ყველაზე მაღალი მთები მსოფლიოში

ყველაზე მაღალი მთები მსოფლიოში

1808
0
SHARE

მთა – ეს არის მნიშვნელოვანი სიდიდის იზოლირებული ბუნებრივი ამაღლება ხმელეთის მეტნაკლებად მოვაკებულ ზედაპირზე. ისინი შეიძლება იყვნენ არა მარტო ხმელეთზე, არამედ ზღვაშიც. მთის შემადგენელი ელემენტებია:

  • მწვერვალი — ეს არის უმაღლესი წერტილის მიმდებარე ზედაპირი;
  • ფუძე – ზედაპირის მკაფიოდ გამოსახული გარდატეხის ხაზი, რომელიც უწყვეტად შემოფარგლავს მთას;
  • კალთა — მწვერვალიდან მთის ძირამდე დაშვებული ფერდობი.

რელიეფის მიხედვით ერთმანეთისაგან განარჩევენ მაღალ, ალპირ, საშუალო სიმაღლისა და დაბალი მთის რელიეფებს. ასეთი დაყოფა პირობითია, რადგან სიმაღლითა ერთიანი, საყოველთაოდ მიღებული გრადიცია არ არსებობს, ის იცვლება გეოგრაფიული განედის კლიმატური პირობების, თოვლის მიჯნის სიმაღლის შესაბამისად. სტატისტუკური მონაცემებით ოკეანის სიღრმეში არსებული მთები, ერთ-ერთი ყველაზე დიდი მთებია მსოფლიოში. წარმოგიდგენთ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მთების ჩამონათვალს, რომლების სიმაღლეც 8000 მეტრზე მეტსაც კი აღწევს.

  1. ჯომოლუნგმა (ევერსეტი) – ჰიმალაის მთათა სისტემის უმაღლესი წერტილი, რომლის სიმაღლეც ზღვის დონიდან 8848 მეტრს შეადგენს. ევერესტი პირველად დაიპყრეს 1953 წლის 29 მაისს, ჯ. ჰანტის ინგლისელი ექსპედიციის წევრებმა ტენცინგ ნორგეიმ და ედმუნდ ჰილარიმ. ის წარმოადგენს მსოფლიოს ყველაზე მაღალ მთას.
  2. ჩოგორი (K2) – დედამიწაზე სიმაღლით მეორე მწვერვალი ჯომოლუნგმას შემდეგ. ის ეკუთვნის ყარაყურუმის მთათა სისტემას და მდებარეობს პაკისტანში, ტახკორღანის ტაჯიკურ ავტონომიურ ოლქში, ჰიმალაის მთების დასავლეთით. მისი სიმაღლე შეადგენს ზღვის დონიდან 8 611 მეტრი.
  3. კაჩენჯანგა – “დიდი თოვლის 5 საუნჯე” –ის არის დედამიწაზე სიმაღლით მესამე მწვერვალი და მდებარეობს ნეპალისა და ინდოეთის საზღვარზე. შედგება ხუთი მწვერვალისაგან. ნეპალში არსებობს ლეგენდა, რომ ეს ქალი არის მთა, ამიტომ ის კლავს ყველა ქალს ვინც მასზე ასვლას ცდილობს. ერთადერთი ქალი ვინც დაიპყრო ეს მთა იყო 1998 წელს, ინგლისელი ჯენეტ ჰარისონი. მისი სიმაღლე შეადგენს 8 586 მეტრს.
  4. ლჰოცზე – ის მდებარეობს ჩინეთისა და ნეპალის საზღვარზე, ევერესტის სამხრეთით და წარმოადგენს ჰიმალაის მთიან მასივს. მისი სიმაღლე შეადგენს 8 516 მეტრს. სტატისტიკური მონაცემებით, 2003 წელს მასზე 243 ალპინისტი ავიდა, რომელთაგან 11 დაიღუპა.
  5. მაკალუ – მსოფლიოს სიდიდით მეხუთე მწვერვალი, რომელიც მდებარეობს ჰიმალაის მთიან მასივში, ევერესტის სამხრეთ აღმოსავლეთით და რომლის სიმაღლეც შეადგენს 8 მეტრს.
  6. ჩო-ოიუ – ის მდებარეობს ჩინეთისა და ნეპალის საზღვარზე, ჰიმალაის მთებში და მაკალუსა და ლჰოცზესთან ერთად შედის ევერესტის მასივის შემადგენობაში. მისი სიმაღლე შეადგენს 8 201 მეტრს. ნეპალის მხრიდან ის ძალიან ციცაბო ფერდობით ხასიათდება, რის გამოც ალპინისტები ტიბეტიდან ადიან.
  7. დჰაულაგირი – “თეთრი მთა” – ის არის მსოფლიოში სიდიდით მეშვიდე მწვერვალი, რომელიც მდებარეობს ისევ და ისევ ჰიმალაიში. შედგება 11 მწვერვალისაგან. მისი მასივი მდ. კალი-განდაკის ხეობით გამოყოფილია ანაპურნას მასივისაგან. აღნიშნული მთის სიმაღლე შეადგენს 8 167 მეტრს.
  8. მანასლუ – “სულის მთა” – მთა ნეპალის ჰიმალაებში. მისი მაქსიმალური სიმაღლე შეადგენს 8 156 მეტრს. შედგება 2 მწვერვალისაგან – სამხრეთ მანასლუ – 8156 მეტრი და ჩრდილოეთ მანასლუ – 7157 მეტრი
  9. ნანგაპარბატი – ის მდებარეობს ჩრდილო-დასავლეთ ჰიმალაებში, მდინარეების ინდ-კაშმირსა და აქტორს შორის და არის ქაშმირის ჰიმალაების უმაღლესი მწვერვალი. მისი სიმაღლე შეადგენს 8126 მეტრს.
  10. ანაპურნა – ის არის პირველი რვაათასიანი მწვერვალი, რომელიც ადამიანმა დაიპყრო 1950 წელს. ანაპურნა წარმოადგენს ყველაზე სახიფათო მწვერვალს. მასზე ასვლისას/ჩამოსვლისას დაიღუპა უამრავი ალპინისტი. აღნიშნულ მწვერვალზე სიკვდილიანობის კოეფიციენტი 40%-ზე მეტია. 2008 წლის მონაცემებით, დაფიქსირებულია 154 ასვლა და 58 დაღუპული ადამიანი. მისი სიმაღლე შეადგენს 8091 მეტრს.