35 ყველაზე სასიამოვნო განცდა მსოფლიოში

35 ყველაზე სასიამოვნო განცდა მსოფლიოში

181
0
წილი

ალბათ თითოეულ თქვენთაგანს ჰქონია შემთხვევა, როდესაც ძალიან დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ მიდის სახლში და უბრალოდ საწოლზე წამოწოლის შედეგად იღებს განუსაზღვრელ ბედნიერებას, ან ქალების შემთხვევაში, როდესაც გიწევთ მთელი დღის განმავლობაში ქუსლებზე სიარული, გაიხდით და გრძნობთ, თუ რა მცირედშიც კი შეიძლება განიცადოთ სიამოვნება და იგრძნოთ თავი ბედნიერეად. ნუთუ ასე ცოტაა საკმარისი ბედნიერებისათვის? –  დღევანდელი ჩემი სტატიის თემაც, სწორედ აღნიშნულ საკითხს და იმ ადამიანებს შეეხებათ, ვისაც შეუძლიათ მცირედითაც კი განიცადოს სიამოვნება.

eebf37f479082bb23ff3db00e3d85678 (1)

მაშ ასე, ყველაზე სასიამოვნო განცდების ჩამონათვალი მსოფლიოში:

  1. აკოცოთ იმ ადამიანს რომელიც მოგწონთ, ან გიყვართ;
  2. ჩაეხუტოთ მას, ვინც ძალიან გიყვართ და გენატრებოდათ;
  3. გაიხადით არასასიამოვნო ფეხსაცმელი, მთელი დღის წვალების შემდეგ;
  4. აკოცოთ პატარას, ნაზ და ფაქიზ, გაბერილ ლოყაზე;
  5. მიიღოთ მასაჟი და რელაქსაცია;
  6. ჩადოთ თავი რბილ ბალიშში, როდესაც ძალიან გეძინებათ;
  7. მიიღოთ შხაპი, ზუსტად იმ ტემპერატურაზე, რომელიც თქვენს კანს მოსწონს;
  8. ჭამოთ თქვენი ყველაზე საყვარელი კერძის პირველი ლუკმა;
  9. გადაეშვათ საწოლში, ძალიან დამღლელი სამუშაო დღის ან გათენებული ღამეების შემდეგ;
  10. შეისუნთქოთ ახალი წიგნის არომატი;
  11. დალიოთ დილით ყავა – ეს მათთვის, ვისაც ვერ წარმოუდგენია დილა ყავის გარეშე;
  12. შეიგრძნოთ მზის სხივების სასიამოვნო ზეგავლენა თქვენს კანზე;
  13. გაისეირნოთ საღამოს პლიაჟზე, თბილ ქვიშაში;
  14. ჩაიცვათ სუფთა, სასიამოვნო სურნელის მქონე ტანსაცმელი;
  15. გაისეირნოთ ზაფხულის წვიმაში;
  16. დალიოთ ცივი წყალი, ძალიან ცხელი დღისა და წყურვილის დროს;
  17. გაირბინოთ ფეხშიშველმა მწვანე ბალახზე;                                                                                               original
  18. შეისუნთქოთ ჰაერის სურნელი წვიმიანი დღის შემდეგ;
  19. მოეფეროთ ხელით თქვენთვის საყვარელ შინაურ ცხოველს;
  20. გადაივლით ცივი შხაპი, ძალიან ცხელი დღის განმავლობაში;
  21. შეეხოთ თქვენ ახალ შეჭრილ თმას – ამ დროს ის უფრო ფაფუკი და სასიამოვნო შესახებია;
  22. გაითბოთ გაყინული ხელები ცეცხლზე/კოცონზე;
  23. დააცემინოთ, ძალიან ბევრი მცდელობის შედეგად;
  24. მოუსმინოთ თქვენი შინაური ძაღლის ან კატის გულის ცემას, შეეხოთ მის გულს ხელით;
  25. შეისუნთქოთ გემრიელი საჭმლის სურნელი, როდესაც ძალიან გშიათ;
  26. გაისუფთაოთ კბილები ახალი კბილის ჯაგრისით;
  27. გაიკეთოთ ახალი გაწმენდილი სათვალე;
  28. მიხვიდეთ სახლში და გაიხადოთ არაკომფორტული ტანსაცმელი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში არ გაძლევდათ მოსვენებას;
  29. მყუდროდ მოიხუროთ თბილი პლედი, როდესაც თქვენს ფანჯარასთან წვიმს და გარეთ ძალიან ცივა;
  30. დაიცინოთ ახალგარეცხილ თეთრეულში;
  31. შეისუნთქოთ სასიამოვნო სურნელი, რომელიც უკავშირდება თქვენს ბავშვობას;
  32. უკბინოთ მას, ვინც ძალიან გიყვართ;
  33. შეისუნთქოთ მწვადის სურნელი, რომეილიც შეწვის პროცესშია;
  34. გაიღვიძოთ და გააცნობიეროთ, რომ დღეს შაბათია და შეგიძლიათ ტკბილად დაიძინოთ!
  35. დალიოთ ერთი ყლუპი ღვინო და გააცნობიეროთ ის, რომ ცხოვრება მართლაც წარმოუდგენლად მაგარი რაღაცაა!!!

ბედნიერ და სასიამოვნო შაბათ-კვირას გისურვებთ! 

635c97047064b55d878f0f5e1125f9f9