ყველაზე ცნობილი ფილოსოფოსები მსოფლიოში

ყველაზე ცნობილი ფილოსოფოსები მსოფლიოში

1199
0
წილი
after Unknown artist, line engraving, late 16th century

ფილოსოფიას ყოველთვის განსხვავებული და მოწინავე პოზიცია ეკავა ყველა ჰუმანიტარულ მეცნიერებას შორის. პირველი და მთავარი მიზეზი კი იყო ის, რომ იგი ცდილობდა პასუხი გაეცა ისეთ კითხვებზე, რომლებიც სამყაროს განვითარებასთან ერთად უფრო და უფრო აქტუალური ხდებოდა. “რას ნიშნავს?”. “რა არის სიცოცხლის არსი?”, “რატომ ხდება სამყაროში ყველაფერი მიზეზობრივად?”, “რა არის ადამიანის მთავარი დანიშნულება?” და ა.შ.

ხშირ შემთხვევაში ხდებოდა ისე, რომ ფილოსოფოსები ცდილობდნენ გაეცათ აღნიშნულ კითხვებზე პასუხი, თუმცა ამ კითხვების პასუხები კიდევ ახალ კითხვებს წარმოშობდა და ეს გრძელდებოდა სქემატურად. ქვემოთ წარმოგიდგენთ ფილოსოფოსებს, რომლებმაც უდიდესი ადგილი დაიმკვიდრეს მთლიანად მსოფლიოს და მთელი კაცობრიობის წინაშე და აღიქმებიან პიროვნებებად, რომლებმაც შეძლეს ეპასუხათ იმ კითხვებისათვის, რაც ბუნებამ და სამყარომ დაუსვა მათ.

Parmenides (ძვ.წ. 520-450) – ბერძენი ფილოსოფოსი,რომელიც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა  სოკრატეზე ადრეულ პერიოდში. ისევე როგორც მრავალი სხვა ამ ეპოქის მოაზროვნე, იგი გამოირჩევა ძალიან დიდი იდუმალებით და ამავდროულად ფილოსოფოსისათვის დამახასიათებელი სიგიჟით. ის იყო იელის სკოლის დამფუძნებელი.  მან დაწერა ცნობილი პოემა “ბუნების შესახებ”.  ის ფილოსოფიას განიხილავს, როგორც ცოდნისა და ყოფის ერთ მთლიან სტრუქტურას.  იგი ამტკიცებდა, რომ არსებობს მხოლოდ საუკუნო და უცვლელი ყოფნა, რომლითაც  გაიგივებულია აზროვნება. მისი ლოგიკით არ არსებობს იფიქრო შეუძლებელზე, შესაბამისად არც შეუძლებელი შეიძლება არსებობდეს.

Parmenides

 

არისტოტელე (ძვ.წ. 384-322) –  უძველესი ფილოსოფია განიხილება პლატონისა და სოკრატეს სახელებით. არისტოტელე კი იყო ადამიანი ვინც სული შთაბერა მათ. ეს ადამიანი არის განსხვავებული და უფრო მეტად საგანმანათლებლო საქმიანობაზე ორიენტირებული. არისტოტელეს სკოლამ ძალიან დიდი იმპულსი მისცა მის სტუდენტებს, განევითარებინათ საკუთარი შესაძლებლობები.   არისტოტელე იყო ისტორიაში პირველი მეცნიერი, რომელმაც შეძლო და საფუძველი ჩაუყარა მრავალმხრივ და  სისტემურ ფილოსოფიას. ამის შემდეგ კი განვითარება დაიწყო უკვე თანამედროვე მეცნიერებამაც. არისტოტელეს ცენტრალური დოქტრინა შეისწავლის იმ ძირითადი საკითხებს, როგორებიცაა  – საკითხი, ფორმა, მიზეზი და მიზანი. მან ჩაუყარა საფუძველი სივრცისა  და დროს ცნებების ფილოსოფიურ ახსნასაც. მის ნაშრომებში ძალიან დიდი როლი ეთმობა სახელმწიფოს ახსნას და ზოგად დებულებესაც. მისი ყველაზე წარმატებული მოსწავლე იყო ცნობილი ალექსანდრე დიდი, რომელმაც  თავისი ცხოვრების მანძილზე ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია.

download

 

მარკუს ავრელიუსი (121-180წ.წ.) – ეს კაცი ისტორიაში შევიდა, როგორც არა მხოლოდ რომის იმპერატორი, არამედ, როგორც თავის დროზე გამოჩენილი ცნობილი ჰუმანისტი ფილოსოფოსი.  ის იყო ისეთი ცნობილი ფილოსოფოსის მოსწავლე, როგორიც იყო მაქსიმუსი, სწორედ მისი შთაგონებით შეძლო მან და შექმნა 12 წიგნი ბერძნულ ენაზე,  ერთი საერთი სახელწოდებით – ” მსჯელობა საკუთარ თავზე”. მისი ცნობილი ნაშრომი “გააზრებანი” დაწერილი იქნა ფილოსოფოსების შინაგან სამყაროზე.  ის უსვავდა ისეთ მნიშვნელოვან უნარებს ხაზს, როგორებიცაა გამძლეობა და მოთმინება, ცხოვრების წესები, ტაქტიკა, ბედნიერება. მისი ნაშრომები ძალიან ადვილად იკითხება  და ეხმარება მკითხველს გაიაზროს ის, თუ რისი ახსნა სურდა მას.  არსებობს მოსაზრება იმის შესახებაც, რომ ის იყო ფილოსოფოსი, რომლის ტაქტიკაც 98% ამართლებდა.

markus

 

Anselm of Canterbury (1033-1109) –  ეს შუა საუკუნეების ფილოსოფოსი, მან ბევრი რამ გააკეთა კათოლიკური თეოლოგიის მიმართულებით.  ის ითვლება სქოლისტიკის მამად. მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია  «Proslogion». იგი  ცდილობდა ონტოლოგიური არგუმენტების დახმარებით დაესაბუთებინა ღმერთის არსებობა.  მას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჰქონდა ერთგვარი კონცეფციებიც, რომლის მთავარი არსი მდგომარეობდა იმაში, რომ ღმერთი არის სრულყოფილება –  არსებული გარეთ და შიდა სამყაროში და რომ  მისი არსი აღემატებოდა ყველაფერზე უფრო ყველაფერს. ფილოსოფოსის მთავარი განცხადებები  “რწმენა მოითხოვს გაგებას” და “მე მჯერა, რათა გავიგო…” გახდა ერთგვარი ლოზუნგებით მისი სკოლის ფილოსოფიისათვის.  ის ცდილობდა ყველაფრის ახნას რწმენისა და მიზეზის გამოყენებით.  მისი ნაშრომების გამო, 1494 წელს იგი ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

NPG D23949; St Anselm after Unknown artist

ბენედიქტ სპინოზა  (1632-1677წ.წ.) –  სპინოზა დაიბადა ებრაულ ოჯახში,  მისი წინაპრების პორტუგალიიდან გაძევების შემდგომ, იგი დასახლდა ამსტერდამში.  მან საფუძველი ჩაუყარა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა ეთიკა, ლოგიკა და  სქოლისტიკა. 1677 წელს მეცნიერი ტუბერკულოზით გარდაიცვალა, მხოლოდ სიკვდილის შემდეგ გამოიცა მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაშრომი სახელწოდებით – “ეთიკა”.  სპინოზა ცდილობდა გადაეცა კოპერნიკის გავლენა  მეცნიერების ისეთ სფეროებში როგორებიცაა  ეთიკა, პოლიტიკა, მეტაფიზიკა და ფსიქოლოგია. მისი ლოგიკით აუცილებელია მოქმედების პირობების განსაზღვრის მიზნით მისი ფორმულირება და აქსიომების წარმოდგენა, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ლოგიკური დასკვნის გამოტანა.

72089