ყველაზე საშიში ცხოველები მსოფლიოში

ყველაზე საშიში ცხოველები მსოფლიოში

541
1
SHARE

თუ ფიქრობთ, რომ ჩვენს პლანეტაზე ყველაფერი უსაფრთხოა, იმედები უნდა გაგიცრუოთ და გითხრათ, რომ ძალიან ცდებით! სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოში ყოველწლიურად შხამიანი მცენარეებითა და ცხოველების ზეგავლენით ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება. ფრაზა “საშიში ცხოველები” რეალურად ისეთივე მნიშვნელობისაა, როგორც ფრაზა “ცხოველი საშიშია მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი გრძნობენ თავს საფრთხეში და ცდილობენ საკუთარი თავის დაცვას.” ბუნებრივი სამყაროს ცხოველები ძალიან საინტერესონი არიან თუმცა ამავდროულად ძალიან სახიფათოც. საშიში ცხოველები ყოველთვის მზადყოფნაში იმყოფებიან, ისინი მზად არიან, რომ გაუმკლავდეთ ნებისმიერი არსებას დედამიწის გარშემო. შეიძლება მწერი ან გველი ერთის შეხედვით ძალიან უწყინარ არსებებად მოგეჩვენოთ, თუმცა ამავდროულად ისინი შეიძლება თქვენი სიცოცხლის ხელყოფის წყაროც კი იყვნენ. ცხოველთა სამყარო ცხოვრობს საკუთარი კანონებით. ისინი ცხოვრობენ პრინციპით “ბუნებრივი გადარჩევა” და ასეთ სიტუაციაში ადამიანი არ არის ყოველთვის გამარჯვებული. წარმოიდგინეთ მსოფლიოს ყველაზე საშიში ცხოველების სიას:

  • ნიანგი – ეს ცხოველი ითვლება ყველაზე საშიშ თავდამსხმელად. ისინი აქტიურნი არიან ღამით. იკვებებიან უმთავრესად თევზებით, წყლის სხვა ცხოველებით, ტანად დიდი ნიანგები თავს ესხმიან დიდ ცხოველებს, რქოსან პირუტყვსაც კი და ადამიანს, ამ შემთხვევაში განსაკუთრებით საშიშია ქედიანი ნიანგი. მათ არ იციან, თუ როგორ უნდა ღეჭონ – ისინი საკვებს ერთიანად გადასანსლავენ. მათ აქვთ 60 კბილი და მთელი ცხოვრების განმავლობაში ეზრდებათ ახალი. ისინი ცხოვრობენ საშუალოდ 50 – 60 წლის განმავლობაში.
  • თეთრი დათვი – თეთრი დათვის ლათინური დასახელება ნიშნავს „ზღვის დათვს“, რადგან იგი გავრცელებულია იმ ადგილებში, სადაც ყინულებიანი ზღვა ხვდება დედამიწას. ის არის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ცხოველი მთელს მსოფლიოში. ზოოპარკში, ისინი ძალიან ლამაზი და მიმზიდველი გარეგნობით გამოირჩევიან, თუმცა მათი ხიფათის კოეფიციენტიც არანაკლებ მიმზიდველია. თუ ის ადამიანთან ახლოს მივა, ძალიან ძნელია მისგან თავის დაღწევა. იგი ხელმძღვანელობს მარტოხელა ცხოვრების წესით. ის არის ამავდროულად ძალიან აგრესიულიც.
  • კოღო (Mosquitoes) – ეს არის სასიკვდილოდ საშიში არსება, არ გეგონოთ უბრალოდ კოღო. აღნიშნული მწერის ნაკბენები ადამიანისათვის სასიკვდილოც კი შეიძლება აღმოჩნდეს. ის იწვევს ძალიან დიდ ქავილს და მძიმე ინფექციებს. მწერების ნაკბენისგან წარმოქმნილი დაავადებებით იღუპება მსოფლიოში დაახლოებით ორი მილიონი ადამიანი.
  • სპილო – დიდი ზომის ცხოველები. მათ შეუძლიათ ცხოვრობდნენ 70 წლის განმავლობაში. სპილოს წონა არის 12,000 კგ. ზოგ შემთხვევაში ისინი ესხმიან თავს ადამიანებს და ეშვების გამოყენებითა და ფეხით გათელვით, ყოველწლიურად საშალოდ 500 ადამიანის სიცოცხლეს ხელყოფენ.
  • ეგვიპტური კობრა – ის არის ერთ-ერთი უდიდესი გველი აფრიკის შემოგარენში. მისი სიგრძე საშუალოდ 2 მეტრს აღწევს. ეს არის სასიკვდილოდ შხამიანი არსება, რომლის ერთი ნაკბენი სიკვდილს უდრის. მისი თვალების ჯირკვლების სეკრეციის შხამს აქვს უდიდესი გავლენა. ეგვიპტური კობრას ნაკბენის შედეგად წარმოიქმნება სუნთქვის დამბლა, რომელიც სიკვდილს იწვევს. ის ცხოვრობს სხვადასხვა ადგილებში, როგორებიცაა სტეპები, მშრალი ტენიანი სავანა, მაგრამ გვხვდება სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებშიც.
  • დიდი კატები – ვეფხვი, ლომი, ლეოპარდი, იაგუარი – ისინი წარმოადგენენ საშიშ კატისებრთა ოჯახს. ცხოვრობენ აფრიკის, ამერიკის, აზიის ქვეყნებში. მათი ცხოვრება პირდაპირ დამოკიდებულია ზოგიერთ ჩლიქოსნებზე, ისეთებზე, როგორებიცაა ირემი, კამეჩი, ირემი, კურდღელი. თუმცა მათი მსხვერპლის რიცხვში ადამიანების ძალიან დიდი ნაწილიც მოიაზრება.
  • ბაყაყი – Spotted frog dart frogs – ის მიეკუთვნება შხამიანი ბაყაყების ოჯახს. ცხოვრობს ტროპიკულ ტყეებში. მათ აქვთ ძალიან საინტერესო გარდამავალი ფერწერა – ყვითელი და მწვანე წითელი და ლურჯი. ერთი ბაყაყის შხამს შეუძლია მოკლას ერთდროულად 20 ადამიანი. ისინი ძალიან საშიში და შხამიანი ცხოველების კატეგორიაში ერთიანდებიან.