დიდ მიზნებზე მოახდინოთ ფოკუსირება, უფრო ჭკვიანურია, შეიმუშავოთ პატარა ჩვევები. იფიქრეთ და ივარჯიშეთ.

ზოგი ადამიანი თვლის, რომ რთულია, იყო ბედნიერი. ისინი იღებენ ფაქტს, რომ უბრალოდ დაიბადნენ, აქვთ მონოტონური ცხოვრება და არაფერის შეცვლა შეუძლიათ. თუმცა, პოზიტიური ფსიქოლოგია გვიჩვენებს, რომ ამას არ აქვს მნიშვნელობა, ყველაფერი ჩვენზე და ჩვენს გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული.