ზარმაცი კაცის 10 მცნება

ზარმაცი კაცის 10 მცნება

163
0
SHARE

სიზარმაცე – ეს ის დაავადებაა, რომელიც უამრავ ჩვენთაგანს აწუხებს, ან სულაც არც აწუხებს. უფრო კონკრეტულად კი ეს არის მავნე ჩვევა, რომლის გადაჩვევაც უფრო და უფრო ძნელი ხდება, მასთან ბრძოლის გადადება კი დროთა განმავლობაში უბრალოდ არაფრის მომცემია და კარგავს თავის მნიშვნელობას. ეს არის საქმის ხვალე, ან სხვა დროზე გადადება, ხშირი დაღლილობა, არასწორად გადანაწილებული დრო – ეს ყველაფერი ის სიმპტომებია, რომელიც ახლავს მას. ყოველივე ეს კი ადამიანს ხდის ნაკლებად ნაყოფიერს, ჯანმრთელს, პროდუქტიულსა და მობილიზებულს. თითქმის ყველა სტატია და თემატიკა შეეხება სიზარმაცის უარყოფით მახასიათებლებს და მასთან ბრძოლის სტრატეგიას, თუმცა დღევანდელი ჩემი სტატიის თემა, უფრო სახალისოა და წარმოგიდგენთ ზარმაცი ადამიანის 10 მცნებას, რომელიც ზარმაც ადამიანებს ჩვეულ ნორმად და აუცილებელ კომპონენტადაც კი მიაჩნიათ.

ზარმაცი კაცის 10 მცნება

  1. ადამიანი დაბადებისთანავე უკვე ძალიან დაღლილია, ამიტომ უნდა იცხოვრო იმისათვის, რომ დაისვენო;
  2. შეიყვარე საწოლი შენი, ისე, როგორც საკუთარი თავი შენი;
  3. თუ ხედავ რომ ვინმე ისვენებს, ნუ დატოვებ მას მარტოს, დაეხმარე დასვენებაში;
  4. აუცილებლად დაისვენე დღისით, რათა ღამე შეძლო დაძინება, სხვაგვარად გაგიჭირდება ამის გაკეთება და მერე ისევ დაიღლები;
  5. სამუშაო მეტად ფაქიზი და წმინდა რამაა, ამიტომ სასურველია თუ არ შეეხები მას;
  6. თუ შეგიძლია საქმე გააკეთო ხვალ, ნუ გააკეთებ მას დღეს, ხოლო თუ ხვალინდელი დღეც შეგიძლია გადადო და ზეგ გააკეთო აღნიშნული საქმე, გამოდის რომ ორი თავისუფალი დღე გაქვს, რატომ უნდა იჩქარო, როცა შეგიძლია დაისვენო?!
  7. იმუშავე რაც შეიძლება ნაკლები, ნუ იქნები ეგოისტი! – სხვებსაც დაუტოვე სამუშაო.
  8. დამშვიდდი – დასვენებისაგან არავინ არ მომკვდარა და არ ინერვიულო, მუშაობისაგან – რამდენიც გინდა.
  9. თუ გრძნობ რომ მუშაობა გინდა, დაჯექი და ჩაისუნთქე, აუცილებლად გაგივლის.
  10. და თუ მუშაობა ჯანმრთელობაა, დაე ავადმყოფებმა იმუშაონ! – თქვენ ხომ ჯანმრთელი ხართ?! LOL

და მე-11, ყველაზე მთავარი – არ დაუჯეროთ არცერთ ზემოთ ჩამოთვლილ მუხლს,