ყველაზე სასტიკი ციხეები მსოფლიოში

ყველაზე სასტიკი ციხეები მსოფლიოში

362
1
SHARE

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ციხე ისეთი კეთილმოწყობილია, რომ დაიკვეხნის TV-ით, სატრენაჟორო დარბაზით, ჩოგბურთის მაგიდებით და სხვ, არსებობს მრავალი სხვა თავისუფლების აღკვეთის ადგილი, რომლებსაც შეიძლება ვუწოდოთ რეალური ჯოჯოხეთი დედამიწაზე.

  1. Stanley Prison – ჰონგ -კონგი – ექვსიდან ერთ-ერთი ყველაზე დაცული ტერიტორია, რომელიც აშენდა 1937 წელს და დარჩა სიკვდილით დასჯის ცნობილ ადგილად. 1990 წელს მთავრობამ გადაწყვიტა მისი დახურვა. 1946 წელს და 1966 წელს შორის პერიოდში, აქ დაახლოებით 122 კრიმინალი ჩამოახრჩვეს. გარდა ამისა, ციხის ნაწილი გახდა ინტერნირებულთა ბანაკი, სადაც 600-მდე პატიმრის დაიღუპა იაპონიის ოკუპაციის დროს. ლტოლვილთა ნაწილი ცდილობდა საზღვრის გადაკვეთას ციხის ტერიტორიაზე. პატიმართა რაოდენობა შეადგენს დაახლოებით სამი ათასს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება დასაშვებ ზღვარს.
  2. ATTICA CORRECTIONAL FACILITY – ნიუ- იორკი – ციხე აშენდა 1930 წელს, აქ იყო წარმოდგენილი ყველაზე საშიში დამნაშავეები მსოფლიოში. ამასთან ერთად, მან მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ამბოხებული და ბუნტისთავი ციხის სახელიც შეითავსა. ეს დაკავშირებული იყო 1971 წლის სექტემბრის მოვლენებთან. 2,200 პატიმარი აჯანყდა და მძევლად აიყვანა 33 თანამშრომელი, უკეთესი საცხოვრებელი პირობების და პოლიტიკური უფლებების დაცვის მოთხოვნით. ოთხ დღიიანი მოლაპარაკებების შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ათი მესაზღვრე და მოსამსახურე.
  3. Montelupich Prison – პოლონეთი – ერთ-ერთი ყველაზე გესტაპო ციხე, რომელიც გამოყენებულ იქნა მეორე მსოფლიო ომის დროს პოლიტიკური პატიმრების, საბჭოთა ჯაშუშეების და ბევრი სხვა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის მქონე პატიმრების საცხოვრებელ სახლად. იმ პერიოდში 1940- დან 1944-მდე სხვადასხვა მონაცემებით აქ იყო მოთავსებული დაახლოებით ორმოცდაათი ათასი ადამიანი. აღნიშნულ ციხეში წარმოდგენილი იყო ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი – წამების დაკითხვის მეთოდები. სწორედ ამიტომ ის იქცა ოფიციალურად პოლონელი ჯარისკაცების დაკითხვის სივრცედ.
  4. Camp 1391 – ჩრდილოეთ ისრაელი – ძალიან საშიში პატიმრების სამხედრო ციხე, რომელიც მდებარეობს ერთი საათის სავალზე თელ-ავივში. მისი არსებობის შესახებ არავინ არ იცოდა 2003 წლამდე. ძალიან ბევრი ინფორმაცია დღესაც საიდუმლოდ რჩება, თუმცა ისრაელის უზენაესმა სასამართლომ გამოსცა ბრძანება მათი გამომჟღავნების შესახებ.
  5. Vladimir Central – რუსეთი – აღნიშნული ციხე აშენდა 1783 წელს. ის მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა საბჭოთა კავშირის დროს, როდესაც იგი იქცა პოლიტიკური პატიმრების დაკავების ადგილად. დღეს ის არის ძალიან საშიში და ხალხმრავალი პატიმრებით წარმოდგენილი, ძალიან ბევრი გადამდები დაავადებების მატარებელი. მას მოიხსენიებენ, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სადისტურ ციხეს. აქ ხდება პატიმრების სხვადასხვა გზებით დასჯა. მაგალითად ხელები კედელზე და შემდეგ ცემა, ეს პროცედურა ზოგ შემთხვევაში იწვევს სიკვდილს. ზოგჯერ პატიმრები იძულებულნი არიან სცემეონ ერთმანეთიც.
  6. Prison maximum security Kamit – კენია – ის მოიცავს 1200 ჰექტარ მიწის ნაკვეთს. ეს არის თავისუფლების აღკვეთა, რომელიც უკვე ძალიან დიდი ხანია ცნობილია წარმოუდგენლად საშინელი საცხოვრებელი პირობებით, ისევე როგორც პატიმრების ცემითა და სიკვდილის შემთხვევებით. არასრულფასოვანი კვება, ჭირი და ქოლერის დაავადებები, ეს სრულიად ჩვეულებრივი მოვლენაა აღნიშნულ ადგილში.
  7. Butyrka – მოსკოვი, რუსეთი – დიდი მოსკოვის სატრანზიტო ციხე, რომელიც ძალიან ცნობილია თავისი სისასტიკით. მასში უამრავი რაოდენობის პატიმარია წარმოდგენილი. ადმინისტრაცია მიმართავს ძალადობის სხვადასხვა ხერხებს, რის გამოც ხშირია პატიმრების მხრიდან დიდი პროტესტი. გარდა ამისა, პრობლემა მდგომარეობს პატიმართა ძალიან დიდ რაოდენობაშიც, როდესაც ათი ადამიანის მაგივრად წარმოდგენილია ასი ადამიანი, ზაფხულში ეს იწვევს კატასტროფულ სიცხეს და სხვადასხვა ეპიდემიისა და ინფექციების გავრცელებას – ისეთებისას, როგორებიცაა ტუბერკულიოზი და შიდსი.