ხალხური მედიცინა და მისი მნიშვნელობა

ხალხური მედიცინა და მისი მნიშვნელობა

1183
0
SHARE

ხალხური მედიცინა სათავეს იღებს მე-19 საუკუნის პირველი ნახევრიდან გერმანელი მეცნიერების საექიმო ნაშრომებში. მისი საწყისი მე-18 საუკუნის ბოლომდე არ იყო გამოყოფილი და ის ეყრდნობოდა ჰიპოკრატეს და სხვა ექიმების დასკვნებს ორგანიზმში ე.წ. “წვენის” თავსებადობასთან დაკავშირებით. ხალხური მედიცინა ეს არის მედიცინის ქვე დარგი, რომელიც დაფუძნებულია ბუნებრივი ფაქტორებით მკურნალობაზე, მაგიაზე, ტრადიციულ საექიმო მედიცინაზე, პროფილაქტიკასა და ჰიგიენაზე. საქართველოში ხალხურ მედიცინას თავისი ისტორია აქვს. ის გამოიცა ისეთი ძველი საშუალებებიდან, როგორიცაა კარაბადინი, სადაც ძალიან ბევრი ინფორმაციაა მოცემული იმის შესახებ თუ როგორ უნდა უმკურნალოთ ადამიანს ქიმიური ჩარევების გარეშე. თავად სიტყვა მედიცინა, კოლხეთის მეფის, ასულის მედეას სახელს უკავშრდება, რომელიც ფლობდა სხვადასხვა სამკურნალო საშუალებებს და მიმართავდა ხალხურ მედიცინას. ლეგენდის მიხედვით, ზუსტად მასთანაა დაკავშირებული სიტყვა მედიცინის წარმოშობაც. სანამ უშუალოდ განვსაზღვრავთ იმ დადებით მხარეებს რაც გააჩნია ხალხურ მედიცინას, აუცილებელია ხალხური მედიცინისა და ფარმაკოლოგიის ერთმანეთისაგან გამიჯვნა. 21-ე საუკუნეში ამ უკანასკნელს უდიდესი როლი უკავია თითოეული ინდივიდის ცხოვრებაში. ყოველდღიურად სულ უფრო ახალი აღმოჩენებია თანამედროვე მედიცინაში და რათქმაუნდა, მისი ეფექტები ბევრად უფრო მაღალია ვიდრე ხალხური მედიცინის შემთხვევაში. თუმცა ალბათ უპრიანი იქნება იმის ხაზგასმაც, რომ ერთი ეფუძნება ბუნებრივი კომპონენტებით მკურნალობას, ხოლო მეორე ქიმიურით. ფარმაკოლოგიის სიძლიერე და ეფექტურობა, ეს მთელს მსოფლიოშია დამტკიცებული და ყოველდღიურად მედიკოსები მუშაობენ იმაზე, თუ როგორ გააუმჯობესონ და დახვეწონ ის, როგორ გააკეთონ ახალი აღმოჩენები. ეს ძალიან კარგი და მისასალმებელია, თუმცა ამასთანავე არ უნდა დაგვავიწყდეს ხალხური მედიცინის მნიშვნელობაც. მაგალითისათვის, როდესაც ადამიანი ცივდება, აწუხებს ხველება ან გრიპი, ამისათვის არის ძალიან ბევრი ხალხური მედიცინის საშუალება, რომელიც ძალიან დიდი ეფეტების მომცემია. აქვე ისიც გაითვალისწინეთ, რომ ყველა ბალახი თუ მინერალი (ძირითადად ფიტოთერაპიის დროს) უნდა იყოს წესის დაცვით შერჩეული, თავისი ვარგისიანობის ვადის მიხედვით და იმ წინასწარ განსაზღვრული შედეგებით, რისი მომცემიცაა მათი მიღება, რათა თავიდან იქნეს აცილებული მოსალოდნელი უკუჩვენებები. როდესაც შეიძლება ბუნებრივი გზით მოხდეს მკურნალობა, რატომ უნდა მივიღოთ ქიმიური პრეპარატები, ისინი ხომ აზიანებენ ჩვენი ორგანიზმის ჯანმრთელობას? ქიმიური პრეპარატი განკუთვნილია კონკრეტული დაავადების სამკურნალოდ, თუმცა ამ შემთხვევაში ის აზიანებს სხვა ორგანოს. შესაბამისად, თუ მკურნალობა ექვემდებარება ბუნებრივი გზით გამოჯანმრთელებას, რატომ არ მიმართავთ მას? არსებობს ცნობილი მოსაზრებაა, იმის შესახებ, რომ ძველი ხალხი ბევრად უფრო ჯანმრთელი იყო და ინარჩუნებდა ფორმას. ეს იმიტომ ხომ არ ხდებოდა რომ ისინი იღებდნენ ყველაფერს ჯანსაღს, მათ შორის მედიცინასაც თუ ის ეფექტური იყო და კურნავდა? – დამიჯერეთ, ღირს დაფიქრებად. ხალხურ მედიცინას ეფქეტურობის, ჯანმრთელობის, სასურველი შედეგის მიღწევის თვალსაზრისით ძალიან დიდი როლი უკავია მედიცინის ისტორიაში. თუმცა აქვე უნდა გაესვას ხაზი იმასაც, რომ აუცილებელია კონკრეტული დაავადების წინააღმდეგ მკურნალობის დაწყებამდე, მიმართოთ კონსულტაციისათვის ექიმს. ის სწორად განსაზღვრავს იმას, თუ რამდენად ექვემდებარება თქვენი მკურნალობა ხალხურ მედიცინას და რამდენად საჭიროა მასში ფარნაკოლოგიის და ქიმიური პრეპარატების ჩარევა. სანამ თვითმკურნალობაზე გადახვალთ, თუ ეს არ არის უბრალო გაციება ან ხველება, აუცილებლად მიიღეთ კონსულტაცია, სხვაგვარად საფრთხის წინაშე ნუ დააყენებთ თქვენს ჯანმრთელობას! არსებობს სხვადასხვა მეთოდიკა და საშუალებები ხალხური მედიცინით მკურნალობისას. ეს დამოკიდებულია პირველ რიგში დიაგნოზზე, თუ რას ვმკურნალობთ. ეს შეიძლება იყოს სიმსუბუქის პროფილაქტიკისთვის, ფაღარათის წინააღმდეგ საბრძოლველად, რაქიტის სამკურნალოდ, უნაყოფობის, საშვილოსნოდან სისხლდენის და ა.შ. მოკლედ რომ ვთქვათ, უძველეს დროში, სანამ განვითარდებოდა ფარმაკოლოგია, ყველა დაავადების მკურნალობის მეთოდიკა ჰქონდათ ხალხური მედიცინის საშუალებით, რომელიც წლების განმავლობაში თაობიდან თაობას გადაეცემოდა და ასეთი სახით მოვიდა ჩვენამდეც. შემდეგ სტატიებში შევეცდები უფრო ფართოდ წარმოგიდგინოთ კონკრეტული დაავადების მკურნალობის შესახებ თუ რას გვასწავლის ხალხური მედიცინა. თქვენ კი მანამდე გაქვთ დრო იფიქროთ იმაზე, თუ რატომაა ფარმაკოლოგიასთან ერთად ხალხური მედიცინაც აუცილებელი და რა უპირატესობა გააჩნია მას მსუბუქი დაავადებების წინააღმდეგ სამკურნალოდ.